შეკითხვა #2089
-
მიმდინარე წელს ბუტანის საკანონმდებლო ორგანომ მკაცრი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქუჩებში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა და მოწევა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. სტატიაში, რომელიც ამ ფაქტს მიეძღვნა, ზემოხსენებულ დადგენილებას უწოდეს იქსი, რაც ბუტანის შემთხვევაში ლოგიკურია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
კომენტარები:პასუხი: დრაკონული კანონი კომენტარი: დრაკონი ბუტანის ეროვნული სიმბოლოა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2089 გაზიარება:პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

