საქართველოს მე-6 ჩემპიონატი
ფინალური თამაში
21 მაისი, 2000
-
სიტყვას ZIP ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მოცემული აქვს შემდეგი განმარტებები: ტყვიის ზუზუნი; ნაჭრის დაფხრეწის ტკაცატკუცი; სისწრაფე, სიმკვირცხლე; “ელვა” შესაკრავი. ახლა, კი მითხარით, რას უწოდეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა “ზიპპერგეიტი”?
პასუხი: სკანდალს ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ირგვლივ. კომენტარი: გამომდინარე სიტყვის ZIP უკანასკნელი განმარტებიდან - ”ელვა” შესაკრავი. ბმული: http://moazrovne.net/q/418პასუხი -
როგორც ცნობილია, წყალბადის ყველაზე გავრცელებული პირველი იზოტოპის ბირთვს ეწოდება პროტონი. რა ეწოდება წყალბადის მესამე იზოტოპის ბირთვს?
პასუხი -
ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში სულ 30-ია. მათ შორის ევროპაში – 11, აზიაში – 14, აფრიკაში – 3, ხოლო დარჩენილი 2 – ოკეანეთში. დაასახელეთ მათ შორის 3, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს!
პასუხი: იაპონია, ტაილანდი და დიდი ბრიტანეთი კომენტარი: საუბარია მონარქიულ ქვეყნებზე (ასევე ჩათვლაა მხოლოდ ეს პასუხიც). ბმული: http://moazrovne.net/q/420პასუხი -
არც ისე იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ არა ერთ, არამედ რამდენიმე სფეროში. მაგალითად, გოეთე იყო არა მარტო პოეტი, არამედ ბუნებისმეტყველიც, ბოროდინი – კომპოზიტორი და ქიმიკოსი, და ა.შ. ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას “კომპლექსიც” კი უწოდეს. ვის სახელს ატარებს ეს “კომპლექსი”?
პასუხი: ლეონარდო და ვინჩის ბმული: http://moazrovne.net/q/421პასუხი -
ტოკიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათმა ქალაქმა მარტო მე-20 საუკუნეში ორჯერ დაკარგა საშუალება ბოლო მოეღო ქაოტურობისათვის და დაეწყო აღმშენებლობა გეგმის მიხედვით. თავისი არსით განსხვავებული რომელი ორი რეალურად მომხდარი მოვლენა აძლევდა ასეთ შანს ქალაქს?
პასუხი: მიწისძვრა და ტოკიოს დაბომბვები მე-2 მსოფლიო ომის დროს ბმული: http://moazrovne.net/q/422პასუხი -
ერთ წიგნში კითხვის ავტორმა ამოიკითხა ასეთი სათაურები: “ეკატერინე დიდი”, “ბრილიანტი”, “ლომი და მზე”, “ნაპოლეონი”, “წმინდა ელენე”, “მონტე-კარლო”, “მეფე ალბერტი”, “მეტერნიჰი” და “პაგანინი”. ამ სიაში არ მოხსენიებულ კიდევ რამდენიმე ელემენტის დასახელება შეუძლია იმ ხალხს, რომლებიც სარგებლობენ კომპიუტერებით. რა სიტყვა აერთიანებს ყველა ჩამოთვლილ სათაურებს?
პასუხი: პასეანსი კომენტარი: ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა პასეანსების სახელები. ბმული: http://moazrovne.net/q/423პასუხი -
როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ მოვლენას მიიჩნევს ცხოვრებაში უმთავრესად, მან პირველ ადგილზე დააყენა 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა ნიჩბოსნობაში, მესამეზე – მის ომისსაწინააღმდეგო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. წიგნი კი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, მან მეორე ადგილზე დააყენა. დაასახელეთ ეს წიგნი, თუ ამერიკული პრესის მონაცემებით, მისი საერთო ტირაჟები მხოლოდ ბიბლიის ტირაჟებს ჩამოუვარდება!
პასუხი: “ბავშვი და მისი მოვლა”, ბენჯამენ სპოკი ბმული: http://moazrovne.net/q/424პასუხი -
აზრი იმის შესახებ, რომ ამ ნივთის ისტორია სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ამ ბოლო დროს სერიოზულ ეჭვს იწვევს. სომხეთში აღმოჩენილი იქნა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1166 წლით დათარიღებული სურათი, რომელზეც გამოსახულია ორი ნახევრისაგან შედგენილი ბამბუკის ჩხირი. ჩხირის შუაში მოთავსებულია ღრუ სფერო, რომელიც გავსებულია სპეციალური სითხით. რომელ საგანზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ბურთულიან კალამზე ბმული: http://moazrovne.net/q/425პასუხი -
არაჩვეულებრივი სახელი - “21-A” – მისცა თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ინგლისელმა ერიკ ფოტბერიმ. მართალია უკვე ვეღარავის გააკვირვებ ინგლისში სახელებით ბაბუაწვერა, ფერია, ტუზი და ა.შ. მაგრამ ახალი სახელწარმოქმნის პროცესში თავი ისახელა პერუმ, სადაც ტროპიკული წვიმების გამო, რომლებიც ხშირია ამ ქვეყანაში, სწრაფად გავრცელდა ერთი ახალი სახელი. რა სახელი?
პასუხი: აშ-ორი-ო (H2O) ბმული: http://moazrovne.net/q/426პასუხი -
ერთ-ერთ შუასაუკუნოვან სომხურ მატიანეში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაარსეს სამმა ძმამ ქუარმა, მელთეოსმა და ჰორივანმა შორეულ პალუნის მიწაზე ქალაქი. რა ქალაქი?
პასუხი: კიევი ბმული: http://moazrovne.net/q/427პასუხი -
წმინდა ისიდორე სევილიელმა, რომელიც მე-6-7 საუკუნეებში ცხოვრობდა, შეადგინა 20 ტომიანი ენციკლოპედია. რის მფარველად დანიშნა ახლახან წმინდა ისიდორე კათოლიკურმა ეკლესიამ?
პასუხი: ინტერნეტის კომენტარი: მისი ენციკლოპედია ითვლება კაცობრიობის ისტორიაში პირველ მონაცემთა ბაზად ბმული: http://moazrovne.net/q/428პასუხი -
1947 წელს საბჭოთა კავშირში სულ 100 ეგზემპლიარის ტირაჟით გამოიცა ვინმე ხოლოდნის წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა ანთროპოკოსმიზმის ფილოსოფიური კონცეფციის დასაბუთებას. ანთროპოკოსმიზმი, რომელიც უარყოფს ანთროპოცენტრიზმს, ადამიანს განიხილავს არა როგორც რაიმე განსაკუთრებულს, არამედ როგორც კოსმიური ერთობლიობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და განვიტარების ეტაპს. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, რადგან “აქცევს მას კოსმიური მასშტაბისა და მნიშვნელობის პროცესების პირდაპირ მონაწილედ”. ამ ფაქტამდე 4 წლით ადრე, სხვა ქვეყანაში შეიქმნა ნაწარმოები, რომელიც გახდა სამყაროს მოქალაქის პოზიციიდან კაცობრიობის განვითარების გზების გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები!
პასუხი: “პატარა უფლისწული”, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ბმული: http://moazrovne.net/q/429პასუხი -
1943 წელს აშშ-ში გაშენდა სამი მსხვილი ქალაქი. პირველი – ოქრიჯი 79 ათასიანი მოსახლეობით. მეორე – ჰენფორდი მოსახლეობით 300 ათასი ადამიანი. დაასახელეთ მესამე ქალაქი, რომელიც მოსახლეთა რიცხვით ჩამოუვარდებოდა ორ დანარჩენს, მაგრამ აშკარად ჯობნიდა თავისი მნიშვნელობით!
პასუხი: ლოს-ალამოსი ბმული: http://moazrovne.net/q/430პასუხი -
დედოფალ ელისაბედ II-ის კარის იუველირი სტიუარტ დევლინი მსოფლიოში ცნობილი კაცია. იგი 36 ქვეყნის მონეტების დიზაინის ავტორია. გარდა ამისა, იგი 1982 წლიდან რეგულარულად კონსულტაციებს უწევს ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დიდი მადლიერია დევლინისა და მას ელჩის რანგიც კი მიანიჭა. დაასახელეთ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია!
პასუხი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კომენტარი: დევლინი ოლიმპიური მედლების დიზაინსაც უწევს კონსულტაციას (ასევე ითვლება ეს პასუხიც) წყარო: გაზეთი “სარბიელი”, 29 აპრილი, 2000 წ, გვ. 11 ბმული: http://moazrovne.net/q/431პასუხი -
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში იყო 7. 1999 წლის 14 სექტემბერს მათ გამოაკლდათ 3 ქვეყანა. დარჩნენ: იუგოსლავია, ტუვალუ. დაასახელეთ კიდევ ორი!
პასუხი: შვეიცარია და ვატიკანი კომენტარი: საუბარია დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ არიან გაეროს წევრები. (ითვლება ეს პასუხიც)
1999 წლის 14 სექტემბერს კი გაეროს წევრებად მიიღეს ტონგა, კირიბატი და ნაურუ ბმული: http://moazrovne.net/q/432პასუხი -
2000 წლის დასწყისში ჟურნალმა “Time” ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: “ვინ შეიტანა 20-ე საუკუნეში ყველაზე დიდი წვლილი აშშ-ის სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში?”. პირველ ათეულში მოხვდა სულ სამი ადამიანი, რომლებიც არასოდეს ყოფილან აშშ-ს პრეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი არის ბილ გეიტსი, მეორე – მარტინ ლუთერ კინგი. დაასახელეთ მესამე, რომელსაც უწოდეს “ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა”!
პასუხი: ჯონ ედგარ ჰუვერი კომენტარი: იგი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი 1924-1972 წლებში (ასევე ითვლება ეს პასუხიც) ბმული: http://moazrovne.net/q/433პასუხი -
მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიაში სახელი გაითქვა ნეპოლელმა ვაჭარმა პიეტრო დელა ვალემ. იგი ბევრს მოგზაურობდა და ერთ-ერთ თავის მოგზაურობაში შირაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში დაინახა გიგანტური ნანგრევები, რომლებიც როდესღაც ეტყობა დიდებულ სასახლეს წარმოადგენდა. რა აღმოაჩინა იტალიელმა ვაჭარმა, თუ მოგვიანებით არქეოლოგებმა ამ სასახლეში დიდი ხანძრის კვალი აღმოაჩინეს?
პასუხი: პერსეპოლისი ბმული: http://moazrovne.net/q/434პასუხი -
1741 წლის 4 ივნისს პეტროპავლოვსკის ნავსაყუდელიდან გავიდა ვიტუს ბერინგის პაკეტბოტი “წმინდა პეტრე”. ხომალდის გასვლის წინ ავად გახდა გემის ქირურგი კასპარ ფეიგე და ბერინგის თხოვნით, იგი შეცვალა სხვა ექიმმა, რომლის გვარის პოვნაც თქვენ შეგიძლიათ ენციკლოპედიებში, მაგრამ არა ამ ექსპედიციასთან დაკავშირებით. გაიხსენეთ ისინი, რომლებიც გაქრნენ და მითხარით ამ ექიმის გვარი!
პასუხი: გეორგ ვილჰელმ სტელერი ბმული: http://moazrovne.net/q/435პასუხი -
უძველეს ქალაქ პომპეიში კატასტროფამდე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ეტყობა სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა ერთ-ერთ კედელზე სამი სიტყვისაგან შემდგარი წარწერა, რომლიდანაც ორი საკუთარი სახელებია. მოახდინეთ ამ წარწერის ციტირება, თუ მისი შინაარსის მიხედვით, ის გაკეთებული იქნა კატასტროფის მომენტში!
პასუხი: სოდომი და ჰომორა ბმული: http://moazrovne.net/q/436პასუხი -
სახელწოდება “მხიარული როჯერი”, რომელიც მეკობრეობის გაფურჩქვნის ხანაში იყო პოპულარული, ჩვენს დროშიც გამოიყენება. ამჟამად ასე ეწოდება პატარა თეთრ კასრებს, რომლებსაც განივად გასდევთ შავი ხაზი. ეს პატარა კასრები ზოგიერთი ნორვეგიელი მეზღვაურების ამოსაცნობ ნიშანს წარმოადგენს. ამ მეზღვაურების საქმიანობას ხშირად მეკობრეობასაც ადარებენ. მითხარით, რითი არიან ისინი დაკავებული?
პასუხი: ისინი ვეშაპებზე ნადირობენ ბმული: http://moazrovne.net/q/437პასუხი -
ინგლისურმა ჟურნალმა “Match of the Day” გამოაქვეყნა სია, რომელშიც 23-ე ადგილზე გავიდა ბობი მური, მე-20-ზე – ჟიულ რიმე, მესამეზე – მოსამართლე, ლორდი პიტერ ტეილორი, მეორეზე – მილიარდერი რუპერტ მერდოკი. ვინ არის ამ სიაში პირველ ადგილზე?
პასუხი: პელე კომენტარი: სიაში შევიდნენ პირები, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე ფეხბურთზე ბმული: http://moazrovne.net/q/438პასუხი -
მცირე ხნის წინ უნგრეთის თანამგზავრულმა ტელევიზიამ გადმოსცა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობდნენ ქვეყნის გარკვეული რაიონების მაცხოვრებლები დაკრძალვაში. სამგლოვიარო პროცესიაში სანთლებით ხელში მდგომი ასობით ადამიანის სანახაობა, რომლებიც ყვავილებს ისროდნენ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. დაასახელეთ მიცვალებულის სახელი!
პასუხი: მდინარე ტისა კომენტარი: მდინარე, რომელშიაც გადაყრილ იქნა ციანიდები ბმული: http://moazrovne.net/q/439პასუხი -
სხვადასხვა ქვეყნებში დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ძალზე განსხვავებულია, მუმიფიკაციით დაწყებული და კოცონზე დაწვით დამთავრებული. სადღაც მიღებულია მიცვალებულისათვის პირში მონეტის ჩადება, სადღაც – ყელზე ნამგლის დადება. ერთ ქვეყანაში ზოგჯერ გვამს ხელმეორედ კლავენ, თავს უხვრეტენ ან შხამი შეჰყავთ, ასაფლავებენ დანით ხელში, მიწით უვსებენ პირს ან ტუჩებს ამოუკერავენ. თუ თქვენ მიხვდებით, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, აგრეთვე რატომ მორიგეობენ განსვენებულის ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში საფლავთან, მაშინ დამისახელეთ სახელმწიფო სადაც მიღებულია ასეთი შემზარავი წეს-ჩვეულებანი!
პასუხი: ჰაიტი ბმული: http://moazrovne.net/q/440პასუხი -
ჰანს სალიე ასე განსაზღვრავს ამ მცნებას: “სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას – სიცივე, დაღლილობა, სწრაფი სირბილი, შიში, სისხლის დაკარგვა, დამცირება, ტკივილი – ორგანიზამი პასუხობს არა მარტო დამცავი რეაქციით მოცემულ ზემოქმედებაზე, არამედ კიდევ გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესითაც, იმის მიუხედავად კონკრეტულად რომელი გამღიზიანებელი მოქმედებს მასზე მოცემულ მომენტში. ამ პროცესის დახმარებით ორგანიზამი თითქოს ახდენს მობილიზებას თავის დასაცავად, ადაპტაციის მისაღწევად”. დაასახელეთ ეს ცნება ერთი სიტყვით!
პასუხი: სტრესი ბმული: http://moazrovne.net/q/463პასუხი -
რომში – 42, პრაღაში – 38, კიევში – 34, თბილისში და ტაშკენტში – 22-22, მინსკში – 15, ნოვოსიბირსკში – 10, ერევანში – 9. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: მეტროპოლიტენის სადგურების რიცხვი ბმული: http://moazrovne.net/q/492პასუხი -
შუა საუკუნეების იაპონიაში არსებობდა მუსიკოსი-ძატოებისა და მასაჟისტი-ძატოების მთელი გილდიები. გილდიებში ხალხი გაერთიანებული იყო არა მარტო ხელობის, არამედ კიდევ ერთი საერთო ნიშნის მიხედვით, რომლის სიმულირებაც იშვიათობას არ წარმოადგენდა. გადამითარგმნეთ იაპონურ ენაზე სიტყვა ძატო!
პასუხი: უსინათლო, ბრმა ბმული: http://moazrovne.net/q/539პასუხი -
რესპირატორს ჩვენ ვუწოდებთ მოწყობილობას, რომელიც იცავს სუნთქვის ორგანოებს იმ მტვრისა და მავნე ნივთიერებისაგან, რომელსაც შეიცავს ჰაერი. მისი სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან “respirare” – ამოსუნთქვა. კითხვა: რომელ ხელსაწყოს უწოდებენ ფრანგები “aspirateur” – შემსუნთქავი?
პასუხი: მტვერსასრუტი ბმული: http://moazrovne.net/q/597პასუხი -
შეკითხვა #776 © ლევან მეტრეველი
თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ თანახმად, მდინარე მტკვრის ახლოს განლაგებული, თავის დროზე გაუვალი ჭაობებით დაფარული ეს ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ბოროტი სულები ბინადრობდნენ. ეს ტერიტორია თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა. დაასახელეთ ეს უბანი!
პასუხი: ავჭალა კომენტარი: მგზავრები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან „ავი ჭალის“ სახელი ეწოდა. წყარო: გ.შაყულაშვილი, „ჩვენი სულიერი ცხოვრების ანომალიები“, თბილისი, 2001, გვ.20-21 ბმული: http://moazrovne.net/q/776პასუხი -
შეკითხვა #836 © ანა ასათიანი
ამერიკულმა (აშშ) მედია კონგლომერატმა Clear Channel Communications 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი ეთერებიდან ამოიღო ლუი არმსტრონგის ერთი სიმღერა. რომელი?
პასუხი: „What a Wonderful World“ კომენტარი: ტექსტის განსაკუთრებითი იდილიურობისა გამო წყარო: en.wikipedia.org/wiki/2001_Clear_Channel_memorandu ბმული: http://moazrovne.net/q/836პასუხი
- პაკეტის კომენტარები: