შეკითხვა #1801
-
ერთ-ერთი პირველი საერთო მოხმარების სატელეფონო ავტომატები 1881 წელს დაამონტაჟეს ბერლინის ცენტრში. ეს აპარატი სულ ორი ცალი იყო და მათი გამოყენება უფასოდ შეიძლებოდა. სულ მალე ორივე ტელეფონი გააუქმეს 48 ადამიანის მოთხოვნით. ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
პასუხი: საკუთარი ტელეფონების მფლობელები კომენტარი: მათ მობეზრდათ გამუდმებული ზარები ცნობისმოყვარე გამვლელებისგან პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1801 გაზიარება:პასუხი