შეკითხვა #1961
-
სპეციალურ მიკროლინზებს წინასწარ დამზადებულ გამოსახულებაზე ამაგრებენ. ლინზების მიზანია მათ ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის სხივი იმავე მიმართულებით აისხლიტონ უკან. ჩვეულებრივ კი ნივთები სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ სხივებს. ამ ტექნოლოგიის მასობრივი გამოყენება გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ონტარიოში 5 ათასი იქსი დაამონტაჟეს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: საგზაო ნიშანი. კომენტარი: სწორედ ასეთი საგზაო ნიშნები ჩანს კარგად სიბნელესა და ნისლში, რადგან ფარების შუქს ისინი ისევ მანქანის მიმართულებით ირეკლავენ. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/296/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1961 გაზიარება:პასუხი