შეკითხვა #2025
-
ერთ ცნობილ ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი გულწრფელად აღიარებს, რომ ეს არ განუცდია არც მაშინ, როცა პიჩინი პარიზელთა სმენას იპყრობდა და არც მაშინ, როდესაც გლიუკის „იფიგენიის“ საწყისი აკორდები მოისმინა... თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწარმოების ფინალში მან მაინც განიცადა ეს... ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა განიცადა მან, დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: სალიერი კომენტარი: პუშკინის ტრაგედიაში „მოცარტი და სალიერი“ სალიერი გულწრფელად ამბობს, რომ მას არ შეშურებია არც პიჩინის და არც გლიუკის, თუმცა შეშურდა მოცარტის და ამის გამო მოწამლა იგი. წყარო: www.rvb.ru/pushkin/01text/05theatre/01theatre/0839 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2025 გაზიარება:პასუხი