თბილისის 43-ე ჩემპიონატი
V ტური
II ლიგა
20 ნოემბერი, 2011
-
პორტალ chesspro.ru-ს კომენტატორმა ფრანგი მოჭადრაკე, ბაკრო შეადარა იქსს და იკითხა, ხომ არ უკბენდა ბაკრო ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს. რას შეადარეს ბაკრო?
პასუხი: კობრას. კომენტარი: კობრა ბაკროს ანაგრამაა. კომენტატორი დაინტერესდა ხომ არ უკბენდა კობრა ბაკრო მანგუსტ მაგნუსს. ბმული: http://moazrovne.net/q/1949პასუხი -
ერთი ონლაინ ლექსიკონის მიხედვით სიტყვა მეტონიმის სინონიმი არის სიტყვა „იგივე“. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით რა შევცვალეთ სიტყვით „იგივე“.
პასუხი -
80-იანებში ეკრანზე გამოვიდა ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სკოლის მოსწავლის, გვარად დავიდოვისა და მასზე ბევრად უფროსი მამაკაცის დაპირისპირების შესახებ. ფილმის სახელწოდებაში მოსწავლის გვარის გარდა კიდევ ერთი სახელი შედის. გვითხარით ეს სახელი.
პასუხი: გოლიათი კომენტარი: ფილმის სახელი, „დავიდოვი და გოლიათი“ წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ „დავითზე და გოლიათზე“ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/В._Давыдов_и_Голиаф ბმული: http://moazrovne.net/q/1951პასუხი -
სერგეი პანჩუკი სანკტ პეტერბურგის ოკეანერიუმის ხელმძღვანელი და ამავდროულად ოკეანის ზოგიერთი ბინადრის, კერძოდ კი ზვიგენების ექიმიცაა. მასზე დაწერილი სტატიის სათაურში ფიგურირებდა ჟურნალისტის მიერ გამოგონილი სიტყვა, რომელიც მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება ერთი სამედიცინო სპეციალობისგან. დაწერეთ ეს სიტყვა.
პასუხი -
XX საუკუნეში გაერთიანდა ორი ამერიკული ქალაქი, სალემი და უინსტონი. აიზეკ აზიმოვის თქმით გაერთიანდნენ იქსის და იგრეკის სიმბოლოები. 1 წუთის შემდეგ დაგვისახელეთ 1860-იანებში (1865-1868) გამოცემული ნაწარმოები, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: ომი და მშვიდობა. კომენტარი: სალემი ებრაულად მშვიდობას ნიშნავს, უინსტონს კი სახელი გენერალ უინსტონის საპატივცემულოდ დაერქვა. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%BE%D0%B9%D0%BD%D0%
- А. Азимов. Слова на карте. — М., 2006
პასუხი -
სიტყვებს - „ლიფი“ და „ლიფტიორი“ შინაარსობრივად თითქმის არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ ფუძედ ორივეს ერთი ფრანგული წარმომავლობის სიტყვა აქვთ. „ლიფი“ მსუბუქი და ჰაეროვანი უნდა იყოს. „ლიფტიორი“ კი - თავის საქმეს რაც შეიძლება ჩუმად, ჩურჩულით უნდა აკეთებდეს. დაწერეთ სიტყვები, რომლებიც ჩვენ შევცვალეთ ლიფით და ლიფტიორით.
პასუხი -
დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული.პასუხი: ჰემინგუეი. წყარო: community.livejournal.com/chto_chitat/5238511.html ბმული: http://moazrovne.net/q/1955პასუხი -
ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ხუმრობა ქართული კანიბალური რესტორნის შესახებ, რომლის მენიუშიც ვხვდებით კერძებს: „რამაზი ნიორწყალში“, „ლამარა ჩაშუშულ კარტოფილში“. აგრეთვე ვხვდებით დესერტს, რომლის სახელიც ემთხვევა ცნობილი თანამედროვე ქართველის სახელს. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: სოფო ხალვაში ბმული: http://moazrovne.net/q/1956პასუხი -
ერთი ვერსიით, ამ სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება გამოთქმას „წვერიდან კუდამდე“, სადაც წვერში თხის წვერი იგულისხმება. მეორე ვერსიით კი სიტყვის წარმომავლობა უკავშირდება ინგლისური ბარების აბრებს, რომლებზეც ეწერა, რომ ბარში შეგეძლოთ ლუდის დალევა და ბილიარდის თამაში. დაწერეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ბარბექიუ (Barbecue, Barbeque ჩაითვლება) კომენტარი: ფრანგი მეზღვაურები თხებს მთლიანად აცვამდნენ შამფურზე და ისე წვავდნენ - “barbe a queue”. ინგლისურად ბარი, ლუდი და ბილიარდის კიი ჟღერს როგორც - „Bar, Beer, Cue“ წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1957პასუხი -
რამდენიმე ათწლეულის წინ ჟურნალ ნიუსვიკის გარეკანზე გამოსახული იყო მაგნიტოფონი, ერთი შენობა და წარწერა „იქსის ჩანაწერები“. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერაში ჩვენს მიერ გამოტოვებული სამი ასო და დაწერეთ თავდაპირველი ვარიანტი.
პასუხი: ნიქსონის ჩანაწერები. კომენტარი: საქმე ეხებოდა უოტერგეიტის გახმაურებულ საქმეს. სამი ასო - ნ,ო,ნ. წყარო: www.historycommons.org/events-images/a999newsweekt ბმული: http://moazrovne.net/q/1958პასუხი -
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი არ მდებარეობს ზღვის პირას, მისი ძველი სახელწოდება, რომელიც ძვ.წ-ით მესამე საუკუნეში დაარქვეს კელტებმა, ნიშნავს ღუზას. ამჟამად ამ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას არც კელტები და არც ინდო-ევროპელები არ შეადგენენ, მისი სახელი კი ოდნავ შეიცვალა. რომელ ქალაქზეა საუბარი?
პასუხი: ანკარაზე კომენტარი: Anchor, якорь, ანკარა. სამივეს საერთო ინდოევროპული ძირი, ანკერ (ღუზა) აქვთ. წყარო: www.krugosvet.ru/articles/123/1012395/1012395a1.ht ბმული: http://moazrovne.net/q/1959პასუხი -
ამ ქვეყანას ზოგიერთი ტურისტი მოიხსენიებს, როგორც Never Ending Peace and Love. ჩვენ არ გეკითხებით, რა ქვეყანაზეა საუბარი. დაასახელეთ ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა.
პასუხი: ევერესტი. (ან ნეპალის რომელიმე სხვა ღირსშესანიშნაობა: საგარმათას ეროვნული პარკი, კატმანდუს ხეობა, ჩიტვანის სამეფოპარკი, ლუმბინი...) კომენტარი: ქვეყანა კი ნეპალია. წყარო: rian.ru/victorina ბმული: http://moazrovne.net/q/1960პასუხი -
სპეციალურ მიკროლინზებს წინასწარ დამზადებულ გამოსახულებაზე ამაგრებენ. ლინზების მიზანია მათ ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის სხივი იმავე მიმართულებით აისხლიტონ უკან. ჩვეულებრივ კი ნივთები სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ სხივებს. ამ ტექნოლოგიის მასობრივი გამოყენება გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ონტარიოში 5 ათასი იქსი დაამონტაჟეს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: საგზაო ნიშანი. კომენტარი: სწორედ ასეთი საგზაო ნიშნები ჩანს კარგად სიბნელესა და ნისლში, რადგან ფარების შუქს ისინი ისევ მანქანის მიმართულებით ირეკლავენ. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/296/ ბმული: http://moazrovne.net/q/1961პასუხი -
ბევრ ქვეყანაში არსებობს ტრადიცია გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ბიჭის კაცად შერაცხვისა, რაც დაახლოებით 13-14 წლის ასაკში ხდება. თუმცა 1912 წელს ბრიტანეთის კუთვნილ მცირე ტერიტორიაზე კაცად შერაცხეს ყველა ბიჭი, რომელიც 8 წელზე უფროსი იყო. ამას ბიჭებისთვის ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, თუ სად მოხდა ეს ფაქტი.
პასუხი: ტიტანიკზე. კომენტარი: ყველა, ვინც 8 წელზე უფროსი იყო, ვალდებული გახდა ქალებისა და ბავშვებისთვის დაეთმო ადგილი. ბმული: http://moazrovne.net/q/1962პასუხი -
ლუკრეციუსი წერდა, რომ შეუძლებელია არსებობდნენ „სფინქსები“, რადგან „ქვედა“ უფრო სწრაფად დაბერდებოდა, ვიდრე „ზედა“. არ გეკითხებით რა შევცვალეთ სიტყვებით „ქვედა“ და „ზედა“. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით სფინქსი?
პასუხი: კენტავრი კომენტარი: ლუკრეციუსის აზრით კენტავრის ცხენი უფრო სწრაფად დაბერდებოდა, ვიდრე ადამიანი. წყარო: www.mirf.ru/Articles/art791.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1963პასუხი
- პაკეტის კომენტარები: