თბილისის 43-ე ჩემპიონატი
III ტური
სუპერ ლიგა
25 დეკემბერი, 2011
-
შეკითხვა #2057 © ედუარდ გოლუბი
ერთ მინიატურაში მოქმედება გასული საუკუნის აშშ-ში ხდება. ტიპიური ამერიკელი ცოლ-ქმარი საღამოს ჟამს ტელევიზორს უყურებს. ქმარი კმაყოფილი სახით შესცქერის პირდაპირ რეპორტაჟს და ერთი სული აქვს როდის დასრულდება ის, ცოლი კი უკმაყოფილო მზერით აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. ყურადღება შეკითხვა: ვის აჩვენებენ პირდაპირ რეპორტაჟში (დაასახელეთ სახელი და გვარი)?
პასუხი: ნილ არმსტრონგს კომენტარი: ჩათვლა: პირველი ადამიანი მთვარეზე
კომენტარი: ნილ არმსტრონგს მიაწერენ ფრაზას: Good Luck Mister Gorsky! ამ ფრაზის წარმოშობის ლეგენდა შემდეგია: მისტერ გორსკის ცოლი შეპირდა ორალურ სექსს, თუ მეზობლის ბავშვი მთვარეზე გაივლიდა. ეს მინიატურა ამ ამბის მხატვრული დამუშავებაა. წყარო:- fantazin.ru/kosmos/news_2010-01-25-15-48-54-436.ht
- Миниатюра автора вопроса
პასუხი -
შეკითხვა #2058 © ვლადიმერ საიაპინი
ფიფას გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება აზიის ერთ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით აღშფოთებულმა გერმანულმა გაზეთმა “Bild”-მა ეს ფაქტი მოიხსენია ნეოლოგიზმით, რომელიც ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვაში ერთი ასოს ჩამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: კატარსტროფა კომენტარი: კომენტარი: კატასტროფა + რ = კატარსტროფა. მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ტარდება. წყარო: www.bild.de/sport/fussball/fussball-international/ ბმული: http://moazrovne.net/q/2058პასუხი -
შეკითხვა #2059 © მიხაილ კლეიმანი
ნიდერლანდების კინოფესტივალის მთავარი პრიზი ევროპული კინოხელოვნების ტრადიციას აგრძელებს, რომელთან დაკავშირებითაც რეჟისორმა მარტინ კოოლჰოვენმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი გაკერპება. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ნიდერლანდების კინოფესტივალის მთავარ პრიზს?
პასუხი: ოქროს ხბო კომენტარი: ჩათვლა: ოქროს კურო, ოქროს კერპი
კომენტარი: ბერლინის ოქროს დათვისა და ვენეციის ოქროს ლომის ტრადიციების გამგრძელებელი ნიდერლანური ოქროს ხბო კოოლჰოვენის აზრით არ უნდა გაკერპდეს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2059პასუხი -
შეკითხვა #2060 © ალექსანდრ როჟდესტვინი
სოლოცო მარიო პიუზოს რომანის, „ნათლიმამას“ პერსონაჟია. მისი გამოჩენისთანავე ვიტო კორლეონე იძულებული ხდება ოჯახის შავბნელ საქმეებში ჩაიძიროს, მათ შორის მოკლას პოლიციელი და უღალატოს სატრფოს. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია რომანში პერსონაჟს, გვარად სოლოცოს?
პასუხი: ვირჯილიო კომენტარი: ჩათვლა: ვირგიულიუსის ნებისმიერი ვარიაცია.
კომენტარი: სოლოცო აიძულებს ვიტო კორლეონეს ოჯახის კრიმინალურ საქმეებში, ერთგვარ ჯოჯოხეთში ჩაძირვას. ვირჯილიო იტალიურად ვირგილიუსია, რომელიც დანტეს გაუძღვა ჯოჯოხეთში. წყარო: М. Пьюзо. Крёстный отец. ბმული: http://moazrovne.net/q/2060პასუხი -
შეკითხვა #2061 © მაქსიმ მერზლიაკოვი
პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ბარი გრინსტაინი ცნობილია იმით, რომ იგი ხშირად დიდ ფსონებს აკეთებს. ამასთან იგი ქველმოქმედებითაცაა დაკავებული, რაშიც მას მოგებული ფული ეხმარება. შეიძლება ამიტომ ეძახიან მას პოკერის იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: რობინ ჰუდი კომენტარი: კომენტარი: იგი მდიდრებს ართმევს და ღარიბებს აძლევს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2061პასუხი -
შეკითხვა #2062 © არტიომ ვიქტოროვი
საპირ-უორფის ჰიპოთეზის თანახმად ამა თუ იმ ენის სტრუქტურა უშუალოდ მოქმედებს მათი მატარებლების შემეცნებისა და აზროვნების თავისებურებებზე. ამ ჰიპოთეზას მეორენაირად „ლინგვისტიკის იქსს“ უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფარდობითობის თეორია კომენტარი: კომენტარი: სეპირ-უორფის ჰიპოთეზას ლინგვისტიკის „ფარდობითობის თეორიას“ უწოდებენ.
ჩათვლა: ფარდობითობა, რელატივიზმი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B8%D0%BF%D0%BE%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/2062პასუხი -
შეკითხვა #2063 © ვიქტორ მალეხსონი
ჰომეროსის „ოდისეაში“ პენელოპე ხმამაღლა ფიქრობს და იმედოვნებს, რომ როდესაც ოდისევსი შინ დაბრუნდება, იგი შურს იძიებს ვერაგ საქმროებზე. ამ დროს გვერდზე ოთახში მყოფმა ტელემაქემ მოიმოქმედა ის, რამაც ძალიან გაახარა პენელოპე. ყურადღება შეკითხვა: რა მოიმოქმედა ტელემაქემ?
პასუხი: დააცემინა კომენტარი: კომენტარი: ჯერ კიდევ ძველი ბერძნების დროიდან მოდის შეხედულება, რომ დაცემინება წარმოადგენს ჭეშმარიტების დასტურს. წყარო: Одиссея, песнь 17, строки 539-548 ბმული: http://moazrovne.net/q/2063პასუხი -
შეკითხვა #2064 © დმიტრი სტრილჩუკი
თქვენს წინაშეა ცნობილი წიგნის ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნის ავტორი?პასუხი: ჯორჯ ორუელი კომენტარი: კომენტარი: ჯორჯ ორუელის რომანის, „1984“-ის გარეკანზე გამოსახულია ასთვალიანი მამაკაცი, იმის ნიშნად რომ დიდი ძმა სულ მუდამ აკონტროლებდა თავის „პატარა ძმებს“. წყარო: img.videla.ru/Book%20Cover%20Contest/5.jpg ბმული: http://moazrovne.net/q/2064პასუხი -
შეკითხვა #2065 © ეკატერინა ლობოკოვა
სერიალში „ტურისტები“ საქორწინო მოგზაურობის დროს მთავარი პერსონაჟი ხსნის ჩემოდანს და ამბობს: „კარგი იქნებოდა აქ ერთი ბიდონი ტეკილა და ერთი ცენტნერი ლიმონიც რომ იყოს“. ყურადღება შეკითხვა: (მიიღება ზუსტი პასუხი) რა ჩაუდო მთავარი პერსონაჟის დედამ ჩემოდანში ახალდაქორწინებულ წყვილს გამგზავრების წინ?
პასუხი: ფუთი მარილი კომენტარი: კომენტარი: რათა ახალდაქორწინებულ წყვილს უკეთ გაეცნო ერთმანეთი, „ფუთი მარილის შეჭმის“ შემდეგ. წყარო: "Туристы", серия 1 ბმული: http://moazrovne.net/q/2065პასუხი -
შეკითხვა #2066 © ალექსანდრ როჟდესტვინი
ირსი ბედა თავის წიგნში მოგვითხრობს წმინდა ეგბერტის შესახებ, რომელიც ცნობილი იყო თავისი ასკეტიზმით და ძირითადად რძითა და პურით იკვებებოდა. ასევე წიგნში ხაზგასმულია ისიც, რომ ტრაპეზის დაწყებამდე წმინდა ეგბერტი ყოველთვის აკეთებდა ამას. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებდა წმინდა ეგბერტი?
პასუხი: რძეს ნაღებს ხდიდა კომენტარი: კომენტარი: იგი იმდენად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ რძესაც კი ნაღების გარეშე მიირთმევდა. წყარო: flibusta.net/b/66128/read ბმული: http://moazrovne.net/q/2066პასუხი -
შეკითხვა #2067 © ვლადიმირ საიაპინი
გერმანელმა მუსიკოსმა, ვოლფგანგ ჰაიჰელმა აზიის ერთ ქვეყანაში მუსიკალური ტურნეს დასრულების შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ ჭეშმარიტად მეფური დახვედრა მოუწყვეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აზიის ეს ქვეყანა.
პასუხი: მონღოლეთი კომენტარი: კომენტარი: ვოლფგანგ ჰაიჰელი „Dschinghis Khan“-ის წევრია. წყარო: "Настроение", эфир от 17 февраля 2011 года. ბმული: http://moazrovne.net/q/2067პასუხი -
შეკითხვა #2068 © ოლეგ შევეცოვი
1855 წელს იოჰან ლუნდსტრემმა თეთრი იქსი შეცვალა წითელი იქსით, რითაც ფართო მოხმარების ნივთის გამოყენება უსაფრთხო გახადა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფოსფორი კომენტარი: კომენტარი: ასანთის შემადგენლობაში მან თეთრი მომწამლავი ფოსფორი შეცვალა წითლით. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%87%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/2068პასუხი -
შეკითხვა #2069 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყურადღება შეკითხვას სვამს პამელა ტრევერსი: ჩვ. წ. მე-6 საუკუნეში სპარსეთის სამეფო უეცრად თავს დაესხა სირიას. ამაზე საუბრისას, ფსევდო-დიონისიუს არეოპაგელმა სპარსეთის სამეფოს უწოდა იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: აღმოსავლეთის ქარი კომენტარი: კომენტარი: პამელა ტრავერსის წიგნში მერი პოპინსი აღმოსავლეთის ქარმა მოიყვანა. სპარსეთი სირიის აღმოსავლეთით მდებარეობდა. წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Греция, Рим, Византия
- flibusta.net/b/78181/read
პასუხი -
შეკითხვა #2070 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
1848 წელს ქვეყნის შიგნით არსებული არეულობის გამო პრინცმა ვილჰელმა გააკეთა ეს და გაიქცა ინგლისში. ქართულ კინემატოგრაფში მთავარმა პერსონაჟმა ეს გააკეთა სლოვაკეთში მოგზაურობის დროს. ყურადღება შეკითხვა: რა გააკეთეს პრინცმა ვილჰელმა და ზემოხსენებულმა პერსონაჟმა?
პასუხი: ულვაშები მოიპარსეს კომენტარი: კომენტარი: რომ არ ეცნოთ პრინცმა ვილჰელმა ულვაშები მოიპარსა. ფილმში „რაჭა ჩემი სიყვარული“ მთავარი პერსონაჟი სლოვაკეთში ყოფნის დროს იპარსავს ულვაშებს. წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Западная Европа.
- flibusta.net/b/78180/read
პასუხი -
შეკითხვა #2071 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ჯორჯ გორდონ ბაირონმა, თავის ერთ ნაწარმოებში ირონიულად იხუმრა ონეგინები იმდენი არიან, რომ თვით ევგენიც კი ონეგინი იყოო. ყურადღება შეკითხვა: რომელი სახელი და გვარია შეცვლილი შეკითხვაში „ევგენი ონეგინით“?
პასუხი: ადამ სმიტი კომენტარი: კომენტარი: ბაირონი ორაზროვნად ხუმრობს ადამ სმიტის და ზოგადად სმიტების სიმრავლის შესახებ. წყარო: Д.Г. Байрон. Дон-Жуан. Любое издание ბმული: http://moazrovne.net/q/2071პასუხი -
შეკითხვა #2072 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყვებიან ასეთ ისტორიას: როდესაც ჟოზეფინა ბოარნემ ნაპოლეონ ბონაპარტი გაიცნო, ამ უკანასკნელის ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო, ჟოზეფინამ იგი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ჩექმებიანი კატა წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Западная Европа.
- flibusta.net/b/78180/read
პასუხი -
შეკითხვა #2073 © კონსტანინ სმოლი
ისტორიკოსი ჟიულ მიშლე ფრანსუა რაბლეს ნაწარმოებს, „გარგანტუა და პანტაგრუელს“ უწოდებს იქსს და წერს, რომ ეს ის იქსია, რომლის ყოველი ფოთლის ქვეშ მომავალი თაობებისთვის ნაყოფი იმალებაო. იქსი 1890 წელს ინგლისში გამოცემული ცნობილი წიგნის სათაურია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ოქროს ტოტი კომენტარი: ჩათვლა: დედოფალი ვიქტორიას ექიმი
ჟიულ მიშლემ „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ოქროს ტოტს შეადარა, რომლის ყოველი ფოთლის ქვეშ მომავლის თაობებს ნაყოფი ელოდებათ. „ოქროს ტოტი“ ჯეიმს ფრეზერის ცნობილი წიგნის სათაურია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2073პასუხი -
შეკითხვა #2074 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგკომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოლიმპიადის არაოფიციალური სიმბოლო, გომბეშო ზოიჩი საპროტესტო პერსონაჟია (Протестный персонаж). საკუთარი აზრის გასამყარებლად მან ისტორიული მაგალითების გახსენება სცადა და კიდევ ერთი საპროტესტო პერსონაჟი დაასახელა. ყურადღება შეკითხვა: რომელი პერსონაჟი გაიხსენა მან?
პასუხი: ბაბა-იაგა კომენტარი: ორგკომიტეტის თავმჯდომარის სიტყვების თანახმად ზოიჩი, ისევე როგორც ბაბა-იაგა 1980 წლის ოლიმპიადაზე, შეიქმნა ფართო მასებში პროტესტის გამოსახატავად და ამ გზით ყურადღების მისაპყრობად. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2074პასუხი -
შეკითხვა #2075 © იგორ პეტრი
982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ბრაზილიის და სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრებები, სადაც სსრკ-ს ნაკრები დამარცხდა მსაჯების მიკერძოებულობის გამო. ამასთან დაკავშირებით რუსი ჟურნალისტები წერდნენ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი „გახდა ლიდერი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „გახდა ლიდერი“?
პასუხი: შეიმოსა ყვითელი მაისურით კომენტარი: როგორც ცნობილია, ტურ-დე-ფრანსში ლიდერს აცვია ყვითელი მაისური. ჟურნალისტები გულისხმობდნენ, რომ მსაჯი იმდენად მიკერძოებული იყო, რომ მან ჩაიცვა ყვითელი მაისური (ბრაზილიელების ფორმა). წყარო:- Энциклопедия мирового футбола. История чемпионатов мира: Часть 3. – Севастополь, 1998. – С. 65.
- ru.wikipedia.org/wiki/%D0%96%D1%91%D0%BB%D1%82%D0%
პასუხი -
შეკითხვა #2076 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
თქვენს წინაშეა ლუის კეროლის წიგნის გამოცემა ერთ-ერთ ენაზე. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნში თანდართული ილუსტრაციების ავტორი?პასუხი: ტუვე იანსონი კომენტარი: ეს არის თარგმანი ფინურ ენაზე. ტუვე იანსონი არამხოლოდ საკუთარ წიგნებს ასურათებდა, არამედ კეროლის, ტოლკიენის და ა.შ. ნაწარმოებებსაც. წყარო: fi.wikipedia.org/wiki/Liisan_seikkailut_ihmemaassa ბმული: http://moazrovne.net/q/2076პასუხი -
შეკითხვა #2077 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ეკონომიკის მიმართ ლიბერალური მიდგომის კრიტიკისას სიუზენ ჯორჯმა თქვა, რომ ის ყბაში მოხვდება ყველას, ვინც მას ბრმად ენდობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ „ის“ ორი სიტყვით.
პასუხი: უხილავი ხელი კომენტარი: ადამ სმიტს ეკუთვნის ტერმინი „ბაზრის უხილავი ხელი“, რომლის თანახმადაც ერთეული პიროვნება ცდილობს რა საკუთარი გამორჩენის მაქსიმიზაციას, ამით საზოგადოების საკეთილდღეოდ მოქმედებს ბაზრის უხილავი ხელის საშუალებით. წყარო: Д.Г. Байрон. Дон-Жуан. Любое издание ბმული: http://moazrovne.net/q/2077პასუხი -
შეკითხვა #2078 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
ერთი ხუმრობის თანახმად კომიქსების პირველ ყაზახ სუპერგმირს, რომელიც საკუთარ ძალებს ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტისგან მოიპოვებს, უნდა ერქვას ასე. ყურადღება შეკითხვა: როგორ უნდა ერქვას მას?
პასუხი: აირანმენი კომენტარი: აირანი მომჟავო რძის პროდუქტია, რომელიც ყაზახეთშია გავრცელებული. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2078პასუხი -
შეკითხვა #2079 © ედუარდ გოლუბი
ჯარედ დაიმონდი თავის წიგნში მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ მიართვა ფრატერ ვისენტემ ინკების მმართველს, ატაჰუალპას ნივთი, რომელსაც მავანნი და მავანნი ევროპული ცივილიზაციის საძირკველს უწოდებენ. ატაჰუალპას არაფერი მსგავსი არ ენახა და მას შემდეგ, რაც ვერაფერი გაუგო მიწაზე დააგდო, რამაც კონკისტადორებს მასთან მტრობის ფორმალური მიზეზი გაუჩინა. ყურადღება შეკითხვა: რა მიართვა ფრატერ ვისენტემ ატაჰუალპას?
პასუხი: ბიბლია კომენტარი: წმინდა წიგნის დაბლა დაგდება კონკისტადორებმა შეურაცხყოფად მიიღეს და ინკებს ომი გამოუცხადეს. წყარო: Джаред Даймонд. Ружья, микробы и сталь: История человеческих сообществ. - М.: АСТ, 2009. - С 88. ბმული: http://moazrovne.net/q/2079პასუხი -
შეკითხვა #2080 © აიდან სოლდატოვი
გასული საუკუნის 60-იან წლებში ჯორჯ ჰარისონის მეგობარს ლამაზი ლეგენდა მოუყვნენ. ლეგენდაში ფიგურირებდა ლამაზმანი და უანგარო სიყვარული მის მიმართ. ყურადღება შეკითხვა: რა ერქვა ამ ლამაზმანს?
პასუხი: ლაილა კომენტარი: ჯორჯ ჰარისონის მეგობარი კი ერიკ კლეპტონი გახლდათ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Layla ბმული: http://moazrovne.net/q/2080პასუხი -
შეკითხვა #2081 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ „ფინიქსის“ კალათბურთელების უხეირო თამაშზე საუბრისას ერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ ამ თამაშში მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: მზის ლაქები კომენტარი: როგორც ცნობილია ფინიქსის საკალათბურთო გუნდს ჰქვია „Phoenix Suns“. წყარო: www.sports.ru/basketball/70929210.html ბმული: http://moazrovne.net/q/2081პასუხი -
შეკითხვა #2082 © ვლადიმერ საიაპინი
ერთი ანიმე-სერიალის ყურებისას შეკითხვის ავტორმა, ვლადიმირ საიაპინმა უხეში გეოგრაფიული შეცდომა აღმოაჩინა და აღშფოთდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გეოგრაფიული ობიექტი, რომლის მიმართაც იქნა დაშვებული შეცდომა.
პასუხი: კურილის კუნძულები კომენტარი: იაპონურ ანიმეში გეოგრაფიულ რუკაზე კურილის კუნძულები გამოსახული იყო იაპონიის შემადგენლობაში. წყარო: М/ф "Мёд и клевер" (24 серия). ბმული: http://moazrovne.net/q/2082პასუხი -
შეკითხვა #2083 © ედუარდ გოლუბი
არაიაპონელის დაწერილ ერთ თანამედროვე ჰოკუში ფიგურირებს თეთრი ბრინჯი და მასზე მოსხმული სოიოს სოუსი. რომელი ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვა წარმოადგენს ამ ჰოკუს სათაურს?
პასუხი: იეროგლიფი კომენტარი: ჰოკუ არაიაპონელის დაწერილია, შესაბამისად მისი სათაური არის არა „კანძი“, როგორც ამას იაპონიაში უწოდებენ, არამედ - იეროგლიფი. სოიოს სოუსით თეთრ ბრინჯზე იეროგლიფია გამოსახული. წყარო: full-house.ru/detail.php?id=21586 ბმული: http://moazrovne.net/q/2083პასუხი -
შეკითხვა #2084 © ევგენი ლიაპინი
საბჭოთა სპეცსამსახურების დალუქული არქივების პრობლემას მიეძღვნა სტატია, რომლის სათაურიც გვამცნობს, რომ „ისტორიის თავზე დაფრინავენ ისინი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.
პასუხი: გრიფები კომენტარი: დალუქულ არქივებს საიდუმლოების სხვადასხვა დონის შემცველი გრიფები აქვს მინიჭებული. ამასთან მათი გახსნის შემთხვევაში ისტორიკოსები ისევე დაესევიან მასალებს, როგორც გრიფები მკვდარ ლეშს. წყარო: www.portal-credo.ru/site/?act=news&id=80391 ბმული: http://moazrovne.net/q/2084პასუხი -
შეკითხვა #2085 © ედუარდ გოლუბი
ეხლახანს ურუგვაელი ფეხბურთელი, ფერნანდო მუსლერა „ლაციოდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა, რასთან დაკავშირებითაც ენაკვიმატმა გულშემატკივრებმა იხუმრეს, რომ თუ მუსლერამ ამ კურსით გააგრძელა კლუბების ცვლა, იგი თავის საფეხბურთო კარიერას ერთ დედაქალაქში დაასრულებსო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
პასუხი: მოსკოვი კომენტარი: სტამბული (კონსტანტინოპოლი) - მეორე რომია, მოსკოვი - მესამე. რომი-სტამბული-მოსკოვი... მეოთხე რომი არ არსებობს. შესაბამისად, მუსლერა გულშემატკივრების ხუმრობის თანახმად მოსკოვში დაასრულებს კარიერას. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2085პასუხი -
შეკითხვა #2086 © დმიტრი გოლდინი
ფიზიკოსის, რობერტ ვუდის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს, რომ მისი საყვარელი ალფა ბავშვობაში სტარტევანტის უზარმაზარი ქარხანა იყო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მსახიობი, რომელმაც 1976 წლის ფილმში, სახელწოდებით „ალფა“, მთავარი როლი შეასრულა.
პასუხი: პიერ რიშარი კომენტარი: ალფა - არის სათამაშო. წყარო:- В. Сибрук. Роберт Вуд, современный чародей физической лаборатории.
- flibusta.net/b/157772/read
პასუხი -
შეკითხვა #2087 © ვლადიმერ ოსტროვსკი
თქვენს წინაშეა დიზაინერის, ოლივერ ფაბელის საშობაო საჩუქარი, სუვენირების ერთგვარი ნაკრები რომელზედაც წაშლილია სამი სახელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წაშლილი სახელები.პასუხი: მარიამი, იესო, იოსები კომენტარი: სურათზე იესოს დაბადების სცენაა დადგმული. Esel - ვირია, ochse - ხარი, hirte - მწყემსი, schaf - ცხვარი, könig - მეფე. წყარო: www.oliverfabel.de/ ბმული: http://moazrovne.net/q/2087პასუხი -
შეკითხვა #2088 © კონსტანტინ სმოლი
თავის ცნობილ წიგნში ეს ინგლისელი ჩივის, რომ „მისი ეპოქის ძლიერი სახელმწიფოების მმართველების ცხოვრებაში „ფილოსოფიისათვის [გამოტოვებულია სამი სიტყვა]“. გამოტოვებული სამი სიტყვა თარგმანში ემთხვევა ზემოხსენებული ცნობილი წიგნის სათაურს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ინგლისელის სახელი და გვარი.
პასუხი: თომას მორი კომენტარი: იგი „უტოპიაში“ წერს, რომ ძლიერი სახელმწიფოების მმართველების ცხოვრებაში ფილოსოფიისათვის ადგილი არ არის. „ადგილი არ არის“ ასე შეიძლება ითარგმნოს „უტოპია“ ძვ. ბერძნულიდან. წყარო: М. Мак-Люэн. Галактика Гутенберга. - Киев, "Ника-Центр", 2003. – С. 193. ბმული: http://moazrovne.net/q/2088პასუხი -
შეკითხვა #2089 © ედუარდ გოლუბი
მიმდინარე წელს ბუტანის საკანონმდებლო ორგანომ მკაცრი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქუჩებში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა და მოწევა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. სტატიაში, რომელიც ამ ფაქტს მიეძღვნა, ზემოხსენებულ დადგენილებას უწოდეს იქსი, რაც ბუტანის შემთხვევაში ლოგიკურია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: დრაკონული კანონი კომენტარი: დრაკონი ბუტანის ეროვნული სიმბოლოა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2089პასუხი -
შეკითხვა #2090 © მაქსიმ მერზლიაკოვი
მურიელ ბარბერის აზრით თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში სწორად ეს ნივთი ცვლის კრიალოსანს. ევგენი ბელიკოვმა კი მას „თანამედროვე ოჯახების განხეთქილების ვაშლი“ უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: ტელევიზორის პულტის კომენტარი: ურიელ ბარბერის აზრით არხების გადართვის პროცესი კრიალოსანის მძივების გადათვლას შეესაბამება. ტელევიზორის პულტი განხეთქილების საფუძველს წარმოადგენს მრავალ ოჯახში. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2090პასუხი -
შეკითხვა #2091 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
2011 წლის მაისში რუსულ ინტერნეტში პოპულარული იყო კარიკატურა, რომელზეც გამოსახული იყო სპორტსმენი, რომელიც მიაგორებდა ურიკას. კარიკატურაზე გაკეთებული იყო მინაწერი: ჩვენ ისინი გავხვეტეთ. ყურადღება შეკითხვა: რა ეყარა ურიკაში?
პასუხი: ნეკერჩხლის ფოთლები კომენტარი: 011 წლის მაისში მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში რუსეთის ნაკრებმა ჰოკეიში სძლია კანადის გუნდს. წყარო: denis-zaw.livejournal.com/146747.html ბმული: http://moazrovne.net/q/2091პასუხი -
შეკითხვა #2092 © კონსტანტინ სმოლი
„სიმპსონების“ სერიაში, რომლის სახელწოდებაა „ლიზა სიმპსონი ღმერთის წინააღმდეგ“ ნაჩვენებია სასამართლო პროცესი, რომელიც 1925 წელს მომხდარი მოვლენის პაროდიას წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი, რომლის გვარიც ფიგურირებს „სიმპსონების“ ამ სერიაში.
პასუხი: დარვინი კომენტარი: 1925 წელს აშშ-ში გაიმართა ე.წ. „მაიმუნის პროცესი“, სადაც გაასამართლეს, სკოლის მასწავლებელი ჯონ სკოუპსი, რომელიც სკოლაში ევოლუციის თეორიას ასწავლიდა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2092პასუხი -
შეკითხვა #2093 © ედუარდ გოლუბი
გერმანელი ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის უკანასკნელ გამარჯვებებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მას მადა გაეხსნა. შეკითხვის ავტორის აზრით ეს შეიძლება აიხსნას „დაავადებით“ (დაავადება ბრჭყალებში), რომელიც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებითაა გამოწვეული. ეს „დაავადება“ (ისევ ბრჭყალებში) შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნეოლოგიზმით, რომელიც რეალური დაავადებისთვის თავში სამი ასოს დამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: რედბულიმია კომენტარი: სებასტიან ფეტელი „რედ ბულის“ გუნდის ავტომრბოლელია. ბულიმია - ავადმყოფურად გაზრდილი მადაა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2093პასუხი -
შეკითხვა #2094 © ანდრეი სოლდატოვი
შუა საუკუნეების ისტორიკოსი ვილჰელმ აპულიელი თავის ნაშრომში აღწერს პალერმოდან სიცილიის ფლოტის გამომგზავრებას. ჯონ ნორვიჩმა ამ აღწერის შესახებ დაწერა, რომ ვილჰელმ აპულიელის იქსი მძიმეა. გაითვალისწინეთ, რომ იქსის ზომა შეადგენს ექვს მეტრს და დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ჰეგზამეტრი კომენტარი: შუა საუკუნეების ისტორიკოსი, ვილჰელმ აპულიელი თავის აზრებს ჰეგზამეტრის საშუალებით გადმოსცემს, რაც ჯონ ნორვიჩისთვის მძიმე საკითხავი აღმოჩნდა. ჰეგზამეტრის საზომი ანტიკური პოეზიის მეტრიკაში ექვსი მეტრია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2094პასუხი -
შეკითხვა #2095 © ეკატერინა ლობაკოვა
ერთმა ЖЖ ბლოგერმა თავის ბლოგზე დაწერა შემდეგი ფრაზა: „ის მათ აძლევდა, მე კი მათ არ მივცემ“ („Она им давала, а я им не дам!“). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე პიროვნება, რომელსაც ბლოგერმა ეს ფრაზა მიაწერა.
პასუხი: ალფრედ ნობელს კომენტარი: ლეგენდის თანახმად ნობელის პრემია იმიტომ არ ენიჭებათ მათემატიკოსებს, რომ ალფრედ ნობელის სატრფო ცოლად მათემატიკოსს გაჰყვა. წყარო: anabellka.livejournal.com/109598.html ბმული: http://moazrovne.net/q/2095პასუხი -
შეკითხვა #2096 © ალექსანდრ როჟდესტვინი
ჟურნალისტები წერენ, რომ იტალიელი ფეხბურთელი მარკო მატერაცი სირთულის მოყვარულია. ასე მაგალითად, მან გაიკეთა ტატუ, რომელზეც მისი დაბადების თარიღია ამოტვიფრული. ყურადღება შეკითხვა: რაში გამოიხატება სირთულე მარკო მატერაცის ტატუზე?
პასუხი: ტატუზე თარიღი წერია რომაული ციფრებით კომენტარი: ესაბამისად ტატუზე გამოსახული თარიღის წაკითხვა შედარებით რთულია. წყარო: dmitrypastushok.livejournal.com/29606.html ბმული: http://moazrovne.net/q/2096პასუხი -
შეკითხვა #2097 © ნიკიტა ვაინერი
2003 წელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორად გახდომის შემდეგ არნოლდ შვარცენეგერმა შეწყვიტა კინოში გადაღება, ვინაიდან ამას კრძალავს აშშ-ს კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის ერთი გამონაკლისი. არნოლდ შვარცენეგერს ეკრძალებოდა კინოში ნებისმიერი როლის შესრულება, გარდა ერთისა. ყურადღება შეკითხვა: ვისი როლის შესრულების უფლება ჰქონდა გუბერნატორად ყოფნის დროს არნოლდ შვარცენეგერს?
პასუხი: არნოლდ შვარცენეგერის კომენტარი: გუბერნატორს საკუთარი თავის როლის თამაში შეუძლია მხოლოდ. წყარო: www.dni.ru/culture/2009/4/7/163376.html ბმული: http://moazrovne.net/q/2097პასუხი -
შეკითხვა #2098 © მაქსიმ მერზლიაკოვი
სიტყვათშეთანხმება Assez d'eau (ასსე დო) ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „საკმარისი წყალი“. რომელი ქალაქის სახელწოდებას უკავშირებენ მკვლევარები ამ ფრანგულ სიტყვათშეთანხმებას?
პასუხი -
შეკითხვა #2099 © არტიომ ვიქტოროვი
ბრიტანელმა ფიზიოლოგმა და თერაპევტმა, ჯონ რეინოლდსმა 1851 წელს ლონდონის უნივერსიტეტი ოქროს მედალზე დაამთავრა, თუმცა მის კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებად მაინც 1878 წელს დათარიღებული მოვლენა სახელდება, როდესაც იგი დანიშნეს... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, რა პოსტი დაიკავა მან?
პასუხი: დედოფალი ვიქტორიას მკურნალი ექიმი კომენტარი: დედოფალ ვიქტორიას სახელი თარგმანში „გამარჯვებას“ ნიშნავს.
ჩათვლა: დედოფალი ვიქტორიას (პირადი) ექიმი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%B5%D0%B9%D0%BD%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/2099პასუხი -
შეკითხვა #2100 © ალექსანდრ ბელოგლაზოვი
მატარებელს, რომლის მარშრუტი გადის მალაიზიაზე, ტაილანდზე და სინგაპურზე უწოდეს ინგლისური სახელი, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იქს იქს იგრეკი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში „იქს იქს იგრეკით“?
პასუხი: აღმოსავლეთის აღმოსავლეთის ექსპრესი კომენტარი: ატარებელს ინგლისურად ჰქვია Eastern Oriental Express. წყარო: www.rusadventures.ru/offers/5181.aspx ბმული: http://moazrovne.net/q/2100პასუხი -
შეკითხვა #2101 © ედუარდ გოლუბი
ერთ მოთხრობაში მოქმედება ძველი ინკების იმპერიაში ხდება. მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელიც ბრბოშია გარეული და ინკების უმაღლესი მმართველის, ატაჰუალპას პროცესიას გასცქერის. ზუსტად მაშინ, როდესაც იმპერატორი მის წინ ჩაივლის მთავარი პერსონაჟი წინ მდგომს მიმართავს ფრაზით, რომელიც ცნობილ ფილოსოფოსს მიეწერება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილოსოფოსი.
პასუხი: დიოგენე სინოპელი კომენტარი: როგორც ცნობილია ინკების უმაღლესი მმართველი მზის განსახიერება იყო. მთავარი პერსონაჟი მის წინ მდგომს ეუბნება „გამოიწიე, მზეს ნუ ეფარებიო“. ეს ფრაზა ლეგენდის თანახმად დიოგენე სინოპელმა უთხრა ალექსანდრე მაკედონელს. წყარო:- Эдуард Голуб. В толпе.
- en.wikipedia.org/wiki/Diogenes_and_Alexander
პასუხი -
შეკითხვა #2102 © კონსტანტინ სმოლი
ინგლისელი მწერალი ჯულიან ჰაქსლი თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიებიდან ღმერთის იდეის გაქრობას ეხმიანება და ღმერთს კოსმიურ იქსს უწოდებს. ერთი ვერსიით იქსმა მთავარი მახასიათებელი კონტლტონის სააბატოს მოჩვენებისგან ისესხა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ჩეშირის კატა კომენტარი: მ ვერსიის თანახმად ლუის კეროლი მოხიბლული იყო კონტლტონის სააბატოს მოჩვენებით, რომელიც როგორც ყველა მოჩვენებას სჩვევია, ხანდახან ქრებოდა ხოლმე. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2102პასუხი
- პაკეტის კომენტარები: