შეკითხვა #2032
-
ჟაკ-ლუი დავიდის უზარმაზარ ფერწერულ ტილოზე, „ნაპოლეონის კორონაცია“ ისეთი სკრუპულოზური დეტალიზაცია შეინიშნება, რომ კრიტიკოსმა, დენის ჰოლანდმა შენიშნა: ის შედგება დაახლოებით ასი იქსისგან. საინტერესოა ისიც, რომ თუ ტილოს კარგად დავაკვირდებით შეიძლება ვიპოვოთ ფენიქსიც. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „იქსი“ და „ფენიქსი“?
პასუხი: პორტრეტი, ავტოპორტრეტი კომენტარი: ტილოზე მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სახეებიც კი სკრუპულოზური დეტალიზაციითაა შესრულებული, შესაბამისად ისინი შეიძლება პორტრეტებად ჩავთვალოთ. ჟაკ ლუი დავიდმა ტილოზე საკუთარი თავიც გამოსახა. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/The_Coronation_of_Napoleon
- Фильм «Окно в Лувр».
პასუხი