შეკითხვა #2041
-
ერთი თანამედროვე მეცნიერი მიიჩნევს, რომ იმ ქვეყნებს რომელთაც წარსულში ბევრი კოლონია ჰქონდათ ახასიათებთ ჰიპერტროფირებული იქსი. ამის დასტურად მას მოჰყავს ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მაგალითი და დასძენს, რომ სამაგიეროდ ავსტრალიის და ბრაზილიის შემთხვევაში ჰიპერტროფია საერთოდ არ შეინიშნება. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი იქსით?
პასუხი: დედაქალაქი კომენტარი: ვენა, ლონდონი და მოსკოვი ჰიპერტროფიულად დიდი ქალაქებია, ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით. ავსტრალიის და ბრაზილიის დედაქალაქები კი პირიქით - პატარაა. წყარო: geo.1september.ru/articlef.php?ID=200700311 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2041 გაზიარება:პასუხი