თბილისის 43-ე ჩემპიონატი
IV ტური
I ლიგა
6 ნოემბერი, 2011
-
შეკითხვა #1839 © ლევან ცაგარელი
ავღანელი ნარკოდილერები ნარკოტიკების პაკისტანში გადასატანად ხშირად იყენებენ იქსებს. ერთერთ სტატიაში იქსების შესახებ მოხსენიებულია ბიბლიური ნოე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: საფოსტო მტრედები. კომენტარი: სტატიაში საფოსტო მტრედების შესახებ წერია რომ პირველი ვინც მტრედი ამ მიზნით გამოიყენა იყო ბიბლიური ნოე. წყარო: www.nytimes.com/2004/01/30/style/30iht-blume_ed3__ ბმული: http://moazrovne.net/q/1839პასუხი -
შეკითხვა #1840 © ლევან ცაგარელი
ერთ-ერთ კარიკატურაზე რუსეთი გამოსახულია რვაფეხას სახით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რას წარმოადგენენ რვაფეხას საცეცები (ფეხები).
პასუხი: გაზსადენი მილები. კომენტარი: რვაფეხას ფეხები წარმოადგენენ კომპანია ,,გაზპრომის” გაზსსადენ მილებს. წყარო: ttolk.ru/?p=5508 ბმული: http://moazrovne.net/q/1840პასუხი -
შეკითხვა #1841 © გიორგი ტვილდიანი
ნიკოს კაზანძაკისი თავის წიგნში ”ბერძენი ზორბა” გვთავაზობს ალტერნატიულ ისტორიას და წერს, რომ მითის თანახმად, რაღაც საქმით დაკავებულ ღმერთს გველად გარდასახული ეშმაკი მიეპარა და ”აქილევსის ქუსლი” მოპარა. გამოკიდებულ ღმერთს ხელში მხოლოდ მისი რქები შერჩა ხელში მათი გამოყენება მოუწია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვა, თუ რით შევცვალეთ ჩვენ ”აქილევსის ქუსლი”.
პასუხი: ადამის ნეკნი. კომენტარი: ამ მითის მეშვეობით ზორბას სურდა დაემტკიცებინა, რომ ქალების შექმნაში ეშმაკის ხელი ურევია. წყარო: www.kuchaknig.ru/show_book.php?book=189986&pag ბმული: http://moazrovne.net/q/1841პასუხი -
შეკითხვა #1842 © ლევან ცაგარელი
ამერიკაში არსებობს სპეციალური ფერმები, რომლებშიც გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების საშუალებით მოჰყავთ ესენი. ეს სიმბოლურად განასახიერებს: პატივს, სიმდიდრეს, სიყვარულსა და ჯანმრთელობას. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
პასუხი: ოთხყურა სამყურა. კომენტარი: ოთხყურა სამყურას ფოთლები განსახიერებენ: პატივს, სიმდიდრეს, სიყვარულსა და ჯანმრთელობას. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1842პასუხი -
შეკითხვა #1843 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ავეჯის მწარმოებელი ფირმის კრეატიული რეკლამა. ყურადღება შეკითხვა: აზრობრივად ზუსტად დაასახელეთ ფირმის სლოგანი.პასუხი: იძინე, როგორც ჩვილმა. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/111011/15517/ ბმული: http://moazrovne.net/q/1843პასუხი -
შეკითხვა #1844 © გიორგი ტვილდიანი
სერიალ ,,დიდი აფეთქების თეორიის” (Big Bang Theory) სერიაში პერსონაჟი ქალი თავისი სამოსის ერთ-ერთ ნაწილზე ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი და X-ს საიდუმლოა. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ საკუთარი სახელი, რომლიც ჩვენ X-ით შევცვალეთ.
პასუხი: ვიქტორია. კომენტარი: საუბარია კომპანია Victoria's Secret-ს ნაწარმზე წყარო: big bang theory - სეზონი 5, სერია 2 ბმული: http://moazrovne.net/q/1844პასუხი -
შეკითხვა #1845 © ლევან ცაგარელი
ფილმში ,,მოკვდი მაგრამ არა ახლა” ჯეიმს ბონდი ჩადის კუნძულ კუბაზე და თავს ორნიტოლოგად ასაღებს, ამასთან ერთად, აგენტ 007-ს თან აქვს რეალურად არსებული ორნიტოლოგის წიგნი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ წიგნის ავტორი.
პასუხი: ჯეიმს ბონდი. კომენტარი: იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად ორნიტოლოგია ჯეიმს ბონდს თან მიაქვს წიგნი, რომლის ავტორიც ჯეიმს ბონდია. ორნიტოლოგი ჯეიმს ბონდი რეალურად არსებული პიროვნება იყო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/James_Bond_(ornithologist) ბმული: http://moazrovne.net/q/1845პასუხი -
შეკითხვა #1846 © ანტონ ვაჭარაძე
არტემი ლებედევი თავის საიტის ერთ-ერთ განყოფილებაში ამხელს სხვადასხვა კომპანიებს, რომელთაც მის სტუდიაში შექმნილი დიზაინი მოიპარეს (საიტებზე, ნივთებზე, პლაკატებზე და ა.შ.). განყოფილებაში შესვლისას ჩანს ცხოველი და მოწყობილობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ცხოველიც და მოწყობილობაც.
პასუხი: ცხვარი, ასლის გადასაღები აპარატი. (დოლი, ქსეროქსი) კომენტარი: კლონების მუზეუმი, ასე ეწოდება ამ განყოფილებას. წყარო: www.artlebedev.ru/everything/clones/ ბმული: http://moazrovne.net/q/1846პასუხი -
შეკითხვა #1847 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ-ერთი ვერსიით ტამპლიერები იესო ქრისტეს აღსანიშნავად იყენებდნენ ამ ორ სიმბოლოს. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს ორი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე ერთი წუთის შემდეგ.
პასუხი: IX კომენტარი: ეს წარმოადგენს იესო ქრისტეს სახელის რომაულ ინიციალებს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/9_(%D1%87%D0%B8%D1%81%D0%BB% ბმული: http://moazrovne.net/q/1847პასუხი -
შეკითხვა #1848 © ლევან ცაგარელი
პირველის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ეჟენ დელაკრუას შემოქმედებაში არის ,,სარდანაპალის სიკვდილი”.
1832 წელს, მეორეში გატარებული 6 თვის შემდეგ, ეჟენ დელაკრუამ დახატა „სულთანი და მისი ამალა“.
ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ პირველი და მეორე სწორი თანმიმდევრობით თუ კი მათ შორის მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება.პასუხი: ბაროკო; მაროკო. კომენტარი: ეჟენ დელაკრუა გატაცებული იყო ბაროკოთი. 1832 წელს კი ის ექვსი თვით ესტუმრა მაროკოს, შემდეგ კი დახატა სურათი ,,მაროკოს სულთანი და მისი ამალა”. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1848პასუხი -
შეკითხვა #1849 © ანტონ ვაჭარაძე
ერთმა დიზაინერულმა სტუდიამ გამოუშვა ასეთი უცნაური და სახალისო ჭურჭელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც კითხვის ავტორმა თეფშებზე დაფარა, თუ წარწერა ერთი ასოთი განსხვავდება ფრანგულენოვანი ფრაზისაგან.პასუხი: Bone Appetit კომენტარი: Bon Appetit-ის ნაცვლად კრეატიულმა დიზაინერებმა ასე იხუმრეს. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/151011/15547/ ბმული: http://moazrovne.net/q/1849პასუხი -
შეკითხვა #1850 © ანტონ ვაჭარაძე
კომპიუტერულ თამაშში „SOCOM U.S. Navy SEALs: Combined Assault“, მოქმედება ვითარდება ავღანეთისა და პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია რეალური ქვეყნის სახელი, ოღონდ პირველი ასოს მოშორებით. იგივე სახუმარო სახელი კითხვის ავტორის აზრით მოუხდებოდა ცხარე კერძების მოყვარულ სამეგრელოს. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს სახელი.
პასუხი: აჯიკისტანი (ჩათვლა: აჯიკეთი). კომენტარი: ტაჯიკისტანი ამ რეგიონში მდებარეობს. მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ატრიბუტი კი აჯიკაა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1850პასუხი -
შეკითხვა #1851 © გაგი გაბრიჭიძე
ორი ამონარიდი გაზეთ სარბიელის ერთ-ერთი ნომრიდან და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებიდან:
(1) მთავარი დამნაშავე _____. სუფთა "დონალდ დაკი" გახდა, ფულის მეტი არაფერი ადარდებს. "სინიორ დონალდს" ერთი რამე ავიწყდება - ფული და პოპულარობა ჩვენი, გულშემატკივრების წყალობით მოიპოვა და თუ მოვინდომეთ, ცაში როგორც ავიყვანეთ, მიწაზეც ისევე დავანარცხებთ.
(2) მოხუცი _____ თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა.
ზემოხსენებულ ამონარიდებში გამოტოვებულია ერთი და იგივე სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა.პასუხი: ტოტია. კომენტარი: პირველ შემთხვევაში საუბარი იყო ფრანჩესკო ტოტიზე, ხოლო მეორე შემთხვევაში უნდა გაგეხსენებინათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „ამოდის, ნათდება“ გმირი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1851პასუხი -
შეკითხვა #1852 © ანტონ ვაჭარაძე
დუპლეტი:
1) შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის რომანში „გოგონა დრაკონის ტატუთი“ მთავარი პერსონაჟია მეტნაკლებად ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელმაც თავისი პირველი საქმე ბავშვობაში გამოიძია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პერსონაჟის გვარი.
2) ამავე რომანის პერსონაჟი ლიზბეთ სალანდერი არის ფერმკთალი, ნერვული ანორექსიით დაავადებული, შავად შეღებილთმიანი გოგონა, რომლის აპარტამენტის კარებზე არის წარწერა: V. Kulla. დამისახელეთ პერსონაჟი, რომელიც ავტორმა გამოიყენა მის შესაქმნელად.პასუხი: 1) ბლუმკვისტი; 2) პეპი გრძელი წინდა. კომენტარი: 1) ალუზია ასტრიდ ლინდგრენის გამომძიებელ ბიჭუნა კალე ბლუმკვისტზე; 2) ავტორის აზრით, სწორედ ასეთი იქნებოდა გაზრდილი პეპი, ვილა ვილეკულა კი პეპის სახლის სახელწოდებაა. მას თავიდან წითელი თმები ჰქონდა და მერე შეიღება შავად. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1852პასუხი -
შეკითხვა #1853 © ლევან ცაგარელი
საუბრობს რა შუა საუკუნეების ქრისტიანობისათვის დამახასიათებელ სასწაულებზე, იოჰან ჰაიზინგას მაგალითად მოჰყავს ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, რომელიც მარხვის დღეებში არ სვამდა რძეს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სიტყვა რომელიც ჩვენ შეკითხვის ტექსტში გამოვტოვეთ.
პასუხი: დედის. კომენტარი: ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, ნიკოლოზ საკვირველმოქმედი ჯერ კიდევ მეძუძური ბავშვობისას იცავდა მარხვას. წყარო: lib.ru/FILOSOF/HUIZINGA/osen.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1853პასუხი
- პაკეტის კომენტარები: