შეკითხვა #2042
-
ერთი შეხედვით სერიოზულ გამოცემაში, კომპანია „ტომას კუკის“ მიერ გამოცემულ ქალაქ მილანის გზამკვლევში ვკითხულობთ: „ლა-სკალას“ თეატრში შესაძლებელია მხატვრის, ბირნამ ვუდის დეკორაციების ესკიზების ხილვა. ყურადღება შეკითხვა: რომელი სპექტაკლისთვისაა განკუთვნილი ეს დეკორაციები იმავე გზამკვლევის თანახმად?
პასუხი: მაკბეტი კომენტარი: გზამკვლევში მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა და ბირნამის ტყე მხატვარ „ბირნამ ვუდ“-ად აქციეს. სინამდვილეში ბირნამის ტყის დეკორაციებზე იყო საუბარი. წყარო: Роджерс Б., Роджерс С. Милан и итальянские озера. - М. Thomas Cook Publishing. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2042 გაზიარება:პასუხი