თბილისის 43-ე ჩემპიონატი
II ტური
სუპერ ლიგა
13 ნოემბერი, 2011
-
შეკითხვა #2009 © კონსტანტინ სმოლი
პუშკინის შემოქმედების ერთ-ერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ „ევგენი ონეგინში“ რამდენიმე სიუჟეტი პარალელურად ვითარდება, რისი დამამტკიცებელიცაა ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე ზამთრის იქსი გვხვდება ორ სხვადასხვა თავში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: პირველი თოვლი კომენტარი: ეს ამ ტურის „პირველი შეკითხვა“ იყო. წყარო: lit.lib.ru/i/isao_j/onegin_statya.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/2009პასუხი -
შეკითხვა #2010 © ასია სამოილოვა
ერთი ვერსიით ეს იდიომატური გამოთქმა მომდინარეობს ლუი XIV-ისგან, რომელსაც იმდენად არ აინტერესებდა ქვეყნის პოლიტიკური საქმეები, რომ ქაღალდებს წინასწარ აწერდა ხელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს იდიომატური გამოთქმა.
პასუხი: კარტ-ბლანში კომენტარი: ცარიელ ფურცელს (ფრ. Carte Blanche - თეთრი ქაღალდი) ის წინასწარ აწერდა ხელს, მისი მინისტრები შემდეგ ამ ფურცლებზე რა ბრძანებაც მოესურვებოდათ იმას წერდნენ, ანუ მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდათ. წყარო: В. Мединский «Мифы о России». ბმული: http://moazrovne.net/q/2010პასუხი -
შეკითხვა #2011 © ვახო ელერდაშვილი
ოპონენტები აშშ-ს ექსპრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, საღი აზრის ნაკლებობაში ადანაშაულებდნენ და უწოდებდნენ იქსს. ამის გათვალისწინებით, დარიგებულ ფოტოს, რომელიც 2006 წლის ივლისშია გადაღებული, შეგვიძლია ვუწოდოთ ოთხი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.პასუხი: მთვარეული კომენტარი: სურათზე ჯორჯ ბუშის გარდა სამი ასტრონავტი: ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი არიან წარმოდგენილნი. ფოტო აპოლონ-11-ის მთვარეზე დაჯდომის 35-ე წლის იუბილეზე, 2006 წლის 21 ივლისსაა გადაღებული.
ჩათვლა: ლუნატიკი წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2011პასუხი -
შეკითხვა #2012 © ალექსეი ნაძიოჟნი
თავის ერთ-ერთ ენციკლიკაში რომის პაპმა, ბენედიქტ XVI-მ „რაბინის ვაჟს“ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რა სახელითაა ჩვენთვის ცნობილი ზემოხსენებული „რაბინის ვაჟი“?
პასუხი: ბარაბა კომენტარი: ბარაბა არამეულიდან ითარგმნება როგორც „რაბინის ვაჟი“ (ბარ რაბა) ნიშნავს. იგი თავისუფლებისათვის იბრძოდა რისთვისაც შეიპყრეს და შემდეგ რაც მოხდა ბიბლიიდანაა ცნობილი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2012პასუხი -
შეკითხვა #2013 © კონსტანტინე სმოლი
ჯონ დოს პასოსმა ზესახელმწიფოების მიერ გავლენის ტერიტორიების გადანაწილების პროცესი ბანქოს ქაღალდების არევას შეადარა, სადაც კოზირი არის იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, რომლის საფეხბურთო კლუბის წევრებს ჰქვიათ მეიქსეები.
პასუხი: ბაქო კომენტარი: ჯონ დოს პასოსის აზრით კოზირი ამ ბანქოში არის ნავთობი, ზოგ სახელმწიფოს მისდის და ზოგს - არა. ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელებს „მენავთობეებს“ უწოდებენ. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Нефтчи_(футбольный_клуб,_Бак
- Д. Дос Пассос, «1919», М., АСТ, 2005, стр. 233.
პასუხი -
შეკითხვა #2014 © ალექსეი პოლევოი
ინგლისელი საბავშვო მწერლის, დიკ კინგ-სმიტის ზღაპარში თაგუნები ერთმანეთს თეთრ სარბენ ბილიკზე ბარიერების დაძლევაში ეჯიბრებიან, სადაც მათ დასაძლევი აქვთ 36 ბარიერი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას წარმოადგენს თითოეული ბარიერი.
პასუხი: პიანინოს შავ კლავიშას კომენტარი: თაგუნები ერთმანეთს პიანინოს კლავიშებზე სირბილში ეჯიბრებიან.
ჩათვლა: ითვლება ყველა პასუხი, სადაც ფიგურირებს პიანინოს ან როიალის „შავი კლავიშები“. მხოლოდ „კლავიშები“ ან „პიანინოს (როიალის) კლავიშები“ არ მიიღება. წყარო:- Кинг-Смит Д. Мышонок по имени Вольф. – СПб. : «Азбука-классика», 2010. – с. 9-10
- en.wikipedia.org/wiki/Piano
პასუხი -
შეკითხვა #2015 © ვახო ელერდაშვილი
გერმანიის ქალაქ ბუტენჰაიმში მდებარეობს სახლ-მუზეუმი, რომლის ფასადი ცისფრადაა შეღებილი. ყურადღება შეკითხვა: ვისი სახლ-მუზეუმია ეს?
პასუხი: ლევი სტროსის კომენტარი: ლევი სტროსი გადასახლდა ამერიკაში და სახელი ჯინსების წარმოებით გაითქვა. მისი სახლ-მუზეუმის ფასადი ბავარიაში, ქალაქ ბუტენჰაიმში ჯინსისფრადაა შეღებილი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Buttenheim ბმული: http://moazrovne.net/q/2015პასუხი -
შეკითხვა #2016 © ვახო ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა ჯერემი მერსერის წიგნის გარეკანი, რომელიც მარსელის მკვიდრის ჰამიდა ჯანდუბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა წაშლილი წიგნის სათაურში?პასუხი: გილიოტინა კომენტარი: ჰამიდა ჯანდუბი უკანასკნელი ადამიანია საფრანგეთში, რომელიც გილიოტინაზე 1977 წელს სიკვდილით დასაჯეს. წიგნის გარეკანზე სიმბოლურად გილიოტინაა გამოსახული. წიგნს ჰქვია „როდესაც გილიოტინა ჩამოვარდა“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2016პასუხი -
შეკითხვა #2017 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელი მეცნიერი, ვინტ სერფი, ჟურნალ „ესკვაირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ორსიტყვიანი ტერმინი წმინდა წყლის დამთხვევაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორსიტყვიანი ტერმინი.
პასუხი: ვებ-სერფინგი კომენტარი: ვინტ სერფს „ინტერნეტის მამას“ უწოდებენ. ინტერნეტში საიტიდან საიტზე ძრომიალს „ვებ სერფინგი“ ჰქვია.
ჩათვლა: ინტერნეტ სერფინგი წყარო: esquire.ru/wil/vint-cerf ბმული: http://moazrovne.net/q/2017პასუხი -
შეკითხვა #2018 © ოლეგ ფეია
მას შემდეგ, რაც ბოროუდეილის გრაფიტის საბადო აღმოაჩინეს მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა გრაფიტის მოპოვებაზე და გავრცელებაზე. ამის გამო ინგლისში გრაფიტის შოვნა ლეგალური გზებით თითქმის შეუძლებელი გახდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორსიტყვიანი სიტყვათშეთანხმება წარმოშვა ამ ფაქტმა ერთი ვერსიის თანახმად?
პასუხი: შავი ბაზარი კომენტარი: ადგილს სადაც ყიდდნენ გრაფიტს უწოდებდნენ „შავი ბაზარს“, გრაფიტის ფერის გამო. წყარო: лекция «Физика двумерных систем» на Физтехе. ბმული: http://moazrovne.net/q/2018პასუხი -
შეკითხვა #2019 © მიხაილ სავჩენკოვი
ჩაიწერეთ უზბეკური გამოცანა: ერთ სახლში ოთხი კარია. თითოეულ კართან სამი ქალწული დგას. თითოეულ ქალწულს სტუმრობს ოცდაათი ვაჟი. თითოეულ ვაჟს ხელში უჭირავს ხუთი თაიგული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას აღნიშნავს თითოეული თაიგული.
პასუხი: ნამაზს (ლოცვას) კომენტარი: სახლი - არის წელიწადი, კარი - წელიწადის დრო, ქალწულები - თვეები, ვაჟები - დღეები. უზბეკეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია, სადაც დღეში ხუთჯერ ლოცულუბენ. წყარო: А. Журинский. Загадки народов Востока. М.: «ОГИ», 2007, стр. 216. ბმული: http://moazrovne.net/q/2019პასუხი -
შეკითხვა #2020 © ელმირა ბუგაზოვა
გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორი წერს რომ ბენზინის ფასის განუწყვეტელი ზრდის გამო ავიაბილეთების ფასი აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: რა აკეთებს ამას 1976 წელს გადაღებულ ფილმში?
პასუხი: ბოშათა ბანაკი (ტაბორი) კომენტარი: 1976 წელს ყოფილ საბჭოეთში გამოვიდა ემილ ლოტიანუს ფილმი „ბოშათა ბანაკი მიდის ცაში“ (Табор уходит в небо). თვითმფრინავის ბილეთების ფასიც „მიდის ცაში“ სტატიაში. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2020პასუხი -
შეკითხვა #2021 © ვახო ელერდაშვილი
თავის წიგნში ჯეიმს ფოლკელი ყვება ისტორიას, თუ როგორ გაემგზავრა დიპლომატიური მისიით ცნობილი ასტრონომის, ტიხო ბრაგეს ორი დიდგვაროვანი ბიძაშვილი მეზობელ ქვეყანაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ბიძაშვილების გვარები.
პასუხი: როზენკრანცი და გილდესტერნი კომენტარი: ტიხო ბრაგე დანიელი იყო და შექსპირის თანამედროვე. ერთი ვერსიით ტიხო ბრაგეს ბიძაშვილების, ფრედერიკ როზენკრანცის და კნუდ გილდესტერნის გვარები გამოიყენა უილიამ შექსპირმა „ჰამლეტში“. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/Rosencrantz_and_Guildenstern
- Voelkel, James (1999). Johannes Kepler and the new astronomy. Oxford University Press, USA. pp. 53. ISBN 0-1951-5021-X.
პასუხი -
შეკითხვა #2022 © სერგეი დუბოლევიჩი
ერთ სპორტულ საინფორმაციო საიტზე 2010 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ეწერა, რომ კონტრაქტის თანახმად წითელი ქურთუკების და ბეისბოლის კეპების დაბრუნება უნდა მოხდეს სამრეწველო საწყობ №11/2-ში მათი ხელმეორედ გამოყენების მიზნით. ყურადღება შეკითხვა: რომელ დედაქალაქში მდებარეობს ეს სამრეწველო საწყობი?
პასუხი: ფხენიანში კომენტარი: ეს კონტრაქტი დაუდეს ჩინელ მსახიობებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მხარს უჭერდნენ ჩრდ. კორეის საფეხბურთო გუნდს. ამ კეპების და ქურთუკების ხელმეორედ გამოყენებას ჩრდ. კორეელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გეგმავენ. წყარო: www.sports.ru/tribuna/blogs/sixflags/94103.html ბმული: http://moazrovne.net/q/2022პასუხი -
შეკითხვა #2023 © ოლეგ ფეია
ერთ იუმორისტულ საიტზე ამ სურათის შესახებ დაწერეს, რომ მასზე გამოსახულ ლენინის ქანდაკებას ემუქრება იქსი. გაითვალისწინეთ, რომ იქსი დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა და დაასახელეთ იქსი.პასუხი: პაკ-მენი კომენტარი: მოედანს, სადაც დგას ძეგლი კომპიუტერული თამაშის, პაკ-მენის ფორმა აქვს, რომელიც საიტ lurkmore.ru-ს ინფორმაციით „ემუქრება მას შეჭმით“.
ჩათვლა: მიიღება ყველა პასუხი, სადაც ფიგურირებს „პაკ-მენი“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2023პასუხი -
შეკითხვა #2024 © კონსტანტინ სმოლი
ვუდი ალენის ფილმში ირონიული კინოპერსონაჟი სვამს შეკითხვას ნეტა რამდენს იღებდა იქსი წიგნის თაროების გაკეთებაში? ჯონ სტეინბეკის პერსონაჟი კი ახსენებს იგრეკს, როდესაც ხედავს გაჩერებულ საათს. გაითვალისწინეთ, რომ იქსი და იგრეკი სეხნიები არიან და დაასახელეთ ორივე.
პასუხი: იესო ქრისტე და იესო ნავე კომენტარი: სახარებიდან ცნობილია, რომ იესო ქრისტე დურგალი იყო, იესუ ნავემ კი გააჩერა მზე, რის შემდეგაც დრო გაჩერდა. წყარო:- Фильм В. Аллена «Любовь и смерть»
- lib.ru/STEJNBEK/winter.txt
პასუხი -
შეკითხვა #2025 © კონსტანტინ სმოლი
ერთ ცნობილ ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი გულწრფელად აღიარებს, რომ ეს არ განუცდია არც მაშინ, როცა პიჩინი პარიზელთა სმენას იპყრობდა და არც მაშინ, როდესაც გლიუკის „იფიგენიის“ საწყისი აკორდები მოისმინა... თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწარმოების ფინალში მან მაინც განიცადა ეს... ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა განიცადა მან, დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: სალიერი კომენტარი: პუშკინის ტრაგედიაში „მოცარტი და სალიერი“ სალიერი გულწრფელად ამბობს, რომ მას არ შეშურებია არც პიჩინის და არც გლიუკის, თუმცა შეშურდა მოცარტის და ამის გამო მოწამლა იგი. წყარო: www.rvb.ru/pushkin/01text/05theatre/01theatre/0839 ბმული: http://moazrovne.net/q/2025პასუხი -
შეკითხვა #2026 © კონსტანტინ სმოლი
თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ფრიდრიხ ნიცშე წერს, რომ ძველ კერპებს ადვილად ამსხვრევს და სამაგიეროდ არ ქმნის ახლებს, ვინაიდან კერპებს აქვთ იქსები. იქსები წარმოადგენს 1996 წელს გამოცემული რომანის სათაურს, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ებრძვიან გოლემთა მეფეს. დაასახელეთ იქსები ორი სიტყვით.
პასუხი: თიხის ფეხები კომენტარი: „თიხის ფეხები“, ან „თიხის ტერფები“ (Feet of Clay) ტერი პრეტჩეტის ნაწარმოებია. გოლემი თიხისგან შექმნილი არსებაა. წყარო:- Ф. Ницше, «Ecce Homo», Минск, Харвест, 2003, стр. 334
- www.tatsel.ru/diskworld/
პასუხი -
შეკითხვა #2027 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ზახარ პრილეპინის ნოველაში მთავარი პერსონაჟები ბაზრობას წრეს ურტყამენ, ამასთან ერთი სწრაფი ნაბიჯებით მიდის, მეორე კი კოჭლობ-კოჭლობით. მწერალმა საკუთარი პერსონაჟები შეადარა მათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი -
შეკითხვა #2028 © ანდრეი ეფიმცოვი
თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელიც ავტორმა დაასათაურა ორი სიტყვით. აღადგინეთ კარიკატურის სახელწოდება.პასუხი: ციფრული კამერა წყარო: caricatura.ru/art/korsun/url/parad/korsun/4236/ ბმული: http://moazrovne.net/q/2028პასუხი -
შეკითხვა #2029 © სერგეი დუბოლევიჩი
ერთი სკანდინავიური ბალადის მთავარი გმირი ფეხის თითებით ჭიმავს მშვილდს და აკეთებს ამას. ინტერნეტ-მომხმარებლის შეკითხვაზე, გაუკეთებია თუ არა ეს ოდესმე აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტს, პასუხი იყო უარყოფითი. ყურადღება შეკითხვა: რა იგულისხმება „ამის გაკეთებაში“?
პასუხი: თვითმკვლელობა კომენტარი: სკანდინავიური ბალადა კი ნაღვლიანი იყო და ფინალიც შესაბამისი აქვს: მთავარი გმირი ფეხის თითებით ჭიმავს მშვილდს და თავს იკლავს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2029პასუხი -
შეკითხვა #2030 © კონსტანტინე ნაუმენკო
ისტორიას შემორჩა ამერიკული კომპანიის, „John Deere“-ის (ჯონ დიარის) ხელმძღვანელის, ჰარი ლოჯის სიტყვები: „კი მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას“. ყურადღება შეკითხვა: ვინ იყო ამ სიტყვების ადრესატი?
პასუხი: ნიკიტა ხრუშჩოვი კომენტარი: კომპანია John Deere სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ტრაქტორებს და კომბაინებს აწარმოებს. აშშ-ში ვიზიტის დროს, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა იხილა John Deere-ის პროდუქცია, პირობა დადო, რომ სსრკ „დაეწეოდა და გაუსწრებდა ამერიკას“, რაზედაც ჰარი ლოჯის პასუხი მიიღო. წყარო: lib.rus.ec/b/188225/read ბმული: http://moazrovne.net/q/2030პასუხი -
შეკითხვა #2031 © მაქსიმ კარაჩუნი
ერთი თანამედროვე ხუმრობის თანახმად იქსის საბავშვო ვერსიაში წერია, რომ თოვლის პაპა არ არსებობს და რომ ბავშვები ყარყატებს არ მოყავთ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ხუთი ასოა გამოტოვებული შეკითხვაში?
პასუხი: ვიკილ კომენტარი: ეს არის ვიკილიქსის ბავშვებისათვის, რომელიც ყველა საიდუმლოს გათქვამს. წყარო: www.anekdot.ru/id/484261/ ბმული: http://moazrovne.net/q/2031პასუხი -
შეკითხვა #2032 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჟაკ-ლუი დავიდის უზარმაზარ ფერწერულ ტილოზე, „ნაპოლეონის კორონაცია“ ისეთი სკრუპულოზური დეტალიზაცია შეინიშნება, რომ კრიტიკოსმა, დენის ჰოლანდმა შენიშნა: ის შედგება დაახლოებით ასი იქსისგან. საინტერესოა ისიც, რომ თუ ტილოს კარგად დავაკვირდებით შეიძლება ვიპოვოთ ფენიქსიც. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „იქსი“ და „ფენიქსი“?
პასუხი: პორტრეტი, ავტოპორტრეტი კომენტარი: ტილოზე მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სახეებიც კი სკრუპულოზური დეტალიზაციითაა შესრულებული, შესაბამისად ისინი შეიძლება პორტრეტებად ჩავთვალოთ. ჟაკ ლუი დავიდმა ტილოზე საკუთარი თავიც გამოსახა. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/The_Coronation_of_Napoleon
- Фильм «Окно в Лувр».
პასუხი -
შეკითხვა #2033 © მიხეილ სეროპიანი
BBC-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ეწოდება „კუნძულები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე პიროვნება, რომლის გვარსაც ფილმში ყველაზე ხშირად ახსენებენ.
პასუხი: დარვინი კომენტარი: საუბარია გალაპაგოსის კუნძულებზე, სადაც იმოგზაურა ჩარლზ დარვინმა გემი „ბიგლით“. წყარო: www.bbc.co.uk/programmes/b007938x ბმული: http://moazrovne.net/q/2033პასუხი -
შეკითხვა #2034 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
„გალიის ომის ჩანაწერებში“ იულიუს კეისარი წერს, რომ გერმანელებთან ომის მოლოდინში ამას ყველაზე მშიშარა პატრიციები აკეთებდნენ. აგატა კრისტის პერსონაჟს კი მისი შეყვარებულის სრული სახელის გახსენება დასჭირდა, სანამ დაიწყებდა ამის კეთებას. ყურადღება შეკითხვა: რა იგულისხმება შეკითხვაში „ამის კეთებაში“?
პასუხი: ანდერძის წერა კომენტარი: პატრიციებს ეშინოდათ, რომ მათ მოკლავდნენ, აგატა კრისტის პერსონაჟს კი სურდა მისი შეყვარებულისთვის თავისი ქონების დატოვება, რისთვისაც მას დასჭირდა მისი სრული სახელის გახსენება.
ჩათვლა: ანდერძის წერა, ანდერძის შედგენა, ანდერძის დატოვება წყარო:- Цезарь Гай Юлий. Записки о Галльской войне.
- Кристи А. Загадка Эндхауза.
პასუხი -
შეკითხვა #2035 © ვახო ელერდაშვილი
ყურადღება შეკითხვა: რომელი ფილმის პიქტოგრამული პოსტერია გამოსახული დარიგებელ მასალაზე?პასუხი: უსახელო ნაბიჭვრები კომენტარი: როგორც მოგეხსენებათ ფილმში ადოლფ ჰიტლერს კინოთეატრში წვავენ. პიქტოგრამაზე კი აალებული ჰიტლერია გამოსახული, რომელსაც ულვაშის მაგივრობას კინოლენტის ნაგლეჯი უწევს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2035პასუხი -
შეკითხვა #2036 © გენადი შმიდოვი
ჟოზე სარამაგოს რომანში „კაენი“, ადამის და ევას აღწერის დროს მთარგმნელს ხშირად რომ არ გამოეყენებინა ერთი სიტყვა, ის მისივე სინონიმით ჩაანაცვლა, რაც რომანის კონტექსტში ძალიან აბსურდულად ჟღერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სინონიმი.
პასუხი: დედიშობილა კომენტარი: სიტყვა „შიშველის“ ნაცვლად მთარგმნელმა დაწერა В чём мать родила, ანუ იგივე დედიშობილა. ადამს და ევას დედა არ ჰყავდათ, შესაბამისად მათი მისამართით ამ სიტყვის გამოყენება აბსურდულად ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ დედიშობილა შიშველს ნიშნავს. წყარო:- ჟოზე სარამაგო, „კაენი“.
- www.flibusta.net/b/203988
პასუხი -
შეკითხვა #2037 © მაქსიმ მერზლიაკოვი
ჯაზმენის კლიფორდ ბრაუნის მუსიკალურ შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამისმა, რომელიც მოყვარული მუსიკოსი გახლდათ, თუმცა ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ კლიფორდ ბრაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი მხოლოდ ზედსართავი სახელით განსხვავდება XIX საუკუნის ცნობილი ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება კლიფორდ ბრაუნის ალბომს?
პასუხი: ეტიუდი ყავისფერ ტონებში კომენტარი: ჩათვლა: „ყავისფერი კვალი“. ზოგიერთ ქართულ თარგმანში მოთხრობას ეწოდება „ალისფერი კვალი“.
მამამისი წაუშერლოკჰოლმსებდა, თან ვიოლინოზეც უკრავდა. შესაბამისად შვილმა ალბომს „შერლოკჰოლმსური“ სათაური უწოდა. კონან-დოილის ნაწარმოებს ჰქვია „ეტიუდი ალისფერ ტონებში“ / „ალისფერი კვალი“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2037პასუხი -
შეკითხვა #2038 © ანტონ გუბანოვი
საიტზე www.resnichka.ru, ერთ-ერთ სტატიაში ციტირებულია მერილინ მონროს სიტყვები: „ჩვენ ქალებს მხოლოდ ორი იარაღი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ორივეს ერთდროულად გამოყენება არ შეგვიძლია“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორივე „იარაღი“, რომელიც მხედველობაში ჰქონდა მერილინ მონროს.
პასუხი: წამწამების ტუში და ცრემლები კომენტარი: ამ ორი იარაღიდან მეორის გამოყენება აზიანებს პირველს. წყარო: www.resnichka.ru/2011/01/24/lashes.html ბმული: http://moazrovne.net/q/2038პასუხი -
შეკითხვა #2039 © ანტონ ჩერნინი
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, რუს კომპოზიტორს, მოდესტ მუსორგსკის ჰოსპიტალში ხშირად აკითხავდნენ მეგობრები და ნათესავები. დაასახელეთ პროფესია ადამიანისა, რომელიც არ იყო მისი ნათესავი, თუმცა მომაკვდავ მუსორგსკისთან ყოველ დღე მიდიოდა და დიდხანს რჩებოდა მასთან?
პასუხი: მხატვარი კომენტარი: ეს იყო ილია რეპინი, რომელსაც ეკუთვნის მოდესტ მუსორგსკის ცნობილი პორტრეტი. პორტრეტს კი როგორც მოგეხსენებათ ერთ დღეში ვერ დახატავ. წყარო: Сергей Федякин "Модест Мусоргский", М., "Молодая гвардия", серия ЖЗЛ, 2009, стр. 553 ბმული: http://moazrovne.net/q/2039პასუხი -
შეკითხვა #2040 © ვახო ელერდაშვილი
ერთმა შთაგონებულმა დიზაინერმა შექმნა პოსტერი. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია პოსტერზე გამოსახულ გოგონას?პასუხი: ლუსი კომენტარი: დიზაინერი შთაგონებული იყო Beatles-ის სიმღერით „Lucy in the Sky with Diamonds ”. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2040პასუხი -
შეკითხვა #2041 © მაქსიმ პოტაშევი
ერთი თანამედროვე მეცნიერი მიიჩნევს, რომ იმ ქვეყნებს რომელთაც წარსულში ბევრი კოლონია ჰქონდათ ახასიათებთ ჰიპერტროფირებული იქსი. ამის დასტურად მას მოჰყავს ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მაგალითი და დასძენს, რომ სამაგიეროდ ავსტრალიის და ბრაზილიის შემთხვევაში ჰიპერტროფია საერთოდ არ შეინიშნება. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი იქსით?
პასუხი: დედაქალაქი კომენტარი: ვენა, ლონდონი და მოსკოვი ჰიპერტროფიულად დიდი ქალაქებია, ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით. ავსტრალიის და ბრაზილიის დედაქალაქები კი პირიქით - პატარაა. წყარო: geo.1september.ru/articlef.php?ID=200700311 ბმული: http://moazrovne.net/q/2041პასუხი -
შეკითხვა #2042 © ალექსანდრა ბრუტერი
ერთი შეხედვით სერიოზულ გამოცემაში, კომპანია „ტომას კუკის“ მიერ გამოცემულ ქალაქ მილანის გზამკვლევში ვკითხულობთ: „ლა-სკალას“ თეატრში შესაძლებელია მხატვრის, ბირნამ ვუდის დეკორაციების ესკიზების ხილვა. ყურადღება შეკითხვა: რომელი სპექტაკლისთვისაა განკუთვნილი ეს დეკორაციები იმავე გზამკვლევის თანახმად?
პასუხი: მაკბეტი კომენტარი: გზამკვლევში მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა და ბირნამის ტყე მხატვარ „ბირნამ ვუდ“-ად აქციეს. სინამდვილეში ბირნამის ტყის დეკორაციებზე იყო საუბარი. წყარო: Роджерс Б., Роджерс С. Милан и итальянские озера. - М. Thomas Cook Publishing. ბმული: http://moazrovne.net/q/2042პასუხი -
შეკითხვა #2043 © ასია სამოილოვა
„სიმპსონების“ ერთ-ერთ სერიაში ლიზა იწყებს სიგარეტის მოწევას, ჰომერ სიმპსონი კი ყველა ღონეს ცდილობს რომ როგორმე გადააჩვიოს. სერიას ორიგინალური სახელწოდება აქვს, რომელიც ჟღერადობით ოდნავ განსხვავდება 1970-იან წლებში შექმნილი ცნობილი სიმღერის სახელწოდებისაგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება „სიმპსონების“ ამ სერიას?
პასუხი: Smoke on the daughter კომენტარი: სერიის სახელწოდება ოდნავ განსხვავდება Deep Purple-ის სიმღერის Smoke on the water-ის სახელწოდებისგან. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2043პასუხი -
შეკითხვა #2044 © ალექსეი გნოევიხი
დიდი რუსი მათემატიკოსი, მიხაილ ოსტროგრადსკი თავის ლექციებზე სტუდენტებს ჰყოფდა ორ კატეგორიად. იგი გეომეტრებს ეძახდა იმ სტუდენტებს, რომლებიც ხვდებოდნენ საგნის არსს, ხოლო მათ კი, ვინც ზერელედ სწავლობდა, ის დამცინავად უწოდებდა იქსებს. დაასახელეთ 1926 წელს გამოცემული რომანის სათაური, რომლის პერსონაჟიც გახლავთ იქსი.
პასუხი: ციხე-სიმაგრე კომენტარი: ოსტროგრადსკი ზერელე სტუდენტებს უწოდებდა მიწისმზომელებს. მიწისმზომელი, რუსულ თარგმანში землемер ფრანც კაფკას რომანის, „ციხე-სიმაგრის“ პერსონაჟია. რომანი ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1926 წელს გამოიცა. წყარო:- Итенберг Б.С., Володин А.И. Лавров. ЖЗЛ
- en.wikipedia.org/wiki/The_Castle_(novel)
პასუხი -
შეკითხვა #2045 © იური ზაგრებელნი
ვანუატუს მაცხოვრებლები ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს ეთაყვანებიან და ღმერთად მიიჩნევენ. ამის გამო 2007 წელს ვანუატუს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული დიდ ბრიტანეთში, სადაც მათ მოინახულეს ერთი კონკრეტული ადგილი და 40 წუთის განმავლობაში აღავლინეს ლოცვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კონკრეტული ადგილი, სად აღავლინეს ლოცვა ვანუატუელებმა?
პასუხი: ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში კომენტარი: ვანუატუელები მივიდნენ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში და პრინც ფილიპის ფიგურასთან 40 წუთის განმავლობაში ლოცულობდნენ. პრინცი ფილიპი ელისაბედ მეორის მეუღლეა და ჯერ კვლავ ცოცხალია, შესაბამისად ვინც იფიქრა, რომ სასაფლაოზე მივიდნენ მწარედ შეცდა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2045პასუხი -
შეკითხვა #2046 © ანტონ ჩერნინი
რამდენიმე კვირის წინ შვედურმა ყვითელმა პრესამ გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, სადაც მოთხრობილი იყო შვედეთის მონარქის, კარლ გუსტავისა და კამილა ჰენემარკის რომანის შესახებ. იქვე აღნიშნული იყო, რომ საყვარლების რაოდენობას შვედი ხელმწიფე არ უჩივის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სამი ინგლისური სიტყვით რა უწოდა შვედეთის მეფის საყვარლებს ერთმა ბლოგერმა?
პასუხი: Army of lovers კომენტარი: კამილა ჰენემარკი პოპულარული შვედური მუსიკალური ჯგუფის Army of lovers-ის ერთ-ერთი წევრია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2046პასუხი -
შეკითხვა #2047 © მაქსიმ კარაჩუნი
Эстрада is (………..)
თქვენს წინაშეა თანამედროვე რუსი სატირიკოსის, ლიონ იზმაილოვის ავტობიოგრაფიული წიგნის სათაური, რომელშიც გამოტოვებულია ორი ინგლისური სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.პასუხი: My love კომენტარი: is my love ავტორიგ გვარის, იზმაილოვის გადათამაშებაა. წყარო: www.ozon.ru/context/detail/id/1549480/ ბმული: http://moazrovne.net/q/2047პასუხი -
შეკითხვა #2048 © ვახო ელერდაშვილი
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრიტანელ მწერალს, არტურ კესტლერს ეს ხელს უშლიდა წერაში. ჟან მარტენ შარკომ გამოთქვა იდეა, რომ იმისთვის, რაც არტურ კესტლერს წერაში უშლიდა ხელს, მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელის საპატივსაცემოდ დაერქმიათ სახელი, ასეც მოიქცნენ. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოხსენებული ინგლისელის გვარი.
პასუხი: პარკინსონი კომენტარი: ეს არის პარკინსონის დაავადება, რომლითაც არტურ კესტლერი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო დაავადებული (დაავადება მას ხელს უშლიდა წერაში!). წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Болезнь_Паркинсона ბმული: http://moazrovne.net/q/2048პასუხი -
შეკითხვა #2049 © პაველ არეშჩენკო
ისტორიკოსი მირიამ გრიფინი მიიჩნევს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის 54 წელს რომის იმპერიის სათავეში იდგა აგრიპინა და არა მისი ვაჟი ნერონი, როგორც ამას ისტორია გვასწავლის. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს ნივთმტკიცება, რომლის იქსზე გამოსახულია აგრიპინა, ხოლო იგრეკზე ნერონი. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით და რომელი - იგრეკით?
პასუხი: ავერსი, რევერსი კომენტარი: ძველ რომში პროპაგანდის მთავარი საშუალება მონეტები იყო. 54 წელს მოჭრილი მონეტის საშუალებით ისტორიკოსმა გრიფინმა დაასკვნა, რომ აგრიპინა მართავდა იმპერიას რადგან აგრიპინა მონეტის ავერსზეა გამოსახული, ნერონი კი - რევერსზე.
ჩათვლა: არიოლი/რეშკა და მათი სინონიმები ნებისმიერ ენაზე. წყარო: Гриффин М. Нерон: Конец династии. - М.: Терра, 1999. - С. 46 ბმული: http://moazrovne.net/q/2049პასუხი -
შეკითხვა #2050 © იგორ გლუშენკო
ადამ შენკმანის ჰოლივუდურ კომედიაში ერთ პერსონაჟს, რომელიც ველური დასავლეთის მკვიდრია, ჩუქნიან იქსს, სახელად „ფერარის“. იქსი ფიგურირებს 1912 წელს შექმნილი ფერწერული ტილოს სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: წითელი ცხენი კომენტარი: ველური დასავლეთის ერთ-ერთი ატრიბუტი არის ცხენი. ასევე ფერარის სიმბოლოც ცხენია. ამას გარდა ფერარი წითელი ფერისაა! ფილმის პერსონაჟს ჩუქნიან წითელ ცხენს, სახელად „ფერარის“. 1912 წელს კუზმა პეტროვ-ვოდკინმა დახატა ფერწერული ტილო „წითელი ცხენის ბანაობა“. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2050პასუხი -
შეკითხვა #2051 © ვახო ელერდაშვილი
თავის ავტობიოგრაფიაში პიერ-ლუიჯი კოლინა საუბრობს მსაჯის მიუკერძოებლობაზე და წერს, რომ ნამდვილი მსაჯი მოედანზე უნდა ემსგავსებოდეს მე-18 საუკუნეში დაბადებულ ინგლისელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ინგლისელის გვარი.
პასუხი: დალტონი კომენტარი: მისი აზრით ნამდვილი მსაჯი არ უნდა ასხვავებდეს მაისურის ფერებს, უნდა იყოს „დალტონიკი“. წყარო:- პიერ-ლუიჯი კოლინა, „თამაშის ჩემი წესები“, მე-7 თავი.
- en.wikipedia.org/wiki/John_Dalton
პასუხი -
შეკითხვა #2052 © ვახო ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელზე აღბეჭდილი პიროვნებაც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი პროფესია.პასუხი: ფენ-შუის სპეციალისტი კომენტარი: სანამ სახლის მშენებლობა დაიწყება ის კომპასის საშუალებით არჩევს მომავალი სახლის სასურველ ორიენტაციას და ადგილმდებარეობას. ჩინეთში ფენ-შუის სპეციალისტის გარეშე სახლის აშენება არ ხდება.
ჩათვლა: საკვანძო სიტყვა „ფენ-შუი“. წყარო: Ole Bruun, An Introduction to Feng Shui, ISBN: 052186352X, Cambridge University Press, 2008, p. 60 ბმული: http://moazrovne.net/q/2052პასუხი -
შეკითხვა #2053 © ვახო ელერდაშვილი
იგი მუსლიმების ოჯახში დაიბადა, რაც აისახა კიდეც მის სახელში. მუსლიმური ფესვების უარყოფის მიზნით მან 2005 წელს მართლმადიდებლობა მიიღო და ნათლობისას მიღებული ქრისტიანული სახელი დაირქვა, თუმცა მთელი მსოფლიო მას მაინც მუსლიმური სახელით იცნობს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: ემირ კუსტურიცა კომენტარი: ამის გამო იგი ბოსნიელი ხალხის მტრად გამოაცხადეს, რაზედაც მან განაცხადა, რომ მამამისი თავის თავს მუდამ სერბს უწოდებდა. „ემირ“ მუსლიმური სახელია, მისი მართლმადიდებლური ნათლობის სახელი ნემანია გახლავთ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Kusturica ბმული: http://moazrovne.net/q/2053პასუხი -
შეკითხვა #2054 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელმა მუსიკოსმა, ნიკოლას იაარმა 2010 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „ნიშნები და კუთხეები“. ალბომის გარეკანზე გამოსახულია XIX საუკუნეში მოღვაწე ორი ცნობილი პიროვნება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორივე მათგანი.
პასუხი: მარქსი და ენგელსი კომენტარი: ალბომის სათაური სიტყვების თამაშს წარმოადგენს, Marks & Angles (თარგმანში „ნიშნები და კუთხეები“) ინგლისურში ჟღერადობით ჰგავს მარქსის და ენგელსის გვარებს. წყარო: www.youtube.com/watch?v=64pJZyC-r_k ბმული: http://moazrovne.net/q/2054პასუხი -
შეკითხვა #2055 © ალექსეი პოლევოი
მიშელ ტურნიეს ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი იხსენებს თავისი მარტოსულობის მარადიულ თანამგზავრებს, ბრტყელთავიან მელოტ ტყუპებს, თავზე კოპით. ყურადღება შეკითხვა: რა აქვს მხედველობაში მთავარ პერსონაჟს?
პასუხი: საკუთარი მუხლები კომენტარი: მარტოობისას პერსონაჟი მუხლებში თავჩარგული იჯდა დიდხანს.
ჩათვლა: მხოლოდ მუხლებიც ითვლება. წყარო: tapirr.narod.ru/texts/hudlit/tournier/turn_ltzar.h ბმული: http://moazrovne.net/q/2055პასუხი -
შეკითხვა #2056 © ნიკოლაი კოვრიჟნიხი
ერიხ მარია რემარკის რომანის გმირმა, სამხედრო მფრინავმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იქსი სინათლის კუნძულს შეადარა. გაითვალისწინეთ, რომ იქსის უდიდეს კუნძულს უფენაუ ეწოდება და დაასახელეთ იქსი.
პასუხი: შვეიცარია კომენტარი: მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა შესაბამისად იქ დაბომბვის შიშით მოსახლეობა არ აქრობდა შუქს. ღამე მის თავზე გადაფრენის დროს, მფრინავმა შვეიცარია სინათლის კუნძულს შეადარა. შვეიცარიას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, თუმცა მას მაინც გააჩნია უდიდესი კუნძული, რომელიც ციურიხის ტბაში მდებარეობს. წყარო:- Ремарк Э. М. Время жить и время умирать
- lib.ru/INPROZ/REMARK/timelife.txt
- www.nashagazeta.ch/news/10670
პასუხი
- პაკეტის კომენტარები: