თბილისის 43-ე ჩემპიონატი
II ტური
IV ლიგა
16 ოქტომბერი, 2011
-
ძველი ინკების საგზაო სისტემა საკმაოდ განვითარებული იყო. ჰქონდათ ყველაფერი: გზის საფარი, კემპინგები, საგზაო ნიშნები... მაგრამ აღმართებზე გზები კიბეებად იქცეოდა, რაც იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ინკები არ იყენებდნენ ამას. რას?
პასუხი: ბორბალს ბმული: http://moazrovne.net/q/1694პასუხი -
შვეიცარიელმა ჟან-ჟაკ ბაბელმა გამოითვალა, რომ ძვ.წ 3500 წლიდან დღემდე კაცობრიობამ მხოლოდ 292 წელი გაატარა მათ გარეშე. რის გარეშე?
პასუხი: ომების ბმული: http://moazrovne.net/q/1695პასუხი -
ფრანგი მზარეულები კერძის მომზადების დროს, იმისთვის, რათა ეს კერძი უნიკალური გამოვიდეს, ხშირად იკიდებენ ხელს ყურის ბიბილოზე. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამოწმებენ ცომის სიმკვრივეს. კომენტარი: თვლიან, რომ ცომის იდეალური სიმკვრივე ყურის ბიბილოს სიმკვრივეს უნდა ემთხვეოდეს. ბმული: http://moazrovne.net/q/1696პასუხი -
მას გამოჩენისთავე ომი გამოუცხადეს. განსაკუთრებით ინგლისის მეფეს, იაკობ პირველს სძულდა. თურქეთის სულთნის, ამურატ მეოთხეს ბრძანებით ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. შაჰაბაზ დიდის ბრძანებით, მას, ვისაც ამას აღმოუჩენდნენ, წვავდნენ ან ცხვირს და ტუჩებს აჭრიდნენ. რუსეთში მისი გავრცელება ინგლისელების დამსახურებაა, საქართველოში კი მე-17 საუკუნეში შემოვიდა თურქეთიდან. რაზეა საუბარი?
პასუხი: თამბაქოზე ბმული: http://moazrovne.net/q/1697პასუხი -
ეს საერთაშორისო სიტყვა შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან, რომლებიც ითარგმნება, როგორც „მარტო“ და „ვყიდი“. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: მონოპოლია ბმული: http://moazrovne.net/q/1698პასუხი -
ბრიტანული კომედიის, Johnny English-ის სარეკლამო პოსტერზე საიდუმლო აგენტი სამი ფრაზითაა აღწერილი. 1) მან არ იცის რა არის შიში. 2) მან არ იცის რა არის საფრთხე. დაწერეთ მესამე ფრაზა.
პასუხი: მან არაფერი იცის. ბმული: http://moazrovne.net/q/1699პასუხი -
ამ მტრებისგან თავდასაცავად კლდის ხვლიკები წრიულ ფორმას იღებენ. როდესაც თავდამსხმელი ვერ ახერხებს ვერც თავის და ვერც კუდის პოვნას, იგი გაწბილებული ბრუნდება უკან. რომელ მტრებზეა საუბარი?
პასუხი: გველებზე კომენტარი: გველი დაუღეჭავად ყლაპავს მსხვერპლს. მან ხვლიკის ყლაპვა ან თავიდან უნდა დაიწყოს, ან კუდიდან და მსხვერპლი მთლიანად გადაყლაპოს. მისი დაგლეჯა გველს არ ძალუძს. ბმული: http://moazrovne.net/q/1700პასუხი -
თანამედროვე მეცნიერება ამას შეუძლებლად მიიჩნევს, მაგრამ ნორვეგიული ტომის, ხუას, სწამს, რომ მამაკაცს ეს მოუვა თუ მას ვინმე მოაჯადოებს ან თუ შეჭამს საჭმელს, რომელსაც შეეხო ქალი, რომელსაც კრიტიკული დღეები აქვს. რაზეა საუბარი? მაშ რა დაემართება ხუას ტომის აზრით ამ შემთხვევებში კაცს?
პასუხი: დაფეხმძიმდება ბმული: http://moazrovne.net/q/1701პასუხი -
ტუნისში მდებარე ამ ზღაპრული მუზეუმის სახელწოდებაში ოთხნიშნა ციფრი ფიგურირებს. დაასახელეთ ეს მუზეუმი.
პასუხი: ათას ერთი ღამის მუზეუმი ბმული: http://moazrovne.net/q/1702პასუხი -
ბერძნები და რომაელები ამას ატარებდნენ, რადგან ბარბაროსობად მიიჩნევდნენ. სამაგიეროდ მას ატარენდნენ კელტები, ფრიგიელები, სკვითები და ა.შ. ჩვენს დროში რომ მოხვერდილიყვნენ, ბერძნები და რომაელები ბარბაროსებად ჩაგვთვლიდნენ. რა არ მოეწონებოდათ მათ ჩვენს ჩაცმულობაში?
პასუხი: შარვალი ბმული: http://moazrovne.net/q/1703პასუხი -
ითვლება, რომ ეს ევროპაში აზიიდან, ჩინეთიდან შეიტანეს. მას მაშინვე შეარქვეს „ვაშლი ჩინეთიდან“ და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, ან რუსეთში მას დღესაც დაახლოებით იმავეს უწოდებენ. რაზეა საუბარი?
პასუხი -
ძველ რომში აქ ხშირად მოჰქონდათ დიდი რაოდენობით წითლად შეფერილი ქვიშა. არ გეკითხებით რა იყო ქვიშის მოტანის მიზეზი, სად მიჰქონდათ ქვიშა?
პასუხი: კოლიზეუმში კომენტარი: რათა ქვიშაზე სისხლი არ გამოჩენილიყო წყარო: www.bbc.co.uk/history/ancient/romans/colosseum_01. ბმული: http://moazrovne.net/q/1705პასუხი -
ამბობენ, რომ თემურ ლენგის აკლდამაში ორი წარწერა იყო გაკეთებული. ერთი გარედან: „როდესაც მკვდრეთით აღვდგები, სამყარო შეირყევა“ და მეორე აკლდამის შიგნით: „ვინც აკლდამას გახსნის, ჩემზე საშინელ დამყრობელს გამოუშვებს.“ თემურ-ლენგის ექსგუმაციას საბჭოთა ანთროპოლოგი, მიხაილ გერასიმოვი ხელმძღვანელობდა. რომელ წელს გახსნეს აკლდამა?
პასუხი: 1941 კომენტარი: ალბათ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ აკლდამის გახსნიდან ორ დღეში გერმანიამ ოპერაცია ბარბაროსა დაიწყო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Timur ბმული: http://moazrovne.net/q/1706პასუხი -
გასული საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება: „ოცი წლის გოგონა კარგი ოჯახიდან, რომელსაც გააჩნია 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ოჯახის შემქნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს.“ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზემოთხსენებული გოგონა უბრალო კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?
პასუხი -
იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქალაქ ტურინში დაიბადა. მან თავისი მოღვაწეობა უბრალო სარეკლამო აგენტად დაიწყო და რომ არა ერთი გენიალური იდეა, სიცოცხლეს სიღარიბეში დაასრულებდა. იმ დროს კალმები ძვირი ღირდა. სწორედ ასეთი დიდი საფასურისგან თავის ასარიდებლად დაებადა მას იდეა ეწარმოებინა ერთჯერადი საწერი კალმები. ჩანაფიქრმა გაამართლა და მისმა კომპანიამ ზრდა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ მან ერთჯერადი წვერის საპარსისა და კიდევ ერთი ნივთის წარმოება დაიწყო, რის შემდეგაც მულტიმილიონერი გახდა. დაასახელეთ მესამე პროდუქტი.
პასუხი: სანთებელა კომენტარი: საუბარია მარსელ ბიკზე, კომპანია bic-ის დამაარსებელზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1708პასუხი
- პაკეტის კომენტარები: