შეკითხვა #2019
-
ჩაიწერეთ უზბეკური გამოცანა: ერთ სახლში ოთხი კარია. თითოეულ კართან სამი ქალწული დგას. თითოეულ ქალწულს სტუმრობს ოცდაათი ვაჟი. თითოეულ ვაჟს ხელში უჭირავს ხუთი თაიგული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას აღნიშნავს თითოეული თაიგული.
პასუხი: ნამაზს (ლოცვას) კომენტარი: სახლი - არის წელიწადი, კარი - წელიწადის დრო, ქალწულები - თვეები, ვაჟები - დღეები. უზბეკეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია, სადაც დღეში ხუთჯერ ლოცულუბენ. წყარო: А. Журинский. Загадки народов Востока. М.: «ОГИ», 2007, стр. 216. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2019 გაზიარება:პასუხი