შეკითხვა #510
-
თავად ავტორი თავის ყველაზე დიდ ნამუშევრად მიიჩნევდა დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” თარგმნას თავისი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. გარდა ამისა მას ეკუთვნის პოემა “ევანგელინა”, პოეტური კრებულები “ზღვისა და კერის პირას”, “მიმომფრენი ფრინველები”, მაგრამ ყველაზე დიდ მის ნაწარმოებად მიჩნეულია პოემა-ეპოსი, რომელიც მან შექმნა უძველეს თქმულებებზე დაყრდნობით 1855 წელს. რა ერქვა ეპოსის მთავარ მოქმედ გმირს?
პასუხი: ჰაიავატა კომენტარი: ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ, “სიმღერა ჰაიავატაზე” (ითვლება მხოლოდ ნაწარმოების გამოცნობაც) პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/510 გაზიარება:პასუხი