შეკითხვა #1708
-
იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქალაქ ტურინში დაიბადა. მან თავისი მოღვაწეობა უბრალო სარეკლამო აგენტად დაიწყო და რომ არა ერთი გენიალური იდეა, სიცოცხლეს სიღარიბეში დაასრულებდა. იმ დროს კალმები ძვირი ღირდა. სწორედ ასეთი დიდი საფასურისგან თავის ასარიდებლად დაებადა მას იდეა ეწარმოებინა ერთჯერადი საწერი კალმები. ჩანაფიქრმა გაამართლა და მისმა კომპანიამ ზრდა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ მან ერთჯერადი წვერის საპარსისა და კიდევ ერთი ნივთის წარმოება დაიწყო, რის შემდეგაც მულტიმილიონერი გახდა. დაასახელეთ მესამე პროდუქტი.
პასუხი: სანთებელა კომენტარი: საუბარია მარსელ ბიკზე, კომპანია bic-ის დამაარსებელზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1708 გაზიარება:პასუხი