შეკითხვა #2088
-
თავის ცნობილ წიგნში ეს ინგლისელი ჩივის, რომ „მისი ეპოქის ძლიერი სახელმწიფოების მმართველების ცხოვრებაში „ფილოსოფიისათვის [გამოტოვებულია სამი სიტყვა]“. გამოტოვებული სამი სიტყვა თარგმანში ემთხვევა ზემოხსენებული ცნობილი წიგნის სათაურს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ინგლისელის სახელი და გვარი.
პასუხი: თომას მორი კომენტარი: იგი „უტოპიაში“ წერს, რომ ძლიერი სახელმწიფოების მმართველების ცხოვრებაში ფილოსოფიისათვის ადგილი არ არის. „ადგილი არ არის“ ასე შეიძლება ითარგმნოს „უტოპია“ ძვ. ბერძნულიდან. წყარო: М. Мак-Люэн. Галактика Гутенберга. - Киев, "Ника-Центр", 2003. – С. 193. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2088 გაზიარება:პასუხი