შეკითხვა #506
-
ამ მწერლის 16 რომანიდან 3 ნაწარმოები ატარებს ქალის სახელებს. თანაც, თითოეული მათგანი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ეტაპური ავტორის ცხოვრებაში: პირველი რომანი იყო სადებიუტო, მეორემ ავტორს საქვეყნო დიდება მოუტანა, მესამე კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთელ ინტელექტუალებში და ბევრი კრიტიკოსის აზრით მწერლის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. დაასახელეთ ერთი მაინც ამ სამი ნაწარმოებიდან.
პასუხი: “მაშენკა”, “ლოლიტა”, “ადა“ კომენტარი: საუბარი იყო ვლადიმირ ნაბოკოვზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/506 გაზიარება:პასუხი