შეკითხვა #431
-
დედოფალ ელისაბედ II-ის კარის იუველირი სტიუარტ დევლინი მსოფლიოში ცნობილი კაცია. იგი 36 ქვეყნის მონეტების დიზაინის ავტორია. გარდა ამისა, იგი 1982 წლიდან რეგულარულად კონსულტაციებს უწევს ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დიდი მადლიერია დევლინისა და მას ელჩის რანგიც კი მიანიჭა. დაასახელეთ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია!
პასუხი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კომენტარი: დევლინი ოლიმპიური მედლების დიზაინსაც უწევს კონსულტაციას (ასევე ითვლება ეს პასუხიც) წყარო: გაზეთი “სარბიელი”, 29 აპრილი, 2000 წ, გვ. 11 პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/431 გაზიარება:პასუხი