შეკითხვა #527
-
1994 წლის ნოემბერში, როგორც იქნა დასრულდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თითქმის 7 წელი გრძელდებოდა. იმავე წელს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა აღარ ჩაეტარებინა მსგავსი ტიპის ტურნირები მათი ძალზე ხანგრძლივი ხასიათის გამო. ამ გადაწყვეტილების მომხრეების უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ 1994 წელს დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა უკვა აღარარსებული სახელმწიფოს - გდრ-ის - ნაკრებმა გუნდმა. სპორტის რომელ სახეობაში ტარდებოდა ეს ჩემპიონატი?
პასუხი: ჭადრაკი (მიმოწერით) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/527 გაზიარება:პასუხი