შეკითხვა #2074
-
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგკომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოლიმპიადის არაოფიციალური სიმბოლო, გომბეშო ზოიჩი საპროტესტო პერსონაჟია (Протестный персонаж). საკუთარი აზრის გასამყარებლად მან ისტორიული მაგალითების გახსენება სცადა და კიდევ ერთი საპროტესტო პერსონაჟი დაასახელა. ყურადღება შეკითხვა: რომელი პერსონაჟი გაიხსენა მან?
პასუხი: ბაბა-იაგა კომენტარი: ორგკომიტეტის თავმჯდომარის სიტყვების თანახმად ზოიჩი, ისევე როგორც ბაბა-იაგა 1980 წლის ოლიმპიადაზე, შეიქმნა ფართო მასებში პროტესტის გამოსახატავად და ამ გზით ყურადღების მისაპყრობად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2074 გაზიარება:პასუხი