თბილისის 43-ე ჩემპიონატი
III ტური
IV ლიგა
30 ოქტომბერი, 2011
-
ერთი ინტერნეტ-პორტალის თანახმად კოსმოსიდან სწორედ ეს ქალაქი ჩანს ყველაზე განათებულ წერტილად. რომელ ქალაქზეა საუბარი?
პასუხი: ლას-ვეგასზე კომენტარი: ლას-ვეგასში რეკორდულად დიდი რაოდენობითაა ნეონის განათებები წყარო: uselessinfo.newmail.ru ბმული: http://moazrovne.net/q/1789პასუხი -
რის შესახებ წერდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჰენრი მილერი, რომ ეს არის დაკანონებული ხერხი სახალხოდ იყვირო ის, რაც ძალიან ინტიმურად ან ძალიან სულელურად ჟღერს ნორმალური საუბრისთვის?
პასუხი: სიმღერა. ბმული: http://moazrovne.net/q/1790პასუხი -
მას ეძახდნენ “ანგელოზს მოხრილი ფეხებით”. ბავშვობაში კი დედამისმა უთხრა, რომ იმდენ ჩიტს იჭერდა, რომ თვითონაც ჩიტად გადაიქცეოდა. მისი მეტსახელი მართლაც პატარა ჩიტს ნიშნავს. დაასახელეთ იგი.
პასუხი: გარინჩა კომენტარი: გარინჩა “პატარა ჩიტს” ნიშნავს. წყარო:- Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 27
- en.wikipedia.org/wiki/Mané_Garrincha
პასუხი -
1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.
პასუხი: ლაზარე კომენტარი: ამ კუნძულზე გაიხსნა პირველი ლაზარეთი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lazaretto#Lazarettos_through ბმული: http://moazrovne.net/q/1792პასუხი -
თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.
პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი წყარო: О. Генри, Рассказы, М., Айрис Пресс, 2005, с. 46 ბმული: http://moazrovne.net/q/1793პასუხი -
ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულობთ: მუზების მოსაზიდად და ლექსების დასაწერად X ხშირად სტუმრობდა Y-ს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც თუკი გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ.
პასუხი: ბოდლერი, ბორდელი. ბმული: http://moazrovne.net/q/1794პასუხი -
როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.
პასუხი: ჯერი კომენტარი: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1795პასუხი -
ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პასუხი -
ალბუს დამბლდორის გამჭოლ მზერაზე საუბრისას როულინგი ახსენებს გვარს, რომლის გამოგონებასაც გასულ საუკუნეში ბევრი ალბათ ჯადოქრობად ჩათვლიდა. დაასახელეთ ეს გვარი
პასუხი: რენტგენი. წყარო: ჯ.კ. როულინგი - „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ ბმული: http://moazrovne.net/q/1797პასუხი -
ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან ერთად სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.
პასუხი: ექიმი უოტსონი წყარო: en.wikipedia.org/wiki/John_Watson_(Sherlock_Holmes ბმული: http://moazrovne.net/q/1798პასუხი -
ვალენტინ დუბინინის კარიკატურაზე კომპიუტერის კლავიატურის ერთ-ერთ კლავიშს სახლის ფორმა აქვს. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ერთი სიმბოლოთი, თუ ვინ ან რა ცხოვრობს ამ სახლში.
პასუხი -
ერთი თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ტილოზე გამოსახულია ჭადრაკის ოთხი, სხვადასხვა ფერის ერთი და იგივე ფიგურა. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ტილოს სათაური სამი სიტყვით.
პასუხი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი წყარო: www.johnworldpeacecontemporaryartgalleryusa.com/4h ბმული: http://moazrovne.net/q/1800პასუხი -
ერთ-ერთი პირველი საერთო მოხმარების სატელეფონო ავტომატები 1881 წელს დაამონტაჟეს ბერლინის ცენტრში. ეს აპარატი სულ ორი ცალი იყო და მათი გამოყენება უფასოდ შეიძლებოდა. სულ მალე ორივე ტელეფონი გააუქმეს 48 ადამიანის მოთხოვნით. ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
პასუხი: საკუთარი ტელეფონების მფლობელები კომენტარი: მათ მობეზრდათ გამუდმებული ზარები ცნობისმოყვარე გამვლელებისგან ბმული: http://moazrovne.net/q/1801პასუხი -
"Young and easily freudened".
თქვენს წინაშეა ჯეიმს ჯოისის რომან “ფინეგანის სამძიმარიდან” ამოღებული ფრაზა, რომელიც აღწერს ფსიქიკური პრობლემების მქონე გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.პასუხი: Yung კომენტარი: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened. ბმული: http://moazrovne.net/q/1802პასუხი -
ამერიკელს, რომელიც დემონსტრაციულად გააკეთებს ამას სასამართლო დარბაზში, ემუქრება პატიმრობა ვადით ნახევარ წლამდე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო. ადამიანების გარდა ამას აკეთებენ კატები, ძაღლები, მაიმუნები და ცხენებიც კი. ერთი ვერსიით, ცხოველები ამას აკეთებენ იმისთვის, რათა ერთმანეთს შეახსენონ, რომ ფხიზლად და ყურადღებით ყოფნაა საჭირო. რაზეა საუბარი?
პასუხი: მთქნარებაზე. კომენტარი: მთქნარება, როგორც ცნობილია, “გადამდებია” და სწრაფად მოედება ხოლმე ცხოველების მთელ ჯგუფს. ბმული: http://moazrovne.net/q/1803პასუხი
- პაკეტის კომენტარები: