შეკითხვა #1975
-
მოსამართლე კასპარ ჰელერის განაჩენი სასტიკი იყო: „ქალაქიდან განდევნა ან სიკვდილი.“ მაგრამ მათ სულაც არ შეშინებიათ და სულ მალე მოსამართლის მანტია და ქუდი შეჭამეს. გვითხარით, ვისზე ან რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ მოქმედება ჰამელნში ხდებოდა.
პასუხი: ვირთხებზე. კომენტარი: საუბარი იყო ცნობილ გერმანულ ლეგენდაზე, რომლის მიხედვითაც ჰამელნის მოსახლეობამ ვირთხიჭერიას ქალაქის ვირთხებისგან გაწმენდაში შეპირებული საფასური არ გადაუხადა, საპასუხოდ კი გაბრაზებულმა ვირთხიჭერიამ ბავშვები წაიყვანა ქალაქიდან და ისინი აღარავის უნახავს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pied_Piper_of_Hamelin პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1975 გაზიარება:პასუხი