შეკითხვა #2056
-
ერიხ მარია რემარკის რომანის გმირმა, სამხედრო მფრინავმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იქსი სინათლის კუნძულს შეადარა. გაითვალისწინეთ, რომ იქსის უდიდეს კუნძულს უფენაუ ეწოდება და დაასახელეთ იქსი.
პასუხი: შვეიცარია კომენტარი: მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა შესაბამისად იქ დაბომბვის შიშით მოსახლეობა არ აქრობდა შუქს. ღამე მის თავზე გადაფრენის დროს, მფრინავმა შვეიცარია სინათლის კუნძულს შეადარა. შვეიცარიას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, თუმცა მას მაინც გააჩნია უდიდესი კუნძული, რომელიც ციურიხის ტბაში მდებარეობს. წყარო:- Ремарк Э. М. Время жить и время умирать
- lib.ru/INPROZ/REMARK/timelife.txt
- www.nashagazeta.ch/news/10670
პასუხი