შეკითხვა #2093
-
გერმანელი ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის უკანასკნელ გამარჯვებებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მას მადა გაეხსნა. შეკითხვის ავტორის აზრით ეს შეიძლება აიხსნას „დაავადებით“ (დაავადება ბრჭყალებში), რომელიც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებითაა გამოწვეული. ეს „დაავადება“ (ისევ ბრჭყალებში) შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნეოლოგიზმით, რომელიც რეალური დაავადებისთვის თავში სამი ასოს დამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: რედბულიმია კომენტარი: სებასტიან ფეტელი „რედ ბულის“ გუნდის ავტომრბოლელია. ბულიმია - ავადმყოფურად გაზრდილი მადაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2093 გაზიარება:პასუხი