თბილისის 43-ე ჩემპიონატი
V ტური
III ლიგა
20 ნოემბერი, 2011
-
თავის ტკივილი პორტუგალიაში 1867 წელს გააუქმეს, გფრ-ში - 1949 წელს, ინგლისში - 1969 წელს, საფრანგეთში კი - მისი გაუქმების პროცესი 2007 წლის 20 თებერვალს დასრულდა. რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ თავის ტკივილით?
პასუხი: სიკვდილით დასჯა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Смертная_казнь ბმული: http://moazrovne.net/q/1964პასუხი -
ერთი საინფორმაციო პორტალის დასახელება, რომელიც ინტერნეტის უახლეს ამბებს ეხება, შედგება ერთი სიმბოლოსა და ერთი ციფრისგან. აღადგინეთ ეს სახელწოდება.
პასუხი -
ცოტა ხნის წინ ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გაიხსნა მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის შეხვდებით რეაქტიულ სკუტერს, მოტოციკლს ვერტმფრენის ტურბინებით, ვერტმფრენისა და თოვლმავალის ჰიბრიდს, შავ ვოლგასა და ტანკ T-55-ს. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით ვის ეძღვნება ეს მუზეუმი.
პასუხი: ჯეიმს ბონდს კომენტარი: ჩამოთვლილი იყო ჯეიმს ბონდის მიერ სხვადასხვა ფილმებში გამოყენებული ტრანსპორტი. წყარო: www.thebondmuseum.com/ ბმული: http://moazrovne.net/q/1966პასუხი -
ერთი პოპულარული იაპონური მანგას (კომიქსის) მთავარ პერსონაჟებს მოზარდი გოგონები წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფერის უნიფორმა აქვს. ერთ მათგანს, წითლებში გამოწყობილ გოგონას, ჰყავს ორი ფრინველი. გვითხარით მათი სახელები.
პასუხი: ფობოსი და დეიმოსი კომენტარი: გოგონები პლანეტებს განასახიერებენ. წითლებში გამოწყობილი გოგონა კი მარსია. შეკითხვა მეოთხე იყო, მარსი კი მზის სისტემის მეოთხე პლანეტაა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sailor_Mars ბმული: http://moazrovne.net/q/1967პასუხი -
ძველ საბერძნეთში ბედისწერის ქალღმერთებს უწოდებდნენ მოირებს, რომში - პარკებს. სკანდინავიურ მითოლოგიაში მათ შეესაბამებოდნენ ნორნები. მათ ერქვათ ურდი, ვერდანდი და სკულდი. ურდი მოხუცები დედაბერი იყო, ვერდანდი - შუახნის ქალბატონი, სკულდი კი - ახალგაზრდა გოგონა. 1 წუთის შემდეგ გვითარგმნეთ მათი სახელები ქართულად.
პასუხი: წარსული, აწმყო, მომავალი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Norns ბმული: http://moazrovne.net/q/1968პასუხი -
მსახიობი უილ სმიტი ბარაკ ობამას პოპულარობის შესახებ ამბობდა: „ჯერ კიდევ მიკი მაუსიდან მოყოლებული უყვართ ამერიკელებს იქსები. შემდეგ გაჩნდნენ გუფი და დამბოც. ამერიკელებს უყვართ იქსები.“ გვითხარით, რა არის იქსი, თუკი გეტყვით, რომ შესაძლებელია იქსებამდე შეყვარება.
პასუხი: ყურები კომენტარი: უილ სმიტი ობამას პოპულარობას დიდ ყურებს მიაწერს. ამერიკა ყურებამდეა შეყვარებული ობამას ყურებზე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1969პასუხი -
წიგნის „ადგილის გენიოსები“ მეათე თავი ეძღვნება მარიო პიუზოს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ 1863 წელს დაბადებული ნორვეგიელი, რომელსაც ეძღვნება იმავე წიგნის მეთოთხმეტე თავი.პასუხი: ედვარდ მუნკი კომენტარი: კადრი ფილმიდან წარმოადგენდა ალუზიას მუნკის ყველაზე ცნობილ ნახატზე. წყარო:- П. Вайль. Гений места. — М., 2006
- slovari.yandex.ru/dict/euroart/article/ei/ei2-0311
- en.wikipedia.org/wiki/Edvard_Munch
პასუხი -
სტივენ ფრაი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ვეღარ აწარმოებდნენ იქსს, გადავიდნენ იქსის წარმოების სხვა ხერხზე და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება დაიწყეს. თავიდან ისინი შიშობდნენ, რომ მიღებული პროდუქტი შედარებით უხარისხო და წითელი შეფერილობის იქნებოდა, თუმცა მათი შიში უსაფუძვლო გამოდგა. რის დამზადებაზეა საუბარი?
პასუხი: შაქრის. კომენტარი: ბრიტანელებმა დაიწყეს შაქრის დამზადება ჭარხლისგან. წყარო: en.wikipedia.org/wiki/History_of_sugar ბმული: http://moazrovne.net/q/1971პასუხი -
პორტუგალიამ გააკეთა ეს 1982 წელს, ჩინეთმა კი - 1946 წელს. პორტუგალიის ყოფილ კოლონიას, მაკაოს, ეს არ გაუკეთებია, რითიც აიხსნება მაკაოსა და ჩინეთის დამაკავშირებელი ლოტოსის ხიდის უცნაური ფორმა. მაშ რა გააკეთეს პორტუგალიამ და ჩინეთმა?
პასუხი: შეცვალეს მოძრაობის მხარე წყარო: en.wikipedia.org/wiki/Right-_and_left-hand_traffic ბმული: http://moazrovne.net/q/1972პასუხი -
კრიტიკოს უორენ მონტაგის აზრით მეორე ნაწარმოები, რომელიც ლონდონში მცხოვრებმა ექიმმა დაწერა, იყო პასუხი პირველ ნაწარმოებზე, რომელიც კრეიცნერების გვარიდან გამოსულმა არშემდგარმა ადვოკატმა დაწერა. დაასახელეთ ორივე ნაწარმოების ორივე მთავარი პერსონაჟი, თუკი გეტყვით, რომ ორივე მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში დაიბეჭდა.
პასუხი: გულივერი, კრუზო. წყარო:- www.pierre-marteau.com/editions/1719-robinson-crus
- lib.ru/PRIKL/DEFO/crusoeall.txt
- www.jaffebros.com/lee/gulliver/index.html
- lib.ru/INOOLD/SWIFT/gulliver.txt
- Warren Montag, The Unthinkable Swift: the Spontaneous Philosophy of a Church of England Man
პასუხი -
მეჩვიდმეტე საუკუნეში სემიუელ პაიპისმა ჩაატარა ცდა: კატას დაალევინა გარკვეული სახის ზეთი, რის შედეგადაც კატა გარდაიცვალა. პაიპისმა სცადა სამეფო ოჯახის გაფრთხილება, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. შეიძლება ითქვას, რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. დაასახელეთ ეს ცხოველი.
პასუხი: ცხენი. კომენტარი: პაიპისმა კატა ნიკოტინით მოწამლა და სცადა გაეფრთხილებინა სამეფო ოჯახი, რომ მოწევა მავნებელია. ერთი წვეთი ნიკოტინი კი ცხენს კლავს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1974პასუხი -
მოსამართლე კასპარ ჰელერის განაჩენი სასტიკი იყო: „ქალაქიდან განდევნა ან სიკვდილი.“ მაგრამ მათ სულაც არ შეშინებიათ და სულ მალე მოსამართლის მანტია და ქუდი შეჭამეს. გვითხარით, ვისზე ან რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ მოქმედება ჰამელნში ხდებოდა.
პასუხი: ვირთხებზე. კომენტარი: საუბარი იყო ცნობილ გერმანულ ლეგენდაზე, რომლის მიხედვითაც ჰამელნის მოსახლეობამ ვირთხიჭერიას ქალაქის ვირთხებისგან გაწმენდაში შეპირებული საფასური არ გადაუხადა, საპასუხოდ კი გაბრაზებულმა ვირთხიჭერიამ ბავშვები წაიყვანა ქალაქიდან და ისინი აღარავის უნახავს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pied_Piper_of_Hamelin ბმული: http://moazrovne.net/q/1975პასუხი -
ერთ-ერთი საინფორმაციო საიტი იუწყებოდა, რომ დედამიწას კიდევ ერთხელ შეესივნენ მარსელები. დედამიწის მმართველები მშვიდად არიან და წინა შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად არა მუსიკოსს, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს მიმართავენ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „დედამიწა“ და „მარსელები“.
პასუხი: ჰამელნი და თაგვები. წყარო: newsru.co.il/world/19nov2008/hameln707.html ბმული: http://moazrovne.net/q/1976პასუხი -
დაწერეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომლითაც დასათაურებულია ეს ნახატი.პასუხი: ყურებამდე შეყვარებული. წყარო: მ. დუბროვინი; „ფრაზეოლოგიზმები ნახატებზე“ 1987 წ. ბმული: http://moazrovne.net/q/1977პასუხი -
რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთი კონკრეტული მიზნისთვის ადამიანები იყენებდნენ დელტაპლანს, გვირაბებს, საჰაერო ბურთებს, ბულდოზერს და სარეცხის გასაფენ თოკსაც კი. რომელ ქალაქში ხდებოდა ეს?
პასუხი: ბერლინში კომენტარი: ჩამოთვლილი იყო ბერლინის კედლის მოპირდაპირე მხარეს მოსახვედრად გამოყენებული საშუალებები წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Берлинская_стена ბმული: http://moazrovne.net/q/1978პასუხი
- პაკეტის კომენტარები: