შეკითხვა #2022
-
ერთ სპორტულ საინფორმაციო საიტზე 2010 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ეწერა, რომ კონტრაქტის თანახმად წითელი ქურთუკების და ბეისბოლის კეპების დაბრუნება უნდა მოხდეს სამრეწველო საწყობ №11/2-ში მათი ხელმეორედ გამოყენების მიზნით. ყურადღება შეკითხვა: რომელ დედაქალაქში მდებარეობს ეს სამრეწველო საწყობი?
პასუხი: ფხენიანში კომენტარი: ეს კონტრაქტი დაუდეს ჩინელ მსახიობებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მხარს უჭერდნენ ჩრდ. კორეის საფეხბურთო გუნდს. ამ კეპების და ქურთუკების ხელმეორედ გამოყენებას ჩრდ. კორეელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გეგმავენ. წყარო: www.sports.ru/tribuna/blogs/sixflags/94103.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2022 გაზიარება:პასუხი