შეკითხვა #1880
-
ამ ტაძრის სილამაზე, რომელიც კნოსოსელმა არქიტექტორმა, ჰერსიფრონომ ააგო, ენით აღუწერელი იყო. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100 წლის შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სხვა არქიტექტორის, ჰეიროკრატისთვის მიემართათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზემოთ ნახსენებ არქიტექტორებზე მეტი დიდება ამ ტაძარმა სულ სხვა ადამიანს მოუტანა. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ჰეროსტრატე. კომენტარი: სწორედ ჰეროსტრატემ დაწვა არტემიდას ტაძარი. სიტყვა დიდება მინიშნება იყო „ჰეროსტრატეს დიდებაზე“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1880 გაზიარება:პასუხი