შეკითხვა #2044
-
დიდი რუსი მათემატიკოსი, მიხაილ ოსტროგრადსკი თავის ლექციებზე სტუდენტებს ჰყოფდა ორ კატეგორიად. იგი გეომეტრებს ეძახდა იმ სტუდენტებს, რომლებიც ხვდებოდნენ საგნის არსს, ხოლო მათ კი, ვინც ზერელედ სწავლობდა, ის დამცინავად უწოდებდა იქსებს. დაასახელეთ 1926 წელს გამოცემული რომანის სათაური, რომლის პერსონაჟიც გახლავთ იქსი.
პასუხი: ციხე-სიმაგრე კომენტარი: ოსტროგრადსკი ზერელე სტუდენტებს უწოდებდა მიწისმზომელებს. მიწისმზომელი, რუსულ თარგმანში землемер ფრანც კაფკას რომანის, „ციხე-სიმაგრის“ პერსონაჟია. რომანი ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1926 წელს გამოიცა. წყარო:- Итенберг Б.С., Володин А.И. Лавров. ЖЗЛ
- en.wikipedia.org/wiki/The_Castle_(novel)
პასუხი