შეკითხვა #1954
-
სიტყვებს - „ლიფი“ და „ლიფტიორი“ შინაარსობრივად თითქმის არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ ფუძედ ორივეს ერთი ფრანგული წარმომავლობის სიტყვა აქვთ. „ლიფი“ მსუბუქი და ჰაეროვანი უნდა იყოს. „ლიფტიორი“ კი - თავის საქმეს რაც შეიძლება ჩუმად, ჩურჩულით უნდა აკეთებდეს. დაწერეთ სიტყვები, რომლებიც ჩვენ შევცვალეთ ლიფით და ლიფტიორით.
პასუხი: სუფლე და სუფლიორი. კომენტარი: souffle - სუნთქვა წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1954 გაზიარება:პასუხი