შეკითხვა #2048
-
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრიტანელ მწერალს, არტურ კესტლერს ეს ხელს უშლიდა წერაში. ჟან მარტენ შარკომ გამოთქვა იდეა, რომ იმისთვის, რაც არტურ კესტლერს წერაში უშლიდა ხელს, მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელის საპატივსაცემოდ დაერქმიათ სახელი, ასეც მოიქცნენ. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოხსენებული ინგლისელის გვარი.
პასუხი: პარკინსონი კომენტარი: ეს არის პარკინსონის დაავადება, რომლითაც არტურ კესტლერი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო დაავადებული (დაავადება მას ხელს უშლიდა წერაში!). წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Болезнь_Паркинсона პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2048 გაზიარება:პასუხი