თბილისის 43-ე ჩემპიონატი
IV ტური
III ლიგა
6 ნოემბერი, 2011
-
უმბერტო ეკოს ერთ-ერთ ესეში პორტატული კომპიუტერები, პრინტერები, ქსეროქსები და ასე შემდეგ არიან მონები. მათ პატრონებს აშინებთ ახალი ვირუსი, რომლის საშუალებითაც ყოველდღე ახალი პროგრამული ენა ჩნდება, რამაც შესაძლოა ქაოსი გამოიწვიოს. დამისახლეთ ქალაქი სადაც ეს მოქმედება ხდება.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: ეკო ასე ორიგინალურად აღწერს ბაბილონში ენების არევის წინა პერიოდი წყარო: უმბერტო ეკო - საუბარი ბაბილონში ბმული: http://moazrovne.net/q/1869პასუხი -
ამ მსახიობმა ჟურნალ ესქუაიერს განუცხადა: გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ მე დადებითი პერსონაჟი უფრო ხშირად განმისახიერებია, ვიდრე უარყოფითი. მართლაც, მის ფილმოგრაფიაში შევხვდებით როგორც პრეზიდენტზე თავდამსხმელ ტერორისტს, ასევე მზრუნველ ნათლიას. როგორც ბოროტ ინდუსტრიალისტს, ასევე პატიოსან, კანონის ერთგულ კომისარს. დაასახელეთ ეს მსახიობი.
პასუხი: გარი ოლდმანი ბმული: http://moazrovne.net/q/1870პასუხი -
„როდესაც იქსს ვიწყებდი, მხოლოდ 82 ადამიანი მყავდა. დღეს რომ მომიწიოს იმავეს გაკეთება, ალბათ ათი ადამიანიც მეყოფოდა. ათი ადამიანი და აბსოლუტური რწმენა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, მთავარია გქონდეთ რწმენა და ზუსტი გეგმა.“ ჩვენ არ გეკითხებით, თუ რა არის იქსი. დაასახელეთ ციტატის ავტორი, რომელიც ამჟამად 85 წლისაა.
პასუხი -
ამ ადამიანმა თქვა: „ჩვენ, მუსულმანებს, გვჯერა, რომ ადამიანის ბედი წინასწარაა გადაწყვეტილი. მთელმა სამყარომ რომ მოინდომოს ჩემი მოკვლა, ვადაზე ადრე ამას მაინც ვერ მოახერხებენ.“ ეს 2011 წლის გაზაფხულზე მოხდა. თუკი მიხვდით, ვინ არის ეს ადამიანი, გვითხარით ქვეყანა, სადაც ეს მოხდა.
პასუხი: პაკისტანი ბმული: http://moazrovne.net/q/1872პასუხი -
როსინიმ, რომელსაც მეგობრის ინსტრუმენტების კოლექციას ათვალიერებინებდა, თქვა: „როგორც ვხედავ, თქვენ არ გივლიათ ბავშვობაში ფორტეპიანოზე, თორემ თქვენს კოლექციაში ისიც აუცილებლად იქნებოდა“. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რა ტიპის ინტრუმენტებს ათვალიერებდა როსინი?
პასუხი: წამების იარაღებს. ბმული: http://moazrovne.net/q/1873პასუხი -
ძველად საფრანგეთში, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებობდა ჩარჩოებში ჩასმული თანამშრომელთა ფოტოებისა და სიების კედლებზე გამოფენის ტრადიცია. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რას უწოდებდნენ ასე გამოფენილ დოკუმენტებს?
პასუხი: კადრებს ბმული: http://moazrovne.net/q/1874პასუხი -
ხალიფა ომარმა ბრძანა მათი განადგურება. მათიც, რომლებიც ეთანხმებოდა ყურანს და მათიც, რომლებიც არ ეთანხმებოდა. რომში მათზე ამბობდნენ: „მათში მიცვალებულები და ცოცხლები გვერდიგვერდ ცხოვრობენ.“. რაზეა საუბარი?
პასუხი: წიგნებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1875პასუხი -
ბეირუთში მდებარე ერთ-ერთმა ფირმამ გამოუშვა ორენოვანი საბეჭდი მანქანა. სხვა საბეჭდი მანქანებისგან ის ერთი სპეციალური კლავიშით განსხვავდება. რა ფუნქციას ასრულებს ეს კლავიში?
პასუხი: ცვლის ბეჭდვის მიმართულებას. კომენტარი: მარცხნიდან მარჯვნივ ან მარჯვნიდან მარცხნივ. ბმული: http://moazrovne.net/q/1876პასუხი -
აკადემიკოს ბლავატსკის ხელმძღვანელობით ჩატარდა ნიმფეას, ჰერმონასის, ფანაგორიის, ჰერსონესის გათხრები. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით ძირითადი ინსტრუმენტი, რომელსაც იგი იყენებდა და რომელიც ორმოციან წლებში, პარიზში გამოიგონეს.
პასუხი -
ფილატელისტმა ჟან კარდილასმა გადაწყვიტა 1883 წელს გამოსული ერთ-ერთი რიგითი მარკის რარიტეტად გადაქცევა და ამისთვის 15 000 ფრანკი დახარჯა. მან მართლაც მიაღწია მიზანს. როგორ მოახერხა კარდილასმა ეს?
პასუხი: იყიდა და გაანადგურა მარკების უმეტესობა, 109 000 ცალი ეგზემპლარი. ბმული: http://moazrovne.net/q/1878პასუხი -
ჩრდილოეთ ირლანდიაში დღესაც პოპულარულია გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: „მარადონა კარგია, პელე - უკეთესი...“ დაასრულეთ ფრაზა ორი ინგლისური სიტყვით.
პასუხი: George Best. კომენტარი: სრული ფრაზა ასე ჟღერს: “Maradona good; Pele better; George Best.” საუბარია 2005 წელს გარდაცვლილ ლეგენდარულ ფეხბურთელზე, ჯორჯ ბესტზე. წყარო: en.wikipedia.org/wiki/George_Best ბმული: http://moazrovne.net/q/1879პასუხი -
ამ ტაძრის სილამაზე, რომელიც კნოსოსელმა არქიტექტორმა, ჰერსიფრონომ ააგო, ენით აღუწერელი იყო. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100 წლის შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სხვა არქიტექტორის, ჰეიროკრატისთვის მიემართათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზემოთ ნახსენებ არქიტექტორებზე მეტი დიდება ამ ტაძარმა სულ სხვა ადამიანს მოუტანა. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ჰეროსტრატე. კომენტარი: სწორედ ჰეროსტრატემ დაწვა არტემიდას ტაძარი. სიტყვა დიდება მინიშნება იყო „ჰეროსტრატეს დიდებაზე“ ბმული: http://moazrovne.net/q/1880პასუხი -
მას შეუძლია დაარეგულიროს წნევა, მოახდინოს თრომბის ლიკვიდაცია, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, შეაჩეროს ანთებითი პროცესები, ხელი შეუშალოს სისხლის შედედებას და ა.შ. მასზე პირველ ცნობებს ძვ.წ-ით 130 წელს ვხვდებით. რაზეა საუბარი?
პასუხი: წურბელაზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1881პასუხი -
თქვენს წინაშეა ამ წლის მაისის ერთ ერთ დემონსტრაციაზე გადაღებული ფოტო. სადაც შეკითხვის ავტორმა წაშალა 4-4 ერთი და იგივე ასო. აღადგინეთ ტრაფარეტი.პასუხი: OBAMA 1; OSAMA 0 ბმული: http://moazrovne.net/q/1882პასუხი -
ვალერი ვარლამოვი თავის სტატიაში წერს, რომ ძველად ინდოეთში ადამიანს აიძულებდნენ სუსტად, თანაბარი ძალით, გამუდმებულად ერტყა გონგისთვის. დამშვიდდით, ჩვენ არ გეკითხებით, რის დროს აიძულებდნენ მას ამის კეთებას. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რის მაგივრობას სწევდა გონგი ამ შემთხვევაში?
პასუხი: სიცრუის დეტექტორის. კომენტარი: თუკი ადამიანი ტემპს ან დარტყმის სიძლიერეს შეცვლიდა, სავარაუდოდ ის იტყუებოდა. წყარო: www.vympel-polygraph.ru/str/about/hystory.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1883პასუხი
- პაკეტის კომენტარები: