შეკითხვა #1851
-
ორი ამონარიდი გაზეთ სარბიელის ერთ-ერთი ნომრიდან და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებიდან:
(1) მთავარი დამნაშავე _____. სუფთა "დონალდ დაკი" გახდა, ფულის მეტი არაფერი ადარდებს. "სინიორ დონალდს" ერთი რამე ავიწყდება - ფული და პოპულარობა ჩვენი, გულშემატკივრების წყალობით მოიპოვა და თუ მოვინდომეთ, ცაში როგორც ავიყვანეთ, მიწაზეც ისევე დავანარცხებთ.
(2) მოხუცი _____ თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა.
ზემოხსენებულ ამონარიდებში გამოტოვებულია ერთი და იგივე სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა.პასუხი: ტოტია. კომენტარი: პირველ შემთხვევაში საუბარი იყო ფრანჩესკო ტოტიზე, ხოლო მეორე შემთხვევაში უნდა გაგეხსენებინათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „ამოდის, ნათდება“ გმირი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1851 გაზიარება:პასუხი