შეკითხვა #2085
-
ეხლახანს ურუგვაელი ფეხბურთელი, ფერნანდო მუსლერა „ლაციოდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა, რასთან დაკავშირებითაც ენაკვიმატმა გულშემატკივრებმა იხუმრეს, რომ თუ მუსლერამ ამ კურსით გააგრძელა კლუბების ცვლა, იგი თავის საფეხბურთო კარიერას ერთ დედაქალაქში დაასრულებსო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
პასუხი: მოსკოვი კომენტარი: სტამბული (კონსტანტინოპოლი) - მეორე რომია, მოსკოვი - მესამე. რომი-სტამბული-მოსკოვი... მეოთხე რომი არ არსებობს. შესაბამისად, მუსლერა გულშემატკივრების ხუმრობის თანახმად მოსკოვში დაასრულებს კარიერას. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2085 გაზიარება:პასუხი