საქართველოს მე-4 ჩემპიონატი
I და II ტურები
6 მაისი, 1998
-
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობაა გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს სამდივნოს. ის ინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით. გენერალური მდივანი მონაწილეობას იღებს გაეროს ყველა მთავარი ორგანოს სხდომებში.
კითხვა: დაასახელეთ გაეროს ერთად-ერთი მთავარი ორგანო, რომლის საქმიანობაშიც გენ. მდივანი არ ერევა!პასუხი: გაეროს საერთაშორისო სასამართლო ბმული: http://moazrovne.net/q/513პასუხი -
1958 წელს ამერიკელმა დორის ლილიმ დაწერა წიგნი “როგორ გაჰყვე ცოლად მილიონერს?!”. გამოცემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა. გავიდა 30 წელი და დორისმა ხელი მოჰკიდა ახალ წიგნს. რა უწოდა მან ახალ გამოცემას?
პასუხი: “როგორ გაჰყვე ცოლად მილიარდერს?!” ბმული: http://moazrovne.net/q/514პასუხი -
გადამითარგმნეთ თანამედროვე ვიეტნამურ ენაზე სიტყვა კატა!
პასუხი: “მიაუ” ბმული: http://moazrovne.net/q/515პასუხი -
“ძვირფასო, უოტსონ, შემოდით გეთაყვა ჩემთან, თქვენ მე მჭირდებით!”.
ვინ წარმოთქვა ეს ლეგენდარული სიტყვები 1876 წლის 10 მარტს?პასუხი: ა. გ. ბელმა კომენტარი: ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ადამიანმა ტელეფონში ბმული: http://moazrovne.net/q/516პასუხი -
1792 წლის 20 სექტემბერს დასახლება ვალმის მახლობლად საფრანგეთის ჯარმა დაამარცხა პრუსიის არმია. მომდევნო ღამეს დამარცხებულ და უკანდახეულ პრუსიელ ჯარისკაცებს ერთმა 43 წლის პატრიოტმა უთხრა ფრაზა: “ამიერიდან იწყება ახალი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში და თქვენ შესძლებთ თქვათ: ”მე შევესწარი ამას!”. ვინ იყო ეს ადამიანი?
პასუხი: ი. ვ. გოეთე ბმული: http://moazrovne.net/q/517პასუხი -
რამდენიმე წლის წინ ბუნდესლიგის ერთ-ერთი თამაშის დროს, რომელშიაც ერთმანეთს ხვდებოდნენ “ჰამბურგი” და “კიოლნი” მოხდა ასეთი ინციდენტი. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე “ჰამბურგის” ბულგარელმა ლეგიონერმა ი. ლეჩკოვმა არაზუსტი პასი მიაწოდა მეორე ლეგიონერს დანიელ ს. ტოფტინგს. შესვენებაზე გაბრაზებულმა დანიელმა ბულგარელს უთხრა ისეთ რამ, რომ მოხჩუბარე ფეხბურთელების გაშველებას კლუბის პრეზიდენტის ჩარევა დაჭირდა. რომელი, ლეჩკოვისათვის ნაცნობი, ადამიანის სახელით მოიხსენია იგი ტოფტინგმა თუ ბევრი ამას კომპლიმენტად მიიღებდა?
პასუხი: ჰ. სტოიჩკოვი ბმული: http://moazrovne.net/q/518პასუხი -
1509 წ-დან 1517 წ-მდე რაფაელმა მოხატა ვატიკანის სასახლის საზეიმო დარბაზები. ყველაზე მეტად ცნობილია 4 სურათი ბეჭდის დასმის დარბაზიდან: “ათენის სკოლა”, “პარნასი”, “დისპუტი” და “სიბრძნე, ზომა და ძალა”. ეს კომპოზიცია ასახიერებს ადამიანის (იმ დროის ადამიანის) სულიერი მოღვაწეობის 4 სფეროს. დაასახელეთ ეს სფეროები.
პასუხი: ფილოსოფია, ხელოვნება, ღვთისმეტყველება და იურისპრუდენცია. ბმული: http://moazrovne.net/q/519პასუხი -
მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ ქრონოსი, ატლასი, პრომეთეოსი, ქაოსი, კოსმოსი, ათინა, ჰერა, ჰერკულესი, პაქსი, მინერვა, პერსეფონა, ერებოსი. მისი პირველაღმომჩენის ცოლმა დაასახელა თავისი ვარიანტი - ზევსი, შემდეგ კი საკუთარი სახელიც შესთავაზა - კონსტანცია. მაგრამ საბოლოოდ 1930 წელს დამტკიცდა სხვა სახელწოდება. რომელი სახელწოდება?
პასუხი: პლუტონი კომენტარი: პერსივალ ლოუელი გარდაიცვალა 1916 წელს, პლანეტა კი 1930 წელს აღმოაჩინეს. ბმული: http://moazrovne.net/q/520პასუხი -
1938 წელს მან მიიღო საფოსტო ბარათი, რომელშიაც მისი და ამცნობდა, რომ მალე მასთან ჩამოვა მისი სამი დისშვილი. დის შემდგომი ბედი უცნობია, ბიძამ კი 1942 წელს, საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ბავშვები ნაშვილებად ჩაწერა. მაგრამ ეს ისტორია ამითაც არ დასრულებულა და ჩვენ ვიცით ამ ბავშვების სტუმრობის ამბავი სხვა ნათესავებთანაც.
კითხვა: ვის ესტუმრნენ ბავშვები სულ პირველად, 1938 წელს?პასუხი: დონალდ დაქს (ბიძას) ბმული: http://moazrovne.net/q/521პასუხი -
ცნობილმა იუმორისტმა ა. არკანოვმა ერთ-ერთ თავის ფელეტონში კინოში სექსუალური სცენების ასეთი კლასიფიკაცია შესთავაზა მკითხველს: სექსუალური სცენები, რომელშიაც მონაწილეობენ უბრალო მოქალაქეები - ეროტიკა; სექსუალური სცენები მთავრობისა და დუმის წევრთა მონაწილეობით - პორნოგრაფია. კინოს რომელ ჟანრს მიაკუთვნა მან ფილმები, რომლებშიც შესულია სექსუალური სცენები მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა მონაწილეობით?
პასუხი: საშინელებათა ფილმები ბმული: http://moazrovne.net/q/522პასუხი -
ლიტერატორთა პროფესიული ხუმრობა გვამცნობს: “როცა ვარ ეული (ანუ უცოლო) - ვარ პოეტი”. კითხვა: რა ვიქნები, როცა მოვიყვან ცოლს და რა ვიქნები, როდესაც ამ ცოლს გავცილდები?
პასუხი: პროზაიკოსი და კრიტიკოსი ბმული: http://moazrovne.net/q/523პასუხი -
ი. პავლოვი ამბობდა: “როდესაც ვფიქრობ ჩემსა და მის შესახებ, მე წარმომიდგენია მაღაროელთა ორი ჯგუფი, რომლებმაც რკინიგზის გვირაბის გათხრა ერთიდაიმავე მთის ფერდობზე დაიწყეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას ცოტა ქვემოთ მოუვიდა და ამიტომ წყვდიადში ჩაეფლო, მაშინ როცა ჩვენ უკვე სინათლეს მივაღწიეთ. და მაინც მას შეუძლია გახდეს ახალი რელიგიის ფუძემდებელი”.
კითხვა: ვის შესახებ ამბობდა ასე აკადემიკოსი პავლოვი?პასუხი: ზ. ფროიდი ბმული: http://moazrovne.net/q/524პასუხი -
“სიუარდის მაცივარი”, “ყველასათვის გამოუსადეგარი ყინულის კუბო”, ასე უწოდებდნენ მას მე-19 საუკუნეში. ამჟამად კი მას უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: საუბარია ალასკაზე ბმული: http://moazrovne.net/q/525პასუხი -
რობერტ სეიდენბერგი ამტკიცებდა, რომ ეს არის არა ენდემური, არამედ ეპიდემიური დაავადება, რომელიც ნებისმიერი ფენისთვისაა დამახასიათებელი. ე. ფრომი თვლის, რომ ეს ხასიათდება “პარალიზებადი უმწეობით და აბსოლტური არარაობით”. კითხვა: რამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს ის, ერთი ლათინოამერიკელის აზრით?
პასუხი: 100 წელი. კომენტარი: საუბარი იყო მარტოობაზე. შესაბამისად - ”მარტოობის 100 წელი”. ბმული: http://moazrovne.net/q/526პასუხი -
1994 წლის ნოემბერში, როგორც იქნა დასრულდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თითქმის 7 წელი გრძელდებოდა. იმავე წელს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა აღარ ჩაეტარებინა მსგავსი ტიპის ტურნირები მათი ძალზე ხანგრძლივი ხასიათის გამო. ამ გადაწყვეტილების მომხრეების უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ 1994 წელს დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა უკვა აღარარსებული სახელმწიფოს - გდრ-ის - ნაკრებმა გუნდმა. სპორტის რომელ სახეობაში ტარდებოდა ეს ჩემპიონატი?
პასუხი: ჭადრაკი (მიმოწერით) ბმული: http://moazrovne.net/q/527პასუხი -
1916 წელს აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა დაახლოებით 10,000 მეცნიერს შორის, რომლის დროსაც მათ დაუსვეს ერთად-ერთი შეკითხვა. დაახლოებით 40%-მა დადებითად უპასუხა. ზუსტად იგივე გამოკითხვა ჩატარდა 80 წლის შემდეგ - 1996 წელს - და შედეგი დაახლოებით იგივე მიიღეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროცენტულად ყველაზე ბევრი დადებითი პასუხი გასცეს მათემატიკოსებმა - 54,6%, ყველაზე ნაკლები კი - ფიზიკოსებმა - 22%. რა კითხვა დაესვათ მეცნიერებს?
პასუხი: “გწამთ თუ არა ღმერთის?” ბმული: http://moazrovne.net/q/528პასუხი -
მას ერქვა ჟან-კლოდი და 34 წლის ასაკში ის დანიშნეს იუნესკოს მისიის ხელმძღვანელად ჩილეში. შემდეგ ის ამავე ხაზით მუშაობდა ბანგლადეშში, ტაილანდში, კენიაში და იემნის არაბთა რესპუბლიკაში. მან გამოსცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის ბუდისტური პაგოდების ტაოისტური არქიტექტურის შესახებ. იგი გარდაიცვალა ორი წლის წინ ინფარქტით 66 წლის ასაკში.
კითხვა: რა ერქვა მის ცოლს?პასუხი: ემანუელ არსანი ბმული: http://moazrovne.net/q/529პასუხი -
გადამითარგმნეთ ამჰარულ (ეთიოპიის ოფიციალური ენა) ენაზე ფრაზა “მაიმუნის ხე”!
პასუხი: ბაობაბი ბმული: http://moazrovne.net/q/530პასუხი -
1992 წლიდან სმიტსონის ინსტიტუტი და ჟურნალი “კომპიუტერ უორლდ” ყოველწლიურდ ანიჭებენ პრემიას კომპიუტერულ საქმეში მიღწევებისათვის. ერთ-ერთი პირველი ასეთი პრემია მიენიჭათ ლიუის სედლერსა და სკოტ ბეროუზს, რომლებმაც შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას ადამიანის ფოტორობოტი, თუ როგორი იქნება ის რამდენიმე (ვთქვათ 10) წლის შემდეგ.
კითხვა: რომელი პიროვნების 10 წლის შემდგომი ფოტორობოტის შედგენა სთხოვეს ავტორებს თითქმის ყველა ამერიკულმა გაზეთებმა?პასუხი: მაიკლ ჯექსონის ბმული: http://moazrovne.net/q/531პასუხი -
როდესაც საფეხბურთო კლუბის - ბილბაოს “ატლეტიკის” ფანებს უნდათ ხაზი გაუსვან თავიანთი გუნდის თვითმყოფადობას, ისინი იშველიებენ მათი გუნდის ორ ტრადიციულ წესს: “პირველი, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ ლეგიონერები - ამბობენ ისინი, - და მეორე, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ...” ვინ?
პასუხი: ესპანელები (არაბასკები) ბმული: http://moazrovne.net/q/532პასუხი -
ეს ნაწარმოები დაახლოებით 7 საუკუნის წინ შეიქმნა. 1781 წელს იგი გადაამუშავა და ჩაიწერა გერმანელმა მოხეტიალე პოეტმა კინდლებენმა. შემდგომში ამ ნაწარმოების მოტივებს ამუშავებდნენ და იყენებდნენ ფ. ლისტი, ჰ. ბერლიოზი, ე. ჰამპერდინკი. დაასახელეთ ამ ნაწარმოების პირველი სიტყვა!
პასუხი: გავიხაროთ! (“გაუდეამუს!”) ბმული: http://moazrovne.net/q/533პასუხი -
პირველად ასეთი სია შედგენილ იქნა ქალაქ ვორმსში, 1521 წელს, ჰერცოგ ჰენრიხ ფონ ბრუნსვიკ-ვოლფენბიუტელის მითითებით, რომელიც საზეიმო მიღებისათვის ემზადებოდა. ფართო გამოყენება კი მან მოიპოვა უკვე საფრაგეთის დიდი რევოლუციის დროს, რის შემდეგაც დამკვიდრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კითხვა: სად უნდა წახვიდე, რათა იხილო ეს სია?პასუხი -
უეჭველად კოლეგებს შორის ყველაზე არასაყვარელ დეპუტატად ითვლება ბუნდესტაგის წევრი ჰერალდ ჰეფნერი, რომელიც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეა. ის არასოდეს არ ბილწსიტყვაობს ტრიბუნაზე, არასოდეს არ ეუხეშება ქალ-დეპუტატებს და წუწავს პოლიტიკურ ოპონენტებს ლუდით. იგი წყნარად და აუღელვებლად ამბობს თავის სათქმელს და მუდამ კატეგორიულად წინააღმდეგია ერთი გადაწყვეტილებისა, რის გამოც კოლეგები მას უბრალოდ ვერ იტანენ და ღიად ლანძღავენ სხდომებზე, დერეფნებში, ლიფტებში და ა.შ.
კითხვა: რის წინააღმდეგ გამოდის მუდმივად ჰ. ჰეფნერი?პასუხი: იგი წინააღმდეგია დეპუტატებისათვის ხელფასის მომატებისა. ბმული: http://moazrovne.net/q/535პასუხი -
ბრიტანიკის ენციკლოპედიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს ენა გამოყენების მხრივ მეოთხე ადგილზეა აშშ-ში ინგლისურის, ესპანურისა და იტალიურის შემდეგ. მისი ერთ-ერთი წინამორბედი შემუშავებული იქნა საფრანგეთში და ამერიკაში გამოჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში. დაასახელეთ ეს ენა!
პასუხი: ჟესტების ენა ბმული: http://moazrovne.net/q/536პასუხი -
თუ დავუჯერებთ აშშ-ს ინჟინერ-მშენებლების ასოციაციის მონცემებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა არის არა ახლახან კუალა-ლუმპურში აშენებული ცათამბჯენი “პეტრონასი” - 452მ, არა ტორონტოს ტელეკოშკი - 553მ, არა ფარგოს ტელეანძა - 629მ და არა 1991 წელს დაცემული პოლონეთის რადიოს ანძა - 646,5მ, არამედ ნაგებობა, რომლის სიმაღლეა 990,6მ.
კითხვა: რა ფუნქციას ასრულებს ეს ნაგებობა?პასუხი: ეს არის შუა ზღვაში ჭაბურღილიდან ნავთობის მოსაპოვებელი პლატფორმა ბმული: http://moazrovne.net/q/537პასუხი -
ამ საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება კომპანია “როქსაიდ ინთერნეშნლ”. მისი სპეციალისტების აზრით, სწორედ “როქსაიდ ინთერნეშნლ”-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ამას ამზადებენ იმავე მასალისაგან, რისგანაც კეთდება სუპერთანამედროვე ჭოკები (ხტომისათვის) და საავტომობილო ბამპერები. მისი ფორმა აეროდინამიკურად ოპტიმიზირებულია, განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა იმას, რომ მოხმარების დროს მისი სამუშაო ზედაპირის ქვეშ არ წარმოიქმნას ჰაერის ბალიში. რისთვის გამოიყენება ეს?
პასუხი: ბუზების საკლავად ბმული: http://moazrovne.net/q/538პასუხი -
ინგლისელების მიერ ფეხბურთის სიყვარული უზომოა და საქვეყნოდაა ცნობილი. ფანების დაწყნარება თამაშის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია, ისინი ღრიალებენ, მღერიან, უკრავენ ყველანაირ დასარტყამ და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე და ასე ქომაგობენ თავიანთ გუნდს. რატომ არის მუდმივად გულგრილი და ინარჩუნებს სამარისებულ სიჩუმეს ლონდონის “არსენალის” 120 გულშემატკივარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ტოვებენ არცერთ მატჩს “ჰაიბრი სტედიუმზე”?
პასუხი: ისინი დასფლავებული არიან სტადიონის გაზონის ქვეშ ბმული: http://moazrovne.net/q/540პასუხი -
ალფრედ ბრემი თავის ნაშრომებში ყველა შინაურ (ფინია) ძაღლს ყოფს 7 ჯგუფად: 1) მწევრები, 2) დოგები, 3) ტაქსები, 4) მეძებრები, 5) ბალონკები, 6) პინჩერები და 7) საკუთრივ შინაური ძაღლები ანუ ნაგაზები (ოვჩარკა), შპიცები და ლაიკები.
კითხვა: რომელ დასახელებულ ჯგუფს მიაკუთვნა ბრემმა სენბერნარები და ნიუფაუნდლენდები?პასუხი: ბალონკებს კომენტარი: თუ ზომებს არ მივაქცევთ ყურადღებას, სხეულის აგებულება და დრუნჩის ფორმა მათ მსგავსი აქვთ ბმული: http://moazrovne.net/q/541პასუხი -
თანამედროვე ამერიკული (აშშ) კანონმდებლობის მიხედვით არცერთი ადამიანის გაშვება არ შეიძლება პენსიაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს კანონი არ ვრცელდება სამი პროფესიის წარმომადგენლებზე: პოლიციელებზე, სამხედროებზე და... დაასახელეთ მესამე!
პასუხი: მეხანძრე ბმული: http://moazrovne.net/q/542პასუხი
- პაკეტის კომენტარები: