შეკითხვა #2045
-
ვანუატუს მაცხოვრებლები ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს ეთაყვანებიან და ღმერთად მიიჩნევენ. ამის გამო 2007 წელს ვანუატუს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული დიდ ბრიტანეთში, სადაც მათ მოინახულეს ერთი კონკრეტული ადგილი და 40 წუთის განმავლობაში აღავლინეს ლოცვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კონკრეტული ადგილი, სად აღავლინეს ლოცვა ვანუატუელებმა?
პასუხი: ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში კომენტარი: ვანუატუელები მივიდნენ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში და პრინც ფილიპის ფიგურასთან 40 წუთის განმავლობაში ლოცულობდნენ. პრინცი ფილიპი ელისაბედ მეორის მეუღლეა და ჯერ კვლავ ცოცხალია, შესაბამისად ვინც იფიქრა, რომ სასაფლაოზე მივიდნენ მწარედ შეცდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2045 გაზიარება:პასუხი