შეკითხვა #1967
-
ერთი პოპულარული იაპონური მანგას (კომიქსის) მთავარ პერსონაჟებს მოზარდი გოგონები წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფერის უნიფორმა აქვს. ერთ მათგანს, წითლებში გამოწყობილ გოგონას, ჰყავს ორი ფრინველი. გვითხარით მათი სახელები.
პასუხი: ფობოსი და დეიმოსი კომენტარი: გოგონები პლანეტებს განასახიერებენ. წითლებში გამოწყობილი გოგონა კი მარსია. შეკითხვა მეოთხე იყო, მარსი კი მზის სისტემის მეოთხე პლანეტაა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sailor_Mars პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1967 გაზიარება:პასუხი