შეკითხვა #1883
-
ვალერი ვარლამოვი თავის სტატიაში წერს, რომ ძველად ინდოეთში ადამიანს აიძულებდნენ სუსტად, თანაბარი ძალით, გამუდმებულად ერტყა გონგისთვის. დამშვიდდით, ჩვენ არ გეკითხებით, რის დროს აიძულებდნენ მას ამის კეთებას. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რის მაგივრობას სწევდა გონგი ამ შემთხვევაში?
პასუხი: სიცრუის დეტექტორის. კომენტარი: თუკი ადამიანი ტემპს ან დარტყმის სიძლიერეს შეცვლიდა, სავარაუდოდ ის იტყუებოდა. წყარო: www.vympel-polygraph.ru/str/about/hystory.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1883 გაზიარება:პასუხი