საქართველოს მე-6 ჩემპიონატი
A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში
20 მაისი, 2000
-
ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლია გვასწავლის მოყვასის სიყვარულს. რომელი წიგნი, ვიქტორ შენდეროვიჩის აზრით, გვასწავლის თუ სახელდობრ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
პასუხი: “კამასუტრა” ბმული: http://moazrovne.net/q/477პასუხი -
ნიკოლა სებასტიენ დე შამფორი წერდა: “თანამედროვე დიდგვაროვანნი უმეტესწილად ისევე გვანან თავიანთ წინაპრებს, როგორც იტალიელი ჩიჩერონე...” ვის?
პასუხი: ციცერონს ბმული: http://moazrovne.net/q/478პასუხი -
80-იან წლებში ითვლებოდა, რომ მსოფლიოში პოპულარობით მეორე ქალთა ჟურნალი არის “ბურდა მოდენ”, რომელიც გამოდიოდა ტირაჟით 15 მლნ ეგზემპლიარი. რა ჟურნალი იდგა პირველ ადგილზე ტირაჟით 20,5 მლნ ეგზემპლიარი?
პასუხი: “რაბოტნიცა” ბმული: http://moazrovne.net/q/479პასუხი -
რად იქცევა გარემო სამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოხვედრილი წყლის წვეთი შუასაუკუნოვანი ირანული თქმულების მიხედვით?
პასუხი: მარგალიტად ბმული: http://moazrovne.net/q/480პასუხი -
ისტორიულ-დეტექტიური რომანის ჟანრის ფუძემდებლად ითვლება არტურ კონან დოილი, რომელმაც შექმნა ნაპოლეონის აგენტის ბრიგადირ ჟერარის სახე. კითხვა: რომელ რომანს მიიჩნევენ კრიტიკოსები ამ ჟანრის მწვერვალად?
პასუხი: უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” ბმული: http://moazrovne.net/q/481პასუხი -
1930 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოლინგვორტმა გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით “ღეჭვის ფსიქოდიპალინა”, სადაც განაცხადა, რომ საღეჭი რეზინი ამცირებს კუნთების დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნებას. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილმა ბიზნესმენმა რიგლიმ, გამოიყენა რა ეს მონაცემები, მიაღწია იმას, რომ მისი პროდუქცია გახდა... რისი განუყოფელი ნაწილი გახდა მისი პროდუქცია?
პასუხი: ამერიკელი ჯარისკაცის დღიური ულუფის ბმული: http://moazrovne.net/q/482პასუხი -
ეკატერინბურგში ბელინსკის სახელობის ბიბლიოთეკის წინ გაიხსნა ძეგლი. ის წარმოადგენს ფეხის ანაბეჭდებიან ფილას. ძეგლი ასახავს თანამედროვე საზოგადოების გათიშულობასა და სმარტოვეს, საზოგადოებისა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტელეფონებითა და ინტერნეტით უკავშირდებიან. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელსაც დაუდგეს ეს ძეგლი!
პასუხი: ჰერბერტ უელსის “უჩინმაჩინი” ბმული: http://moazrovne.net/q/483პასუხი -
რუსი მწერალი ვლადიმირ ოდოევსკი წერდა: “მე მიმაჩნია, რომ რუსეთში არის სამი კომედია”. დაასახელეთ ისინი!
პასუხი: «Недоросль», «Горе от ума», «Ревизор» ბმული: http://moazrovne.net/q/484პასუხი -
კალათბურთში, ფეხბურთში, კრივსა და მძლეოსნობაში მათი დიდი რაოდენობის მიუხედავად, სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო სარბიელზე ისინი არ გვხვდებიან. ამას ხსნიან, როგორც მათ შორის ამ თამაშის ტრადიციების არარსებობით, ასევე მენტალიტეტის თავისებურებებით. სულ მცირე ხნის წინ აშშ-ში გამოჩნდა პირველი – მოზეს ეშლი, რომელსაც ამერიკულმა გაზეთებმა დიდი ყურადღება დაუთმეს და არ არის გამორიცხული, რომ მის მაგალითს სხვა მისთანანიც მიბაძავენ. სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?
პასუხი -
დაასახელეთ ორი ფოტოგრაფიული კორპორაცია, რომლებიც შედიან მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიების რიცხვში!
პასუხი: “ისტმენ კოდაკი” და “ფუჯი ფოტო ფილმი” ბმული: http://moazrovne.net/q/486პასუხი -
რის შესახებ თქვა ასე ანტუან დე რივაროლმა: “ის ჩვენი იარაღია: როდესაც მას ვიყენებთ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ზამბარებს ჭრაჭუნი არ გაუდიოდეს”?
პასუხი: ენა ბმული: http://moazrovne.net/q/487პასუხი -
ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ: ყარყატების გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში, 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა ყარყატი, რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე ყარყატი და ა.შ. კითხვა: რისთვის გადადიოდნენ ყარყატები გუნდის ცენტრში?
პასუხი: დასაძინებლად ბმული: http://moazrovne.net/q/488პასუხი -
ერთ-ერთ პედაგოგიურ ჟურნალში რუბრიკით ”გამოჩენილი ადამიანები მერხთან” დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახულია ჭაბუკი ივან კრილოვი, რომელიც დაფასთან პასუხობს გაკვეთილს, მასწავლებელი კი მას ეკითხება: “რატომ ყვებით მუდმივად იგავებს ჩემს გაკვეთილზე?”. რა საგანს ასწავლიდა ეს მასწავლებელი?
პასუხი: ზოოლოგია ბმული: http://moazrovne.net/q/489პასუხი -
1973 წელს აშშ-ის ეკრანებზე გამოვიდა რალფ ბაკტის ავანგარდისტული ფილმი “პიკის საათი”. ფილმი აღსავსე იყო სხვადასხვა ციტატებითა და რემინისცენციებით ცნობილი და საკულტო ფილმებიდან და მხატვრული ნაწარმოებებიდან. ფილმების “ბონი და კლაიდი”, “ნათლიმამა”, “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი”, “ბითლზის” შემოქმედების ციტირების გარდა ერთ-ერთ კადრში მზის დისკოს ფონზე გაიელვა ფრინველის სილუეტმა. და მართლაც ამერიკელი მფრინავის მიერ დაწერილმა ამ ფრინველის ისტორიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა მსოფლიოში და დღემდე ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად ითვლება. რა ჰქვია ამ ფრინველს?
პასუხი: “თოლია ჯონათან ლივინგსტონი”, რიჩარდ ბახი ბმული: http://moazrovne.net/q/490პასუხი -
ვინ აღწერა ასე ა. დიუმამ: “ახალი დონ კიხოტი, რომელიც ახალ როსინანტზე ამხედრებულიყო”?
პასუხი: დარტანიანი ბმული: http://moazrovne.net/q/491პასუხი -
რის შესახებ ამბობდა ასე არაბი მწერალი ემმი არ-რეიჰანი: “ეს არის უფსკრული მარადისობათა შორის; ეს არის ელვა გამოსული ერთი ღრუბლიდან და შესული სხვაში”?
პასუხი: სიცოცხლე ბმული: http://moazrovne.net/q/493პასუხი -
1933 წელს კომპანია “ბელის” ინჟინერმა ჯიმი ბრასკოუმ ლექციაზე მოისმინა შემდეგი ფრაზა: “საკვირევლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყური უზრუნველყოფს მოცულობითი ბგერის ილუზიას”. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?
პასუხი: სტეროაპარატურა კომენტარი: მანამდე მხოლოდ მონო-სისტემები გამოიყენებოდა ბმული: http://moazrovne.net/q/494პასუხი -
1878 წელს კლოდ ბერნარი წერდა: “ძნელია წარმოიდგინო იმაზე უარესი სიტუაცია, როდესაც პიროვნებას, რომელსაც არ დაუკარგავს უნარი შეიგრძნოს სიამოვნება და ტკივილი, იმავე დროს, არ გააჩნია უნარი გაექცეს ტკივილს და გაემართოს სიამოვნებისაკენ”. პოეტების წარმოსახვაში არსებული ასეთი მდგომარეობის რეალობაში ასახვა შესაძლებელია ერთი ბუნებრივი საშუალების მეშვეობით. რა ეწოდება ამ საშუალებას?
პასუხი: საწამლავი კურარე ბმული: http://moazrovne.net/q/495პასუხი -
ლეგენდის თანახმად 1803 წელს რუს მსახიობს პრასკოვია ჟემჩუგოვას გამოეცხადა ნათელმხილველი და უთხრა: “შენ დღეს მიიღე ორი როლი. ნუ მოჰკიდებ ხელს ორივეს ერთად: შენ ხომ ორივე შემთხვევაში მიცვალებული უნდა ითამაშო. იქ კი, სადაც ორი მიცვალებულია სცენაზე, ერთი იქნება ცხადში”. მსახიობი მართლაც მალე გარდაიცვალა და მაყურებელმა ვერ იხილა ორი ინგლისური პიესა. რა და რა როლის თამაშს აპირებდა ჟემჩუგოვა?
პასუხი: კლეოპატრა და ოფელია ბმული: http://moazrovne.net/q/496პასუხი -
1861-66 წწ. სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ სამხრეთელები ხშირად აძლევდნენ სახელებს თავიანთ შვილებს კონფედერაციის ბელადების საპატივცემლოდ: ვაჟებს – რობერტ ლი ან უდრეკი ჯექსონი, გოგონებს კი – ლორინამი. ზანგებს შორის კი, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფლება, ძალზე პოპულარული გახდა ორი სახელი. ერთი – “იმანსიპეიშნ”, რაც ნიშნავს “გათავისუფლებას”. დაასახელეთ მეორე სახელი!
პასუხი: აბრაჰამ ლინკოლნი ბმული: http://moazrovne.net/q/497პასუხი -
ამ ერის ფორმირებაში მიცნიერები გამოყოფენ ხუთ ელემენტს: აინურს, ინდონეზიურს, ძველ აღმოსავლეთაზიურს, საკუთრივ კორეულს და საკუთრივ ჩინურს. რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ერი ძირითადად?
პასუხი -
რას უწოდა გაღიზიანებულმა გერმანელმა მსახიობმა მაქსიმილიან შელმა “დენთის შემდეგი ყველაზე ეშმაკისეული გამოგონება, რომელმაც მანძილზე მოკვლის უნარი გადააქცია სულიერ რეალობად”?
პასუხი: ფოტოაპარატის ტელეობიექტივი ბმული: http://moazrovne.net/q/499პასუხი -
2000 წლის 1 მარტს 30 წელი შესრულდა ამ ცნობილი ნაწარმოების პრემიერიდან, რომელიც ლონდონის “ალბერტ-ჰოლში” გაიმართა. ამ წლების განმავლობაში თანამოსახელე ალბომის ტირაჟმა 100 მილიონს გადააჭარბა, ორივე ავტორი კი ყოველთვიურად იღებს მინიმუმ 100 000 გირვანქა სტერლინგს. მოგვიანებით, ამ ჟანრში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, მაგრამ დღემდე ვერავინ შესძლო ამ ფენომენალური წარმატების გამეორება. დაასახელეთ ეს ნაწარმოები!
პასუხი: “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი” ბმული: http://moazrovne.net/q/500პასუხი -
ეს ტევადი სახე დიდი ხანია გახდა კულტურული მოღვაწეობის გავრცობილი მეტაფორა. ახლახან მოსკოვის ესე-კლუბში გამართულ “მრგვალ მაგიდაზე” ლიტერატორები, ფილოლოგები და ფილოსოფოსები მსჯელობდნენ სინამდვილეში რა იმალება ამ მეტაფორის უკან. აღმოჩნდა, რომ ერთნი აღიქვამენ მას, როგორც ასოციაციების თავისუფალ ფრენას, ხელოვნებას ხელოვნებისათვის, მეორენი – განსაკუთრებული სახის კვლევით საქმიანობას. გაიხსენეთ მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა და მითხარით, რას მიეძღვნა ეს “მრგვალი მაგიდა”?
პასუხი: “თამაში რიოში მარგალიტებით” («Игра в бисер») ბმული: http://moazrovne.net/q/501პასუხი -
1856 წლის 6 მაისს ფრაიბურგის სინაგოგაში ლოცულობდნენ მამაკაცები. ნაჭრებით მოვაჭრე იაკობს და მის მეუღლე ამალიას შეეძინათ ვაჟი, რომელსაც სახელი ბაბუის საპატივცემლად მისცეს. ოჯახი დიდ იმედებს ამყარებდა თავის პირმშოზე: ფეხმძიმობის დროს ფრაუ ამალიას უწინასწარმეტყველეს, რომ მისი ვაჟი დიდი ადამიანი გახდებოდა. რა ერქვა მის ვაჟს?
პასუხი: ზიგმუნდ ფროიდი ბმული: http://moazrovne.net/q/502პასუხი -
კომპანია “ფილიპსის” მენეჯერი დევიდ შოხი თავის ცხოვრებას ყოფდა სამსახურსა და ფეხბურთს შორის. თითქოსდა სპეციალურადო, საინტერესო მატჩების რადიოტრანსლაცია ემთხვეოდა იმ მონაკვეთს, როდესაც დევიდი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. რა გამოიგონა მან 1934 წელს?
პასუხი: ავტომობილის მაგნიტოლა ბმული: http://moazrovne.net/q/503პასუხი -
აშშ-ში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის პერსონაჟების ცნობადობის მიხედვით მესამე ადგილზე დგას ბეტმენი, მეორეზე – მიკი მაუსი. პირველზე კი პერსონაჟი, რომელიც პირველად გამოჩნდა თამაშში “დონქი კინგი”. დაასახელეთ ეს პერსონაჟი!
პასუხი: სუპერ-მარიო ბმული: http://moazrovne.net/q/504პასუხი -
1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის ტანკებმა დაიკავეს საიგონი და პრეზიდენტის ყოფილ სასახლეზე აღმართული იქნა სოციალისტური ვიეტნამის წითელი დროშა. მაგრამ დროება იცვლება და ამჟამად ამერიკელი ტურისტები უკვე სიამოვნებით აქცევენ ყურადღებას იმას, რომ სასახლის თავზე ფრიალებს სხვა წითელი დროშა. რომელი?
პასუხი: “კოკა-კოლას” კომპანიის ბმული: http://moazrovne.net/q/505პასუხი -
ამ მწერლის 16 რომანიდან 3 ნაწარმოები ატარებს ქალის სახელებს. თანაც, თითოეული მათგანი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ეტაპური ავტორის ცხოვრებაში: პირველი რომანი იყო სადებიუტო, მეორემ ავტორს საქვეყნო დიდება მოუტანა, მესამე კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთელ ინტელექტუალებში და ბევრი კრიტიკოსის აზრით მწერლის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. დაასახელეთ ერთი მაინც ამ სამი ნაწარმოებიდან.
პასუხი: “მაშენკა”, “ლოლიტა”, “ადა“ კომენტარი: საუბარი იყო ვლადიმირ ნაბოკოვზე ბმული: http://moazrovne.net/q/506პასუხი -
იაპონიაში არსებობდა წეს-ჩვეულება “ძუნ-სი” – სიკვდილი ბატონის შემდგომ. ითვლებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს უწინდელ ურთიერთობებს მსახურსა და ბატონს შორის შემდგომ რეინკარნაციებში. ამ იდეამ დაღი დაასვა მოქალაქეთა ზნე-ჩვეულებებს და გადაიზარდა ორმაგი თვითმკვლელობების ეპიდემიაში. დამისახელეთ ყველაზე ცნობილი მაგალითი!
პასუხი: რომეო და ჯულიეტას თვითმკვლელობა ბმული: http://moazrovne.net/q/507პასუხი -
სტატია დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომელიც ეძღვნება ამერიკელ მწერალს სახელად ოლივერს, სწვლულ-ექიმს, რომანის “მფარველი ენგელოზი”, ესეებისა და სატირული ლექსების ავტორს, ერთი სტრიქონით მოკლეა, ვიდრე სტატია ლიტერატურულ პერსონაჟზე, რომელიც თავის გვარს უნდა უმადლოდეს ხსენებულ მწერალს. მაშ, რა გვარი იყო ამერიკელი მწერალი?
პასუხი: ოლივერ უენდელ ჰოლმსი ბმული: http://moazrovne.net/q/508პასუხი -
როდესაც მსოფლიო ბიზნესში საუბრობენ ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აპარატურის წარმოების შესახებ, პირველ ადგილზე ყოველთვის მოიხსენიებენ იაპონიას. თავად იაპონიაში ეს სფერო ეფუძნება სამ გიგანტს, ე.წ. სამ S-ს. დაასახელეთ ეს სამი S!
პასუხი: “სონი”, “შარპი” და “სანიო” (Sony, Sharp, Sanyo) ბმული: http://moazrovne.net/q/509პასუხი -
თავად ავტორი თავის ყველაზე დიდ ნამუშევრად მიიჩნევდა დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” თარგმნას თავისი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. გარდა ამისა მას ეკუთვნის პოემა “ევანგელინა”, პოეტური კრებულები “ზღვისა და კერის პირას”, “მიმომფრენი ფრინველები”, მაგრამ ყველაზე დიდ მის ნაწარმოებად მიჩნეულია პოემა-ეპოსი, რომელიც მან შექმნა უძველეს თქმულებებზე დაყრდნობით 1855 წელს. რა ერქვა ეპოსის მთავარ მოქმედ გმირს?
პასუხი: ჰაიავატა კომენტარი: ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ, “სიმღერა ჰაიავატაზე” (ითვლება მხოლოდ ნაწარმოების გამოცნობაც) ბმული: http://moazrovne.net/q/510პასუხი -
ეს ფრაზა შეცდომით მიეწერება ერთ ფრანგ დიდგვაროვანს. სინამდვილეში ეს ფრაზა 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში წმ. პავლეს ტაძარში ქადაგების დროს წარმოთქვა პენსილვანიის ეპისკოპოსმა. როგორ ჟღერს ეს ფრაზა?
პასუხი: “მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება” კომენტარი: ფრაზა შეცდომით მიეწერება ბარონ პიერ დე კუბერტენს ბმული: http://moazrovne.net/q/511პასუხი -
თავის გახმაურებულ რომანს “ხაზარული ლექსიკონი” იუგოსლავიელი მწერალი მილორად პავიჩი აგებს, როგორც თითქოსდა მის მიერ რეკონსტრუირებულ 100 000 სიტყვისაგან შემდგარ ლექსიკონს. ლექსიკონის წყაროს წარმოადგენდა სამი წიგნი: წითელი, მწვანე და ყვითელი. რა პრინციპით გააერთიანა ავტორმა ნაწილი წყაროებისა წითელ წიგნში, ნაწილი – მწვანეში, ნაწილი – კი ყვითელში?
პასუხი: წითელში – ქრისტიანული წყაროები, მწვანეში – მუსლიმანური, ყვითელში – იუდევლური ბმული: http://moazrovne.net/q/512პასუხი
- პაკეტის კომენტარები: