თბილისის 43-ე ჩემპიონატი
II ტური
III ლიგა
16 ოქტომბერი, 2011
-
1974 წელს აშშ-ს სამედიცინო კოდექსში შეიტანეს ახალი თავი. ციტატა: „რიგ შემთხვევებში პაციენტებს ერღვევათ ბიორიტმები, რადგანაც ვერ აღიქვამენ განათების ბუნებრივ ცვლილებებს. ეს უარყოფითად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე და ხელს უშლის მკურნალობასა და გამოჯანმრთელებას.“ ამიტომ აშშ-ს ყველა პალატის აუცილებელი ატრიბუტი გახდა... რა?
პასუხი: ფანჯარა ბმული: http://moazrovne.net/q/1679პასუხი -
აპრილის ერთ ცივ დღეს მისტერ სმიტი სამსახურიდან შინ დაბრუნდა. იგი ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეს. მას ყოველ სართულზე გაკრული უზარმაზარი პლაკატიდან მამაკაცის სახე გადმოსცქეროდა. სმიტის ფანჯრიდან დიდი შენობა მოჩანდა, რომლის ფასადზეც სამი ფრაზა იყო გამოსახული. სმიტი სავარძელში მოკალათდა და დღიურის წერა დაიწყო. პირველ გვერდზე მან დაწერა 4 აპრილი... რომელი წელი მიუწერა მან 4 აპრილს თავის დღიურში?
პასუხი -
რას შეუცვალა ადგილები 1948 წელს ვინმე ერიკ ბლერმა?
პასუხი: 4-ს და 8-ს. კომენტარი: ერიკ ბლერი ჯორჯ ორუელის ნამდვილი სახელია. „1984“ –ის წერა მან 1948 წელს დაიწყო და ერთი ვერსიით სწორედ ბოლო ორი ციფრის გადანაცვლებით აირჩია მან რომანის სახელი. ბმული: http://moazrovne.net/q/1681პასუხი -
შედედებული რძის (სგუშონკის) გამომგონებელი, გეილ ბორდენი წერდა: „სამყარო იცვლება შეკუმშვისკენ. თვით შეყვარებულებიც კი აღარ წერენ ერთმანეთს სასიყვარულო წერილებს. ერთი კოცნით ისინი ეუბნებიან ერთმანეთს იმაზე მეტს, ვიდრე შუასაუკუნეებსი ამას წერილით ახერხებდნენ... იყო დრო, როდესაც ადამიანები ამ/ერთი ქმედებისთვის საათებს ხარჯავდნენ. ნაპოლეონი კი ამას 20 წუთს ანდომებდა. მე ვცდილობ, ამისთვის გამოყოფილი დრო დღეში 15 წუთამდე დავიყვანო.“ რა ქმედებაზე ხარჯავდა იგი დღე-ღამეში 15 წუთს?
პასუხი: ჭამაზე ბმული: http://moazrovne.net/q/1682პასუხი -
სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს კალიების მეტად უცნაური სახეობა. ეს კალია იმითაა უნიკალური, რომ უკიდურესი შიმშილის პირობებში ჭამს ამას. რას?
პასუხი: საკუთარ სხეულს ბმული: http://moazrovne.net/q/1683პასუხი -
ამ სიტყვის სინონიმები ქართულ ენაში მრავლადაა: დგვიფი, ჟოქო, შალამურა, შუმი, არმუჯი, შამანი, ახტაშირა, მახალი, ნუნუა. დაასახელეთ ამ სიტყვის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი.
პასუხი: ღვინო ბმული: http://moazrovne.net/q/1684პასუხი -
დაახლოებით ორასი წლის წინ, ლონდონში ვინმე პირს იგანმა შექმნა ორი პერსონაჟი, ორი ოხუნჯი ჯენტლმენი, რომლებსაც უამრავი თავგადასავალი გადახდათ. ერთი ვერსიით, სწორედ მათ საპატივცემულოდ უწოდა ვინმე უილიამმა თავის პერსონაჟებს მათი (ჯენტლმენების) სახელები. რა ერქვათ მათ?
პასუხი -
ბაშკორტოსტანის დედაქალაქ უფაში, კარლ მარქსის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ფეშენებელური ბიზნეს ცენტრი. დამისახელეთ ამ ცენტრის სახელწოდება
პასუხი -
აშშ-სთან ომის დროს საზენიტო-სარეკტო კომპლექსების შესანიღბად ვიეტნამელები იყენებდნენ ერთ ბუნებრივ საშუალებას. იგი საშუალებას იძლეოდა დროის მცირე მონაკვეთში მტრისათვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი გაეხადა შეიარაღება. დამისახელეთ ის, რასაც ამ მიზნით იყენებდნენ ვიტნამელები
პასუხი: ბამბუკი წყარო: "Танец со смертью", "Интер", 12.02.2009, 14.00-15.20. ბმული: http://moazrovne.net/q/1687პასუხი -
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო სატელევიზიო რეკლამებში ნანახი საკვები პროდუქტების განსაკუთრებული მიმზიდველობის საიდუმლოებები. აი მაგალითად: თევზებს ფუნჯით უსვამენ გლიცერინს, რათა მათ ახლადდაჭერილის შეხედულება მიიღონ. სოსისების გარედან მსუბუქად წვავენ სარჩილავი ნათურით. არაფოტოგენურ სიროფებს და თაფლს ცვლიან სამანქანო ზეთით. ფეხსაცმლის საწმენდი ყავისფერი კრემით ღებავენ შემწვარ ხორცს და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რა ეფექტის მისაღებად გამოიყენება წყალში დასველებული და მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებული ბამბის ბურთულები?
პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ბარბაროსები შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ტანისამოსს იცვამენ, რომელსაც სხვადასხვა მორთულობას უმატებენ. ისინი ძირითადად შავ ფერში იმოსებიან, თუმცა ზოგი არც ფერად ტანსაცმელს ერიდება...მათთვის დამახასიათებელია სამხედრო ჩექმები... სხვადახვა ტიპის სამკაული, ლინზები და ეშვები... მითოლოგიური და ეზოთერული სიმბოლოები. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ბარბაროსები?
პასუხი -
ამერიკის შტატ მისისიპიში დგას ორი სანკტ-პეტერბურგელის ქანდაკება. დაასახელეთ ორივე.
პასუხი: ტომ სოიერი, ჰეკლბერი ფინი. კომენტარი: საუბარი იყო არა რუსულ სანკტ-პეტერბურგზე. წყარო: Крокодил, 19/89. - С. 15 ბმული: http://moazrovne.net/q/1690პასუხი -
1839 ამ ადამიანისთვის გამოდგა კარგი წელი, რადგან მან გამოიგონა კაუჩუკის ვულკანიზაციის მეთოდი. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: გუდიარი კომენტარი: ინგლისურიდან საბურავების მწარმოებელი კომპანიის დამაარსებლის გვარი ითარგმნება, როგორც “კარგი წელი”. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Charles_Goodyear ბმული: http://moazrovne.net/q/1691პასუხი -
ქიმიკოსებისთვის ცნობილია პოლიმერული ჟელეების განსაკუთრებული სახეობები, რომელთა მოლეკულებიც ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმულ რგოლებს წარმოადგენენ. როგორ პოლიმერებად მოიხსენებენ მეცნიერები მათ?
პასუხი: ოლიმპიურ (ოლიმპ.პოლიმერებად) ბმული: http://moazrovne.net/q/1692პასუხი -
თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ტყვიის, ოქროს ან ვერცხლის ჩხირს, რომელიც ლითონის ბუდეში იყო ჩასმული, მაგრამ მე-16 საუკუნეში ინგლისში გრაფიტის საბადოები აღმოაჩინეს, მას შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა გარეგნობა. რაზეა საუბარი?
პასუხი: ფანქარზე ბმული: http://moazrovne.net/q/1693პასუხი
- პაკეტის კომენტარები: