შეკითხვა #490
-
1973 წელს აშშ-ის ეკრანებზე გამოვიდა რალფ ბაკტის ავანგარდისტული ფილმი “პიკის საათი”. ფილმი აღსავსე იყო სხვადასხვა ციტატებითა და რემინისცენციებით ცნობილი და საკულტო ფილმებიდან და მხატვრული ნაწარმოებებიდან. ფილმების “ბონი და კლაიდი”, “ნათლიმამა”, “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი”, “ბითლზის” შემოქმედების ციტირების გარდა ერთ-ერთ კადრში მზის დისკოს ფონზე გაიელვა ფრინველის სილუეტმა. და მართლაც ამერიკელი მფრინავის მიერ დაწერილმა ამ ფრინველის ისტორიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა მსოფლიოში და დღემდე ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად ითვლება. რა ჰქვია ამ ფრინველს?
პასუხი: “თოლია ჯონათან ლივინგსტონი”, რიჩარდ ბახი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/490 გაზიარება:პასუხი