თბილისის 43-ე ჩემპიონატი
IV ტური
II ლიგა
6 ნოემბერი, 2011
-
მარკუს ლიუ დაიბადა ნიუ-იორკში. შემუელ გელბფიში დაიბადა ვარშავაში, თუმცა შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და გვარი გადაიკეთა. ლაზარ მეირი დაიბადა მინსკში და მანაც შეიცვალა გვარა ამერიკაში გადასვლისას. მათ მფლობელობაში მყოფი კომპანიების გაერთიანებისა შედეგად 1942 წელს ჩამოყალიბდა კორპორაცია, რომელიც დღემდე არსებობს. რა არის გამოსახული მათ ემბლემაზე?
პასუხი: ლომი კომენტარი: საუბარი იყო მეტრო-გოლდვინ-მეიერზე. ლიუმ დააარსა Metro Pictures, გელბფიშმა გადაიკეთა გვარი გოლდვინად და შექმნა Goldwyn Pictures Corporation ხოლო ლაზარ მეირმა (ლუის ბარტ მეიერმა) დააარსა Louis Mayer Pictures. გაერთიანების შედეგი - Metro-Goldwyn-Mayer. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1854პასუხი -
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა კარიკატურას, სადაც შავებში გამოწყობილ ადამიანს ხელში ინჰალატორი უჭირავს. ჩვენ არ გეკითხებით მის სახელს. დაასახელეთ სამოცდაათიან წლებში გამოსული ფილმი, რომლის პერსონაჟსაც წარმოადგენს ის.
პასუხი: ვარსკვლავური ომები (Star Wars) კომენტარი: პერსონაჟი დარტ ვეიდერია (გნებავთ - ანაკინ სკაიუოკერი). ცნობილია მისი ხმაურიანი და მძიმე სუნთქვა, ისეთივე, როგორიც ასთმური შეტევის დროსაა დამახასიათებელი. წყარო: fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc7/31055 ბმული: http://moazrovne.net/q/1855პასუხი -
ჰომეროსის თანახმად, აქილევსის და ჰექტორის ორთაბრძოლას თვალს ადევნებდა ზევსი, რომელიც ბრძოლის დროს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. დაპირისპირების დროს ზევსი იყენებდა ბერძნული მითოლოოგის სხვა პერსონაჟის ატრიბუტს. დაასახელეთ პერსონაჟი.
პასუხი: თემიდა კომენტარი: ზევსი იყენებდა სასწორს წყარო: ჰომეროსი - ილიადა ბმული: http://moazrovne.net/q/1856პასუხი -
ერთი ანარქისტის აზრით მათი სახელებია: არმია, ქორწინება, ეკლესია და ბანკი. ერთი მწერალ/ჟურნალისტის აზრით კი მათ ჰქვიათ რედაქტურა, კორექტურა, ფორმატირება და ტირაჟი. დაასახელეთ ისინი სამი სიტყვით.
პასუხი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი. წყარო: კ.რ. საფონი. Тень ветра. - გვ.127 ბმული: http://moazrovne.net/q/1857პასუხი -
გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტუარტ კლეკსტონმა 2009 წელს მიცემულ ინტერვიუში ახსენა აშრიტ ფურმანი, რომლის რეკორდიც მდგომარეობდა იმაში, რომ მას აქვს 89 იქსი. იქსი ეწოდება 1973 წელს გამოსულ ფილმს. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა არის იქსი.
პასუხი: რეკორდი კომენტარი: 1973 წელს გამოვიდა გურამ პატარაიას ფილმი „რეკორდი“ წყარო:- American Way, April 2009 გვ 49
- www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=562
პასუხი -
როგორც ცნობილია, რუსული მან-სან-კანი (КВН) შესაშური უცვლელობით გამოირჩევა. აი მაგალითად, 30 წელიწადზე მეტია, რაც КВН-ის მუდმივი წამყვანია ალექსანდრე მასლიკოვი. 2008 წელს გადაცემის ერთ-ერთ ანონსში ფიგურირებდა ფრაზა, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვით განსხვავდება 1973 წელს გადაღებული საბჭოთა ფილმის სათაურისგან. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ფილმის სახელი.
პასუხი: ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას. კომენტარი: ანონსის ფრაზა: „ალექსანდრე ვასილის ძე არ იცვლის პროფესიას“. წყარო: mc.by/mc_party/news/2008-10-15/Aleksandr_Vasilevic ბმული: http://moazrovne.net/q/1859პასუხი -
არსებობს ჭადრაკის სახეობა, „შვედური ჭადრაკი“, რომელსაც გვერდიგვერდ განლაგებულ ორ დაფაზე ორი წყვილი თამაშობს. მოწინააღმდეგისთვის მოკლული ფიგურა გადაეცემა თქვენს პარტნიორს, რომლითაც იგი თამაშს აგრძელებს. თუკი პარტნიორთაგან ერთ-ერთს დააშამათებენ, თამაშს აგებს ორივე პარტნიორი. „შვედეთის ჭადრაკის“ ერთ-ერთ დასახელებაში ფიგურირებს არა შვედეთი, არამედ სხვა ქვეყნის ძველი სახელწოდება. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს ძველი სახელწოდება.
პასუხი -
აღადგინეთ შეკითხვის ავტორების მიერ შავი მართკუთხედით დაფარული სიტყვა აბსოლუტურად ზუსტად, თუკი გეტყვით, რომ ეს სიტყვა ორი სიტყვის გაერთიანებითაა მიღებული.პასუხი: Pandalism წყარო: www.buzzhunt.co.uk/wp-content/2011/05/pandalism.jp ბმული: http://moazrovne.net/q/1861პასუხი -
ის იტალიური წარმოშობის მქონე ამერიკელია. მას ჰყავს ძმა. მასზე წერენ მოთხრობებს, გადაიღეს ფილმი... მაგრამ პოპულარულობა მან სულ სხვა გზით მოიპოვა. ერთ-ერთ იუმორისტულ მოთხრობაში ამტკიცებენ, რომ იგი ბავშვობაში ცხოველების წამებით იყო გატაცებული. გვითხარით მისი სახელი.
პასუხი -
საძიებო სისტემაში კითხვის ავტორმა ჩაწერა ორი სიტყვა. პირველი შედეგი იყო ვიკიპედიის სტატია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაწერილ სიმღერაზე, ხოლო მეორე შედეგი - ლექსი ერთი ონლაინ ბიბლიოთეკიდან. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რას „სერჩავდა“ შეკითხვის ავტორი. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აკეთებდა იმავეს ჯერ კიდევ 1895 წელს.
პასუხი: აკაკი წერეთელი. კომენტარი: „საყვარლის საფლავს“ ვსერჩავდი... ბმული: http://moazrovne.net/q/1863პასუხი -
მოისმინეთ ანეკდოტი:
ბავშვები მშობლების ავტომობილებით ტრაბახობენ.
პირველი: - მამაჩემს ბუგატი ჰყავს!
მეორე: - მამაჩემს - მაზერატი!
მესამე: - მამაჩემს - ...
მესამე ბავშვს მანქანის მარკა არ დაუსახელებია. დაასრულეთ მისი რეპლიკა რუსეთში მდებარე ქალაქის სახელით.პასუხი: ტოლიატი. კომენტარი: მესამე ბავშვის მშობელს „ჟიგული“ ჰყავდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1864პასუხი -
კოსტუმერებმა ბერმან ნათანსმა და ჯონ მოლომ ამ პერსონაჟის გარეგნობაზე მუშაობისას სხვადასხვა სფეროებში იპოვეს შთაგონება. საეკლესიო პირებისთვის დამახასიათებელი მოსასხამი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მუზარადი, ბაიკერებისთვის დამახასიათებელი ტყავის ტანისამოსი, შუასაუკუნეების დროინდელი აბჯარი და ა.შ. გვითხარით, თუ რომელ პერსონაჟზეა საუბარი?
პასუხი: დარტ ვეიდერზე (Darth Vader) კომენტარი: http://en.wikipedia.org/wiki/Darth_Vader ბმული: http://moazrovne.net/q/1865პასუხი -
ამ ფილმებში მთავარ როლს ხვადასხვა დროს ბევრი ადამიანი თამაშობდა რამდენიმე მათგანის სამსახიობო კარიერისთვის ეს ფილმი შეიძლება ითქვას რომ უიღბლო გამოდგა. უკანასკნელი ფილმი დიდ ეკრანებზე 2009 წლის თებერვალში გამოვიდა, მაგრამ იმავე წარმატებით შეიძლებოდა გამოსულიყო მარტში ან თუნდაც ნოემბერში. დაწერეთ ფილმის სათაური.
პასუხი: პარასკევი, 13 კომენტარი: რიგით მეთორმეტე „პარასკევი, 13“ ეკრანებზე 2009 წლის 13 თებერვალს, პარასკევს გამოჩნდა. კიდევ ერთი პარასკევი, 13 რიცხვი იყო როგორც 2009 წლის მარტში, ასევე 2009 წლის ნოემბერშიც. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Friday_the_13th_%282009_film ბმული: http://moazrovne.net/q/1866პასუხი -
შეკითხვის ავტორებმა დარიგებულ მასალაზე მართკუთხედით დაფარეს ერთი ლათინური წარმოშობის მქონე სიტყვა. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერა ინგლისურად ან ქართულად.პასუხი: რევოლუცია (Revolution) ბმული: http://moazrovne.net/q/1867პასუხი -
კითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა კარიკატურას, რომელზეც გამოსახულია მოწმის სკამზე მჯდომი შეძრწუნებული მოწმე. ჩვენ არ გეკითხებით მის ვინაობას, დაასახელეთ საგანი, რომელმააც მისი ასეთი რეაქცია გამოიწვია.
პასუხი: ბიბლია კომენტარი: მოწმე თვით სატანაა. მას ბიბლია მიუტანეს ფიცის დასადებად. წყარო: fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc6/26185 ბმული: http://moazrovne.net/q/1868პასუხი
- პაკეტის კომენტარები: