შეკითხვა #435
-
1741 წლის 4 ივნისს პეტროპავლოვსკის ნავსაყუდელიდან გავიდა ვიტუს ბერინგის პაკეტბოტი “წმინდა პეტრე”. ხომალდის გასვლის წინ ავად გახდა გემის ქირურგი კასპარ ფეიგე და ბერინგის თხოვნით, იგი შეცვალა სხვა ექიმმა, რომლის გვარის პოვნაც თქვენ შეგიძლიათ ენციკლოპედიებში, მაგრამ არა ამ ექსპედიციასთან დაკავშირებით. გაიხსენეთ ისინი, რომლებიც გაქრნენ და მითხარით ამ ექიმის გვარი!
პასუხი: გეორგ ვილჰელმ სტელერი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/435 გაზიარება:პასუხი