შეკითხვა #2101
-
ერთ მოთხრობაში მოქმედება ძველი ინკების იმპერიაში ხდება. მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელიც ბრბოშია გარეული და ინკების უმაღლესი მმართველის, ატაჰუალპას პროცესიას გასცქერის. ზუსტად მაშინ, როდესაც იმპერატორი მის წინ ჩაივლის მთავარი პერსონაჟი წინ მდგომს მიმართავს ფრაზით, რომელიც ცნობილ ფილოსოფოსს მიეწერება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილოსოფოსი.
პასუხი: დიოგენე სინოპელი კომენტარი: როგორც ცნობილია ინკების უმაღლესი მმართველი მზის განსახიერება იყო. მთავარი პერსონაჟი მის წინ მდგომს ეუბნება „გამოიწიე, მზეს ნუ ეფარებიო“. ეს ფრაზა ლეგენდის თანახმად დიოგენე სინოპელმა უთხრა ალექსანდრე მაკედონელს. წყარო:- Эдуард Голуб. В толпе.
- en.wikipedia.org/wiki/Diogenes_and_Alexander
პასუხი