შეკითხვა #1852
-
დუპლეტი:
1) შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის რომანში „გოგონა დრაკონის ტატუთი“ მთავარი პერსონაჟია მეტნაკლებად ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელმაც თავისი პირველი საქმე ბავშვობაში გამოიძია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პერსონაჟის გვარი.
2) ამავე რომანის პერსონაჟი ლიზბეთ სალანდერი არის ფერმკთალი, ნერვული ანორექსიით დაავადებული, შავად შეღებილთმიანი გოგონა, რომლის აპარტამენტის კარებზე არის წარწერა: V. Kulla. დამისახელეთ პერსონაჟი, რომელიც ავტორმა გამოიყენა მის შესაქმნელად.პასუხი: 1) ბლუმკვისტი; 2) პეპი გრძელი წინდა. კომენტარი: 1) ალუზია ასტრიდ ლინდგრენის გამომძიებელ ბიჭუნა კალე ბლუმკვისტზე; 2) ავტორის აზრით, სწორედ ასეთი იქნებოდა გაზრდილი პეპი, ვილა ვილეკულა კი პეპის სახლის სახელწოდებაა. მას თავიდან წითელი თმები ჰქონდა და მერე შეიღება შავად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1852 გაზიარება:პასუხი