შეკითხვა #1850
-
კომპიუტერულ თამაშში „SOCOM U.S. Navy SEALs: Combined Assault“, მოქმედება ვითარდება ავღანეთისა და პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია რეალური ქვეყნის სახელი, ოღონდ პირველი ასოს მოშორებით. იგივე სახუმარო სახელი კითხვის ავტორის აზრით მოუხდებოდა ცხარე კერძების მოყვარულ სამეგრელოს. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს სახელი.
პასუხი: აჯიკისტანი (ჩათვლა: აჯიკეთი). კომენტარი: ტაჯიკისტანი ამ რეგიონში მდებარეობს. მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ატრიბუტი კი აჯიკაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1850 გაზიარება:პასუხი