შეკითხვა #2050
-
ადამ შენკმანის ჰოლივუდურ კომედიაში ერთ პერსონაჟს, რომელიც ველური დასავლეთის მკვიდრია, ჩუქნიან იქსს, სახელად „ფერარის“. იქსი ფიგურირებს 1912 წელს შექმნილი ფერწერული ტილოს სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: წითელი ცხენი კომენტარი: ველური დასავლეთის ერთ-ერთი ატრიბუტი არის ცხენი. ასევე ფერარის სიმბოლოც ცხენია. ამას გარდა ფერარი წითელი ფერისაა! ფილმის პერსონაჟს ჩუქნიან წითელ ცხენს, სახელად „ფერარის“. 1912 წელს კუზმა პეტროვ-ვოდკინმა დახატა ფერწერული ტილო „წითელი ცხენის ბანაობა“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2050 გაზიარება:პასუხი