შეკითხვა #1863
-
საძიებო სისტემაში კითხვის ავტორმა ჩაწერა ორი სიტყვა. პირველი შედეგი იყო ვიკიპედიის სტატია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაწერილ სიმღერაზე, ხოლო მეორე შედეგი - ლექსი ერთი ონლაინ ბიბლიოთეკიდან. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რას „სერჩავდა“ შეკითხვის ავტორი. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აკეთებდა იმავეს ჯერ კიდევ 1895 წელს.
პასუხი: აკაკი წერეთელი. კომენტარი: „საყვარლის საფლავს“ ვსერჩავდი... პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1863 გაზიარება:პასუხი