შეკითხვა #501
-
ეს ტევადი სახე დიდი ხანია გახდა კულტურული მოღვაწეობის გავრცობილი მეტაფორა. ახლახან მოსკოვის ესე-კლუბში გამართულ “მრგვალ მაგიდაზე” ლიტერატორები, ფილოლოგები და ფილოსოფოსები მსჯელობდნენ სინამდვილეში რა იმალება ამ მეტაფორის უკან. აღმოჩნდა, რომ ერთნი აღიქვამენ მას, როგორც ასოციაციების თავისუფალ ფრენას, ხელოვნებას ხელოვნებისათვის, მეორენი – განსაკუთრებული სახის კვლევით საქმიანობას. გაიხსენეთ მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა და მითხარით, რას მიეძღვნა ეს “მრგვალი მაგიდა”?
პასუხი: “თამაში რიოში მარგალიტებით” («Игра в бисер») პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/501 გაზიარება:პასუხი