შეკითხვა #2049
-
ისტორიკოსი მირიამ გრიფინი მიიჩნევს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის 54 წელს რომის იმპერიის სათავეში იდგა აგრიპინა და არა მისი ვაჟი ნერონი, როგორც ამას ისტორია გვასწავლის. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს ნივთმტკიცება, რომლის იქსზე გამოსახულია აგრიპინა, ხოლო იგრეკზე ნერონი. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით და რომელი - იგრეკით?
პასუხი: ავერსი, რევერსი კომენტარი: ძველ რომში პროპაგანდის მთავარი საშუალება მონეტები იყო. 54 წელს მოჭრილი მონეტის საშუალებით ისტორიკოსმა გრიფინმა დაასკვნა, რომ აგრიპინა მართავდა იმპერიას რადგან აგრიპინა მონეტის ავერსზეა გამოსახული, ნერონი კი - რევერსზე.
ჩათვლა: არიოლი/რეშკა და მათი სინონიმები ნებისმიერ ენაზე. წყარო: Гриффин М. Нерон: Конец династии. - М.: Терра, 1999. - С. 46 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2049 გაზიარება:პასუხი